ღორის ხორცი ჩინურად
საჭირო ინგრედიენტები: 600 გრამი ღორის რბილი ხორცი, 130 მილილიტრი ბოსტნეულის ბულიონი, 100 გრამი მიწის თხილი, 3 ცალი სტაფილო, 1 ღერი პრასი, 3 ცალი სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკა, 6 სადილის კოვზი ზეთი, 3 სადილის კოვზი სოიის სოუსი, 1 სადილის კოვზი კარის ფხვნილი, 1 სადილის კოვზი შაქარი, მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ხორცი დაჭერით პატარა, მოგრძო ნაჭრებად დაასხით სოიის სოუსი, დააყარეთ კარის ფხვნილი და 30 წუთი გააჩერეთ. მიწის თხილი დაფქვით, სტაფილო კი მსხვილ ღერებად დაჭერით. ამავე ფორმით დაჭერით წიწაკები. რგოლებად დაჭერით პრასი. ღრმა ტაფაში გააცხელეთ ზეთი და ხორცი მაღალ ცეცხლზე შებრაწეთ. ხორცი ამოიღეთ, ტაფაში ბოსტნეული მოათავსეთ, დააყარეთ შაქარი, ცოტა კარის ფხვნილი, მარილი და მოშუშეთ. დაასხით ბოსტნეულის ბულიონი, დაუმატეთ შემწვარი ხორცი და მოაყარეთ მიწის თხილი. როდესაც წამოდუღდება, ცეცხლიდან გადმოდგით.