კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამოჩენილი ადამიანების უკანასკნელი სიტყვები და ეპიტაფიები საფლავებზე

კონფუცი – დიდი ჩინელი ფილოსოფოსი. მოწაფეებმა დიდი მოძღვარი დაასაფლავეს იქ, სადაც რამდენიმე დღით ადრე, სიკვდილამდე თვითონ შეარჩია. ეპიტაფია საფლავზე: „ყველაზე წმინდა და შემოსილი შორსჭვრეტის სიბრძნით – კონფუცი. ადგილი მისი სულის სიმშვიდისა“.

ჯონ ლოკი – დიდი ინგლისელი ფილოსოფოსი. ჯონ ლოკმა მისი საფლავის ეპიტაფია თვითონვე დაწერა: „მგზავრო შეჩერდი, აქ განისვენებს ჯონ ლოკი... შენ თუ იკითხავ, ვინ იყო ის? იცოდე, ის კმაყოფილი იყო თავისი მოკრძალებული ხვედრით, ის იყო აღზრდილი, როგორც სწავლული, მან მთელი ცხოვრება და შრომები მიუძღვნა ჭეშმარიტების დადგენას. ყოველივე ამას შენ შეგიძლია გაეცნო თხზულებებში“.

ჩიმაბუე – დიდი იტალიელი მხატვარი: ეპიტაფია საფლავზე: „მხატვართა ბანაკს ეგონა, რომ ჩიმაბუე მუდამ მისი იქნებოდა, ის იქ იყო, როცა ცოცხალი იყო, ახლა იგი ვარსკვლავთა ქალაქშია“.

ამადეო მოდილიანი – სიცოცხლის ბოლო დღეებში იწვა სიცივეში, გაყინულ ოთახში, იატაკზე ეყარა კონსერვის ქილები, ცარიელი ბოთლები, მოლბერტზე შრებოდა მისი უკანასკნელი ნამუშევარი. იგი გარდაიცვალა უპატრონოთა და ბოგანოთა საავადმყოფოში „შარიტეში“. მისი საფლავის ეპიტაფია: „სიკვდილმა მას დიდების კარიბჭესთან უწია“. მისმა ცოლმა ჟანა ებიუტერნმა ვერ გადაიტანა მისი სიკვდილი და თავი მოიკლა (მეხუთე სართულიდან გადმოხტა). ეპიტაფია საფლავზე: „ამადეო მოდელიანის ერთგული თანამგზავრი, რომელმაც მასთან განშორების შემდეგ სიცოცხლე არ ინდომა“.

თომ გეინსი – დიდი ინგლისელი მხატვარი. ეპიტაფია საფლავზე: „ჩვენ ყველანი წავალთ ცაში და ჩვენთან ერთად ვან-დეიკიც“.

скачать dle 11.3