ქათმის ხრაშუნა კატლეტები
საჭირო ინგრედიენტები: 2 ნაჭერი ქათმის ფილე, 3 ცალი კარტოფილი, 1 ცალი კვერცხი, 50 გრამი მაგარი ყველი, 2 კბილი ნიორი, 2 სადილის კოვზი კარტოფილის ფქვილი, ცოტა ხორბლის ფქვილი, 2 სადილის კოვზი კარაქი, მწვანილი (თქვენი გემოვნებით), მარილი, პილპილი, ზეთი – შესაწვავად.
მომზადების წესი: ყველი გახეხეთ სახეხზე. დაუმატეთ კარაქი, ცოტა გასრესილი ნიორი და ძალიან წვრილად დაჭრილი მწვანილი (კამა, ოხრახუში). ყველაფერი კარგად აურიეთ. გააკეთეთ მისგან მომცრო ზომის ბურთულები და მოათავსეთ საყინულეში. ქათმის ფილე სათითაოდ გაჭერით სიბრტყეზე. დაბეგვეთ თითოეული ნაჭერი. წაუსვით მარილი და პილპილი. კარტოფილი დაჭერით წვრილ ჩხირებად (ჩიპსის მსგავსად). შებრაწეთ ცხელ ზეთში რამდენიმე წუთის განმავლობაში. კვერცხი ათქვიფეთ, დაუმატეთ კარტოფილის ფქვილი (სახამებელი), კარტოფილი, ცოტა მარილი, პილპილი, აურიეთ კარგად. ქათმის ფილეში სათითაოდ შეახვიეთ კარაქის ბურთულები. შეკარით ხის კბილის საწმენდით. ამოგანგლეთ ფქვილში, შემდეგ კვერცხის მასაში და მოათავსეთ ზეთწასმულ ფორმაში. გამოაცხვეთ აირღუმელში 25 წუთის განმავლობაში. მოგეწონებათ.