კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

ჩვენს ქალებს სულაც არ აქვთ მაღალი თვითშეფასება. აბა, აკოცოს ნებისმიერმა უცნობმა მამაკაცმა?! მაშინვე დაიყვირებს: „თქვენ გიჟი ხართ?“, ან – „თქვენ მთვრალი ხართ?!“ სერიოზულად ფიქრობენ, რომ ისინი მხოლოდ გიჟს ან მთვრალს მოეწონებათ...

***

ტიპი ღამით ბარში შევიდა და ლუდი შეუკვეთა. ბარმენმა მოუტანა.

– ერთი თეთრი.

– ასე იაფი? მაშინ, ბიფშტექსი, ხიზილალიანი ბუტერბროდი, კონიაკი, ანანასი...

– ეს ოთხი თეთრი დაგიჯდებათ.

– მე მომწონს! ბარის მფლობელი ვინ არის?

– შეგიძლიათ, გაიცნოთ – ის ზემოთ ჩემს ცოლთან ერთადაა...

– და, იქ, თქვენს ცოლთან ერთად, რას აკეთებს?

– რასაც მე – მის ბიზნესთან...

***

– მართალია, ერთი წუთი სიცილი სიცოცხლეს 5 წუთით ახანგრძლივებსო?

– გააჩნია, ვისზე იცინი – შეიძლება, გაცილებით მეტად შეამციროს...

***

ქალის ისტერიკამდე მიყვანა ნებისმიერ წვრილმანს შეუძლია, მამაკაცის კი – მხოლოდ ქალს.

***

ეძღვნება ყველა გოგონას, რომელიც ამბობს, რომ ყველა ბიჭი ერთნაირია – წესიერი გოგო რომ იყო, ყველა ბიჭი არ გეცოდინება.

***

ორი დაქალი ხვდება ერთმანეთს:

– გოგო, რა უნდა გავაკეთო, კაცი თუ გაცივდა?

– უნდა დამარხო... სხვას რას იზამ?

***

ქორწილის დროს ფიქრობ, რომ მასზე უკეთესი არავინაა, გაყრისას კი ფიქრობ, რომ მასზე უარესი არავინაა, არადა, ორივეჯერ ცდები.

***

– გაზკანტორაა? შვილო, ჩაის ადუღება მინდა... რამდენი ხანია, გაზის ჩამრთველი გადავწიე და არ ინთება...

– ბებო, ასანთი თუ აანთე?

– უი, დამავიწყდა, ახლავე....

***

ჟურნალ „პირსინგის“ ახალგაზრდა კორესპონდენტი ქუჩაში მამაკაცს აჩერებს:

– თუ შეიძლება, მითხარით, უფრო ადვილად რით შეძლებთ ქალის მიზიდვას?

– სხვების არ ვიცი, მაგრამ, თქვენ – მაგნიტით...

***

ზარი. კარს ახალგაზრდა ქალი აღებს.

– მე თქვენი ახალი მეზობელი ვარ, – ეუბნება მამაკაცი.

– ზემოთ თუ ქვემოთ?

– ასე უცბად და პირდაპირ?!.

***

ავტობუსი გაჩერებიდან დაიძრა.

– შემდეგი გაჩერება „5 დეკემბერი“!..

– აუ, ჩემი, რა პრობკაა...

***

– როგორ ვიშოვოთ ფული? 

– აიღეთ სკამი, დადეთ მასზე რამე ნომინაციის დოლარი, დააჯექით ზედ, შემდეგ ადექით და აიღეთ ფული... ვარჯიშის აზრი ის არის, რომ ფულის საშოვნელად ტრ...ის განძრევაა საჭირო...

***

– რა გჭირს, ყოველთვის ასე ჩალურჯებული, გაერთიანებული სახით რომ მოდიხარ? – ეკითხება ახალგაზრდა პაციენტს ექიმი.

– მერიდება, მაგრამ, გეტყვით: გათხოვილ ქალებთან დავდივარ და ქმრები მცემენ...

– ერთ რამეს გირჩევ – ჯარში წადი და გეშველება..

კარგა ხნის შემდეგ ექიმი შემთხვევით ხვდება იმ ახალგაზრდას.

– დიდი მადლობა, ექიმო, კარგი რჩევა მომეცით....

– უკვე აღარ დადიხარ ქმრიან ქალებთან?

– როგორ არა, მაგრამ, 45 წამში ჩაცმაც ვისწავლე, ფანჯრიდან ხტომაც და კედლებზე ცოცვაც...

скачать dle 11.3