კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გაიტაცა 15 მილიონი მანეთის ღირებულების ქურდული „ობშჩიაკის ენზე“

ისტორიული „სხოდკა“

1969 წლის 2 მაისს, მოსკოვში, ძველ არბატზე მდებარე ერთ-ერთ ქურდულ „მალინაში“ ოცი ძალიან ცნობილი საბჭოთა კანონიერი ქურდი შეიკრიბა საგანგებო „სხოდკაზე“, რომელიც ვახტანგ ანდრონიკოვის (ანდრონიკაშვილი), მეტსახელად „ქოჩორას“ მიერ იყო ორგანიზებული. 60 წლის ქოჩორა, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ქურდი იყო საბჭოთა კავშირში და მან კოლეგებს ცენტრალიზებული ქურდული მმართველობისა და ეგრეთ წოდებული, „დიდი, საიდუმლო ობშჩიაკის“ შექმნა შესთავაზა. მან განუმარტა ქურდებს, რომ ერთიანი მმართველობა მათი სამყაროს გასამყარებლად იყო საჭირო, რომ იქ შემთხვევითი ხალხი არ მოხვედრილიყო. „საიდუმლო ენზე“ კი, ყველაზე უკიდურესი შემთხვევისთვის უნდა გახსნილიყო და ქურდული სამყაროს აღორძინებას (თუკი მას კრიზისი დაუდგებოდა) მოხმარებოდა. ქოჩორამ მმართველობის ძალიან მარტივი სისტემა შესთვაზა კოლეგებს და თითოეულ საბჭოთა რესპუბლიკაში ერთი „მაყურებლის“ დანიშვნა ურჩია, რაც ერთხმად მიიღეს და თხუთმეტ საბჭოთა რესპუბლიკაში თხუთმეტი მაყურებელი დანიშნეს. „ენზეში“ (ხელშეუხებელი მარაგი) კი, თითოეული რესპუბლიკიდან „ქურდულ ობშჩიაკში“ გამოგზავნილი  წილიდან ათი პროცენტი უნდა შეეტანათ. იქ მხოლოდ ძვირფასეულობა უნდა შეენახათ, რადგან, ქოჩორას აზრით, ფული შეიძლება, შეცვლილიყო და მას ფასი აღარ ექნებოდა. შეიქმნა მმართველობის ხუთკაციანი საბჭო, რომელსაც ქოჩორა ხელმძღვანელობდა. „ენზეს“ კურატორად კი ცნობილი რუსი ქურდი პავლე ორლოვი, მეტსახელად „კორონა“ დანიშნეს. დაადგინეს, ეგრეთ წოდებული „ზაგაჟნიკის“ (შესანახი ადგილი) ადგილმდებარეობაც, რომელიც მოსკოვში, ძველ არბატზე, იმავე სახლის სარდაფში მოაწყვეს. შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ოცივე ქურდს ერთად უნდა მიეღო და ერთიც რომ ჰკლებოდათ, მას ძალა არ ექნებოდა.

საიდუმლო პატაკი

ისტორიული „სხოდკიდან“ ორი დღის შემდეგ, ანუ 1969 წლის 4 მაისს, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელი, პოლკოვნიკი ნოდარ გიორგაძე, ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში აგენტ „კურატორს“ შეხვდა, რომელმაც გიორგაძეს ქურდული „სხოდკის“ შესახებ დეტალური, საიდუმლო პატაკი ჩააბარა ზეპირად.

– ქოჩორას არ უყურებ? მომინდომა „კოზა ნოსტრა“ და ქურდული ბანკი, – გაეცინა გიორგაძეს.

 – რა მითითებები გექნებათ, ამხანაგო პოლკოვნიკო, რა გავაკეთო? – ჰკითხა აგენტმა „კურატორმა“ თავის უშუალო უფროსს.

– ჯერჯერობით,  ახალი არაფერი. იმოქმედე შემუშავებული გეგმის მიხედვით. ინფორმაციები მეორე არხით მომაწოდე, – მიუგო გიორგაძემ თავის აგენტს... – ქურდული ბანკი. ჰმ, ჭკვიანური მოფიქრებაა. წლების განმავლობაში იქ შეიძლება, იმდენი ქონება დაგროვდეს, რაც ნამდვილ ბანკებშია.

ნოდარ გიორგაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში აგენტურული ქსელის კურატორი იყო. აგენტი „კურატორი“ კი – მისი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი თანამშრომელი. ის ნოდარმა ჯერ კიდევ ათი წლის წინ ჩანერგა ქურდულ სამყაროში და მისგან უმნიშვნელოვანეს ინფორმაციებს იღებდა. „კურატორის“ ნამდვილი ვინაობა მხოლოდ ნოდარმა იცოდა. მართალია, „კურატორის“ დაშიფრული მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ინახებოდა, მაგრამ მათი გაშიფვრა გიორგაძის გარეშე ძალიან რთული იყო.

გამქრალი „ობშჩიაკი“

ქოჩორას მიერ შექმნილმა „ქურდულმა ენზემ“ ძალიან მალე დაიწყო შევსება და ძველ არბატზე მდებარე, ქურდული, კონსპირაციული ბინის საიდუმლო სარდაფის უზარმაზარი სეიფი მოპარული და სხვა კრიმინალური საქმიანობის შედეგად მოპოვებული ძვირფასეულობებით ივსებოდა. პავლე ორლოვი, იგივე „კორონა”, თავის უზარმაზარ, საიდუმლო-საბუღალტრო ჟურნალში საგულდაგულო ჩანაწერებს აკეთებდა თითოეული შენატანის შესახებ. ოცეულის „სხოდკები“ ყოველ სამ თვეში ერთხელ იმართებოდა და სხვა საკითხებთან ერთად, კორონა თავის კოლეგებს „ობშჩიაკის“ რაოდენობასა და ქონების ზუსტ ღირებულებას აცნობებდა ხოლმე. სულ რაღაც ორი წლის შემდეგ, ტრადიციულ „სხოდკაზე“ კორონამ ქურდებს აუწყა, რომ „ქურდული ენზეს“ ქონებამ თხუთმეტი მილიონი მანეთი შეადგინა, რაც იმ პერიოდისთვის ფანტასტიკური თანხა იყო. ქურდების პარალელურად, საქმის კურსში იყო გიორგაძეც, რომელსაც აგენტი „კურატორი“ სრულ ინფორმაციას აწვდიდა.

– ორ წელიწადში თხუთმეტი მილიონი, თანაც ეს ხომ მხოლოდ ათი პროცენტია. ჰმ, ქურდული იმპერია ყვავის. ჩვენ, მილიცია კი პირდაღებული ვუყურებთ, როგორ იძარცვება ქვეყანა და მისი მოქალაქეები, – თქვა გიორგაძემ, როდესაც „კურატორის“ მორიგი ინფორმაცია მოისმინა.

– ამხანაგო პოლკოვნიკო, დრო ხომ არაა,  ამ „ქურდულ ბანკს“ დავეცეთ და ექსპროპრიაცია მოვახდინოთ? – უთხრა „კურატორმა“ გიორგაძეს.

– არავითარ შემთხვევაში. მაშინ ქურდებზე კონტროლს დავკარგავთ. სეიფს კი, აბა, ვინ ახლებს ხელს... შეივსოს. „დაცემასა“ და ექსპროპრიაციას ყოველთვის მოვასწრებთ.

– ამხანაგო პოლკოვნიკო, რომ გავიშიფრო, მაშინაც ხომ დავკარგავთ კონტროლს ქურდებზე? – ჰკითხა „კურატორმა“ გიორგაძეს, რითაც პოლკოვნიკი ძალიან განაცვიფრა. მან თავის აგენტს მიუგო:

– რატომ მეკითხები, შენზე ეჭვი მოიტანეს?

– არა.

– აბა, რაშია საქმე?

– გარედან რომ გავიშიფრო.

– გამორიცხულია. შენ შესახებ მხოლოდ მე ვიცი და მეტი არავინ. შენზე მხოლოდ დაშიფრული მონაცემები დევს სამინისტროში. დამცავი შიფრი კი მე მაქვს. ამიტომ, სისულელეებზე ფიქრს თავი დაანებე.

ამ საუბრიდან სამი თვის შემდეგ, მილიციის პოლკოვნიკი ნოდარ გიორგაძე საავტომობილო ავარიაში დაიღუპა. მისი დაღუპვიდან ერთი თვის შემდეგ კი ძველი არბატის სარდაფში მდებარე ქურდული სეიფიდან ოცი მილიონი მანეთის ძვირფასეულობა გაქრა. კორონამ ცარიელი სეიფი რომ აღმოაჩინა, გული გაუსკდა. ქურდულმა სამყარომ კი „კრისის“ ძებნა დაიწო.

აგენტი „კურატორი“

საკავშირო ქურდული „ობშჩიაკის ენზე“ 1971 წლის 27 ივლისს გაქრა. ორი დღის შემდეგ კი, ანუ 29 ივლისს სასწრაფოდ „სხოდკა“ შეიკრიბა, რომელზეც ქოჩორამ „ენზეს“ დაკარგვის ამბავი შეატყობინა კოლეგებს.

– კორონა გამოირიცხა. მას გული გაუსკდა და „კრისა“ ჩვენში უნდა ვეძებოთ. მხოლოდ ჩვენ ოცმა ვიცოდით ამ ყველაფერის შესახებ და შევთანხმდით, რომ არავისთვის არაფერი გვეთქვა. ამიტომ ვამბობ, რომ „კრისა“ ჩვენ შორისაა და ადრე თუ გვიან, ის თავის თავს აუცილებლად გაამჟღავნებს.

სახელოვან ქურდს დანარჩენი თვრამეტიც დაეთანხმა და „სხოდკა“ დაიშალა. „ობშჩიაკის“ გამტაცებლის ძებნას კი მთელი ქურდული სამყარო აწარმოებდა, მაგრამ უშედეგოდ. ქოჩორა, მართალია, უმწიკვლო ქურდი იყო, მაგრამ „კრისის“ მოსაძებნად ის ქურდული კანონის დარღვევაზეც წავიდა და პოლკოვნიკ იური კანარეიკინს შეხვდა. ის საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ გიორგაძის ადგილზე დაინიშნა. ქოჩორა მას ჯერ კიდევ ოცი წლის წინ იცნობდა. მაშინ კანარეიკინმა ახალგაზრდა ქოჩორა ბრილიანტის სამკაულის ქურდობისთვის პირველად დააპატიმრა.

– გატყობ, მართლაც ძალიან სერიოზული საქმე გაქვს, თორემ ქურდულ კანონს არ დაარღვევდი და ძაღლს კონსპირაციულად არ შეხვდებოდი, – უთხრა იური კანარეიკინმა ქოჩორას, – აბა, თქვი, ქოჩორ, რატომ დამიბარე?

ქოჩორა დაწვრილებით მოუყვა პოლკოვნიკს ქურდული „ენზეს“ შესახებ და უთხრა:

– იური გავრილოვიჩ, ბევრი ვიფიქრე და იმ დასკვნამდე მივედი, ჩვენს ოცეულში თქვენი აგენტი იყო ჩანერგილი და „ენზეც“ სწორედ მან წაიღო. როგორც ეტყობა, თქვენს აგენტს მისი გადამბირებელი დაეხმარა და ჩვენი ქონება ორმა გაინაწილა. ასეთი დამპლები კი არც მილიციას არგებს და არც ჩვენ, ქურდებს. ამიტომ, გთავაზობ „კრისა“ გამიშიფრო და ჩვენი „ენზეს“ ნახევარი შენი იყოს. იქ, მინიმუმ, თხუთმეტი მილიონი მანეთის ქონებაა.

იური კანარეიკინმა დაუსტვინა და თქვა:

– მეფური წინადადებაა. დამაცადე, თავში რაღაც-რაღაცეები დავალაგო.

– მაინც რამდენი ხანი დაგჭირდება?

– ახლავე. აქვე, – მიუგო პოლკოვნიკმა ქურდს. ხელით ანიშნა, დამაცადეო და ოთახში სიარულს მოჰყვა. ათიოდე წუთის მერე კი ქოჩორას უთხრა:

– მოკლედ, ასეა. ის, ვინც აგენტურასთან მუშაობდა, ამ ერთი თვის წინ ავარიაში დაიღუპა. მის ადგილზე ახლა მე ვარ, მაგრამ მის აგენტებზე წარმოდგენა არ მაქვს. სამინისტროში ამ აგენტებზე არსებობს დაშიფრული ინფორმაცია, მაგრამ შიფრის გასაღები მხოლოდ ჩემმა წინამორბედმა იცოდა. მე ყოველმხრივ შევეცდები მის გაშიფვრას. ასე რომ, ჩემო კარგო, მთელი თქვენი „ენზე“ ერთმა კაცმა წაიღო. თქვენთვის ის ქურდია, სინამდვილეში კი – ჩვენი აგენტი. თუმცა, მან კარგად იცის, რომ ის გაუშიფრავია. ამიტომ, შენს არც ერთ კოლეგას არაფერი უთხრა და ჩემს სიგნალს დაელოდე.

პოლკოვნიკი იური გავრილის ძე კანარეიკინი აგენტის, მეტსახელად „კურატორის“ ვინაობის დადგენას შეუდგა. თუმცა, თავად აგენტმა იგრძნო საფრთხე და 1971 წლის 20 ნოემბერს ცნობილი კანონიერი ქურდი, წარმოშობით ერევნელი არამ გევორქიანი, მეტსახელად „კეხიანი“, მოულოდნელად მოსკოვიდან გაქრა. შემდეგ კი გაირკვა, რომ მან ჯერ თურქეთში მოახერხა გადასვლა, იქიდან კი ამერიკის კონტინენტზე.

„კეხიანი“, იგივე „კურატორი“, მართლაც მილიციის მიერ შეგზავნილი აგენტი აღმოჩნდა და ეს საიდუმლო დოკუმენტები 2007 წელს გამოქვეყნდა რუსულ პრესაში. სავარაუდოდ, არამ გევორქიანმა გაიტაცა 15 მილიონი ღირებულების ძვირფასეულობა და როგორც იმავე წყაროებმა აეღნიშნეს, ის არგენტინაში გარდაიცვალა 1999 წელს. მას იქ ვაჟი ჰყავს, რომელიც ხილის ბიზნესს აწარმოებს.

 

скачать dle 11.3