საგაზაფხულო სალათა
საჭირო ინგრედიენტები: 200 გრამი პომიდორი, 2 სადილის კოვზი წითელი ღვინის ძმარი, 5 სადილის კოვზი ნიგვზის ზეთი, 80 გრამი სალათის ფოთოლი, 2 სადილის კოვზი მოხალული მარილიანი ნუში, შაქარი; მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: პომიდვრები გაჭერით, ამოაცალეთ თესლი და რბილობი კუბებად დაჭერით. პომიდვრის თესლები საწურში გადაწურეთ და წვენი რბილობს დაასხით. დაუმატეთ მარილი, პილპილი, ზეთი, შაქარი და ძმარი. ხელით დააქუცმაცეთ სალათის ფოთლები და შეურიეთ პომიდორს, ზემოდან მოაყარეთ მარილიანი ნუში.