კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო გადააბიჯა საკუთარ თავს თამუნა შავერდაშვილმა და რატომ ეხსნება მას სიყვარულის დაწყებისას და დამთავრებისას მუსიკალური მუზები

„X ფაქტორის“ შესარჩევ ტურში თამუნა შავერდაშვილის გამოსვლამ, მისმა არაჩვეულებრივმა და ულამაზესმა ხმამ, არავინ დატოვა გულგრილი. 20 წლის ნიჭიერი მომღერალი ცხოვრებაში ძალიან ენერგიული, ხალისიანი და თბილი ადამიანია, უზარმაზარი დადებითი ენერგიით. 

 

თამუნა შავერდაშვილი: ვსწავლობ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობაზე, მესამე კურსზე. თუმცა, არა მგონია, მომავალში ამ პროფესიას გავყვე, რადგან, საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ, ჩემი სპეციალობა კი, ძირითადად, ამ სფეროს მოიცავს. 

– აბა, რატომ გადაწყვიტე ჩაბარება, მშობლების რჩევით?

– თეატრალურში მინდოდა ჩაბარება, სამსახიობოზე. როდესაც ეს განვუცხადე მშობლებს, მათი მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ მქონია, მაგრამ, მითხრეს: საქართველოა მაინც და, ჯობია, სხვა სპეციალობა აირჩიოო. დავუჯერე, მაგრამ სურვილი რომ არ მქონოდა და ეს მხოლოდ მშობლების აზრი ყოფილიყო, მაშინ თეატრალურში წავიდოდი. თუმცა, არ ვნანობ, არც არაფერზე მწყდება გული, რადგან, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არაფერია ადრე და არაფერია გვიან. ბავშვობაში ისეთი „პოზიორშა“ ვიყავი... მიყვარდა ჭრელი ფერები, ხატვა. ჩემს სულთან განსაკუთრებით ახლოს არის სიურეალისტური სამყარო.

– როგორია შენი სამყარო? 

– ძალიან დიდია, ყველაფერს იმაზე მეტად ვუღრმავდები, ვიდრე ეს საჭიროა. მიყვარს ხალხი, მათთან ურთიერთობა. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ყოველთვის მჯერა, რომ მართლა ყველაფერი კარგად იქნება. ჩემი ცხოვრებაც ზუსტად ასეა – რისიც მწამს, ისე ვითარდება ყველაფერი. ჩემს სამყაროში ძალიან ბევრი მუსიკა და ენერგიაა.

– თქვი, ყველაფერს უფრო მეტად ვუღრმავდები, ვიდრე საჭიროაო. ეს ზოგჯერ არ გიქმნის დისკომფორტს, არ გხვდება სირთულეები? 

– არის რაღაც საკითხები, რასაც შეიძლება, რთულად ვუყურებდე, უფრო მეტად განვიცდიდე, მტკიოდეს, ვიდრე ეს რეალურად ხდება. ძალიან დიდი ბრძოლა მიწევს საკუთარ თავთან, რომ ეს ყველაფერი გადავლახო. იმდენად კარგი ადამიანებით ვარ გარშემორტყმული, რომ სულ ვამბობ, ღმერთს ძალიან ვუყვარვარ-მეთქი. მარტივად კი ვუდგები პრობლემებს, მაგრამ, შინაგანად სულ სხვა რაღაცეები ხდება. კონკურსის შემთხვევაშიც ასე იყო. როდესაც „X ფაქტორზე“ გამოვედი, გარკვეული შიში მქონდა, უფრო სწორად, ამ შიშს პასუხისმგებლობას დავარქმევდი. როდესაც შენ უკან დგას ძალიან ბევრი შენთვის უსაყვარლესი ადამიანი, რომლებსაც შენი წარმატების უფრო მეტად სჯერათ, ვიდრე შენ; შენი სიხარული უფრო მეტად უხარიათ, ვიდრე თავად შენ, ამ დროს ძალიან დიდი წნევის ქვეშ ხარ, გინდა გამოხვიდე და ზუსტად ის თქვა, რასაც შენგან ელოდებიან. 

– თვითკრიტიკული ხარ? 

– საზიზღარი თვითკრიტიკოსი ვარ. როცა გვერდში გყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად გაჩვენებენ შენს რეალურ სახეს, მაშინ გიქრება  ყველა წინაღობა, რაც ცხოვრებაში გხვდება. იმისთვის, რომ აქამდე მოვედი, კონკურსზე გამოვსულიყავი, არ იცი, როგორ გადავაბიჯე საკუთარ თავს. არც ერთ კონცერტზე არ ვინერვიულებდი ასე; არანაირ სახალხო გამოსვლაზე არ მაქვს ოდნავი ღელვაც, მაგრამ, როგორც კი კონკურსი დაერქვა, მაშინვე ავღელდი,რადგან, გაფასებენ, შენზე წერენ რაღაცეებს, ხდები საზოგადოების განსჯის ობიექტი. საბედნიეროდ, ცუდი არაფერი ყოფილა. შეიძლება, სოციალურ ქსელებში ერთი-ორი ნეგატიური შეფასება  დაიწეროს, მაგრამ, იმდენი პოზიტივი წამოვიდა, რომ იმას აღარ ვაქცევ ყურადღებას. როდესაც ყველაფერს კარგს ამბობენ და მერე ერთმა რომ დაწეროს, არ არის კარგიო, შეიძლება, ამაზეც ძალიან ვინერვიულო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ამ დროს, შეიძლება, საკუთარი თავის წინაშე ვინერვიულო და არა იმის წინაშე, ვინც ამას წერს, რადგან, მისი პრობლემა ჩემი პრობლემა არ არის. 

– ამ გამოსვლის შემდეგ დარჩი საკუთარი თავით კმაყოფილი? 

– კმაყოფილი დავრჩი-მეთქი, რომ ვთქვა, ეს არ არის შესაფერისი სიტყვა. მე, უბრალოდ, გახარებული ვარ, რომ ეს გავაკეთე. სამაგიეროდ, ის ადამიანები არიან კმაყოფილები, ვინც მირჩია ამ პროექტში გამოსვლა.  მე ჯერ სხვაგან ვიხედები. 

– როდის დაიწყო შენი ურთიერთობა მუსიკასთან? 

– ჩემი მუსიკალური განვითარება ბავშვობიდან დაიწყო. ძალიან დიდი ხელშეწყობა მქონდა დედიკოსგან, რომელიც რუსია. მამამ გაიცნო მოსკოვში და წამოიყვანა, ფანტასტიკური წყვილია. დედა კარგად მოერგო ქართულ რეალობას, ყველაფერს; თავად გაიგო, სად უნდა მივეყვანე პედაგოგთან, სად შეიძლებოდა მიმეღო განათლება. ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი, პოეზია მიყვარდა, ვმღეროდი და დედა მატარებდა ყველგან. ფორტეპიანოზე დაკვრასაც ვსწავლობდი, ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, მაქვს ამის მონაცემები, თუმცა შუა გზაზე მივატოვე. დღეს ამას ძალიან ვნანობ. მაგრამ ჩემს რეალურად განსახორციელებელ სურვილთა სიაში არის ის, რომ გავაგრძელო ფორტეპიანოზე დაკვრა, პროფესიონალურად ვისწავლო. მელოდიურ ხაზს როდესაც ვწერ, ამისთვის მყოფნის ის განათლება, რაც გამაჩნია.

– შენი რეალური სურვილების სია გრძელია? 

– გრძელია, თუმცა, სიმართლე, რომ გითხრათ, ძალიან ცოტა რამ მინდოდა ბედნიერებისთვის. ახლა კი, ეს ცოტა რამ ძალიან დიდად მეჩვენება, რადგან, ცხოვრებაში ბევრი საფეხური მაქვს გასავლელი. აქამდე მოსასვლელადაც ძალიან ბევრი საფეხურის ავლა დამჭირდა. ჩემს ცხოვრებაში იყო კლუბები, ბარები, სადაც მე გამოვდიოდი, პუბლიკას ვეჩვეოდი. სკოლის პერიოდშიც მიმყავდა საღამოები და ამ ყველაფერს უსასყიდლოდ ვაკეთებდი, ფინანსებს არასდროს ვაქცევდი ყურადღებას. ჩემთვის პრიორიტეტი იყო არა ფული, არამედ, საკუთარი თავის, სტილის  პოვნა, რათა უფრო კარგად გავცნობოდი საკუთარ „მეს“. ოჯახიდან სასტიკი წინააღმდეგობა მქონდა – არ უნდოდათ, ბარში მემღერა და ამის გამო დიდი ჩხუბებიც მქონდა – იყო ასეთი დროც, თუმცა, ძალიან მეგობრული ოჯახი მაქვს. რამდენიჯერმე კი თქვეს – არ გააკეთო, იქ არ წახვალო, მაგრამ, კარგია, რომ მერე ეს გადათქვეს, რადგან, ხედავდნენ ჩემს განვითარებას, წინსვლას. 

– ალბათ, ისევ ძიების პროცესში ხარ, ბოლომდე არ გიპოვია საკუთარი თავი. 

– ადამიანი სულ ვითარდება და, ამიტომ, იმისკენ უნდა ილტვოდეს, რომ რაღაც კარგი განავითაროს საკუთარ თავში. ბარში სიმღერა უფრო იყო წინასიტყვაობა ჩემს კარიერაში, პატარა მასწავლებელი. იქ რომ ხარ და მღერი, ბედნიერებას გრძნობ. ამიტომ, ეს უკვე იყო ბედნიერება და ძალიან დიდი სიხარული. მე ბარში საკუთარი სიამოვნებითვის გამოვდივარ და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ ფული გადამიხადოს. ზოგადად ვოკალურად ვარ საკუთარ თავში დარწმუნებული, მაგრამ, ემოციურად – არა. ჯერჯერობით არ ვიცი, რაზე როგორი რეაქცია მექნება. ის ტკივილი, რა თქმა უნდა, ტკივილი მსუბუქ ფორმებში, რაც, შეიძლება, შოუ-ბიზნესმა მოგიტანოს, ჯერ არ მიგრძნია. თუმცა, აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვარ. რაც უფრო დიდია სცენა,  მით უფრო კარგია; რაც უფრო მეტი ადამიანი გისმენს, გინდა, კიდევ უფრო მეტმა მოგისმინოს – ეს არაჩვეულებრივი გრძნობაა და მე შინაგანად ვმშვიდდები. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს გარეგნულად გაგიჟებული, გახარებული ვარ, შინაგანად სიმშვიდეს განვიცდი – რაღაც სიხარულს, ალბათ, მოაქვს სულიერი სიმშვიდე და ახლა ამას ვგრძნობ. მაგრამ, როცა შინაგანად აფორიაქებული ვარ, მირჩევნია, ამ დროს არავის დაველაპარაკო. ვერ ვიტან, როდესაც ჩემს პრობლემებს სხვას ვახვევ თავს, თუმცა, ჩემი მეგობრები ყოველთვის მზად არიან, გვერდში დამიდგნენ და თავიდან ბოლომდე მომისმინონ. 

– გამარჯვების ამბიციაც გექნება.

– თუ გავიმარჯვებ, დედას მაგრად გაუხარდება, მამას, ბებოს, ძმას, ყველას. მეც გამიხარდება, რადგან, ეს ჩემი შრომის დაფასება იქნება, თორემ, ყველაფერი მაინც თამაშია, ფორმალურია, თუნდაც ის, რომ გაგდებენ ან რჩები. მეც ჩავები ამ თამაშში და, ჩემი მთავარი მიზანია, ხალხს ვაჩვენო ის თამუნა, როგორიც რეალურად ვარ, ოღონდ – სცენაზე; სცენის მიღმა არ მინდა, თუმცა, ცხოვრებაშიც ასეთი ვარ. 

– რა ხდება  შენს პირად ცხოვრებაში? 

– როცა სიყვარული მოდის, მაშინ მეხსნება მთელი მუზები და, როდესაც მიდის, მაშინ კიდევ უფრო მეტად მეხსნება. შუაში სტაბილურად არის, მე კი სტაბილური არაფერი მომწონს. სპონტანურობა მიყვარს ძალიან. რომანტიკა ჩემში დიდი დოზით არის, მაგრამ, რაც უფრო მეტად სპონტანური და უბრალოა ყველაფერი, მით უფრო მეტად მიყვარს. თუკი რამე ტექსტი დამიწერია, მელოდიური ხაზი შემიქმნია, ყველაფერი ემოციურ ფონზე ყოფილა. ასეთ დროს ყველაფერს ისე აღვწერ ხოლმე, როგორც რეალობაშია. მიყვარს ალეგორიები, შედარებები, ასოციაციები. ჩემი სიმღერაც ყოველთვის ასოციაციური თამაშებია. სერიოზულ ურთიერთობაზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ, თუმცა, ზოგადად, ურთიერთობაში ძალიან მიყვარს კომფორტი. ვერ ვიტან, როდესაც რაღაცას მიკრძალავენ ან თავს მახვევენ – შენ ამას არ იზამ. თუკი ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ყველაფერი შეგნებაზეა დამოკიდებული და არა იმაზე – მე შენ რაღაც უნდა აგიკრძალო, რომ არ მიღალატო, სხვასთან არ წახვიდე. თუ ადამიანი მიდის, ესე იგი, მას შენთან აღარ უნდა. ზოგადად, ურთიერთობაში ერთგული ვარ, მაგრამ, როცა ასეთ უაზრო რაღაცეებს ვხედავ, მაშინვე ვწყვეტ ურთიერთობას და იმის იქით არ მივდივარ. მე მიყვარს ურთიერთობაში მრავალფეროვნება, მეგობრობა, როდესაც ადამიანები ერთმანეთს უგებენ. 

 

скачать dle 11.3