ხორცის რულეტი
საჭირო ინგრედიენტები: 500 გრამი ხორცის ფილე (ნებისმიერი: საქონლის, ფრინველის, ღორის, 1 სადილის კოვზი ტომატ-პასტა, 1 კბილი ნიორი, 1 ჩაის კოვზი შაქარი, ცოტა ცხარე წიწაკა, 2 ჩაის კოვზი ფქვილი (1 ჩაის კოვზი ტომატში, 1 ჩაის კოვზი არაჟანში), 1 კვერცხი, 1 ჩაის კოვზი მდოგვი, არაჟანი, სუნელები, მწვანილი – თქვენი გემოვნებით, მარილი, პილპილი.
მომზადების წესი: შეურიეთ ერთმანეთს: ტომატ-პასტა, წვრილად დაჭრილი ნიორი, ცხარე წიწაკა, შაქარი, ფქვილი, სუნელები, მწვანილი.
ცალკე ჯამში აურიეთ კვერცხი, არაჟანი, ფქვილი, მდოგვი და წვრილად დაჭრილი მწვანილი.
ხორცი დაჭერით თანაბარი ზომის – 1-1,5 სანტიმეტრი სისქის რამდენიმე ნაჭრად. თითოეული კარგად დაბეგვეთ. მოაყარეთ მარილი, პილპილი, პირველ ნაჭერს წაუსვით ტომატ-პასტა და გადაახვიეთ მჭიდრო რულეტად. მეორე დაბეგვილ ნაჭერს წაუსვით კვერცხიანი მასა. ზედაპირზე დაადეთ ტომატიანი რულეტი და ესეც კარგად გადაახვიეთ. განაგრძეთ ზუსტად ამ თანმიმდევრობით. მიიღებთ საკმაოდ მსხვილ რულეტს, მრავალფენიანს. გაახვიეთ ფოლგაში და მოათავსეთ ცხელ აირღუმელში 1 საათით მაინც, 200 გრადუსზე. შეიძლება, ცოტა მეტი დროც დაგჭირდეთ. გააცივეთ და ისე დაჭერით.