კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის აუცილებელი დამანგრეველი ენერგეტიკული სივრცის დროულად აღმოჩენა და განეიტრალება ბინაში

გეოპათოგენურ ზონებს დედამიწაზე ასტროლოგები უწოდებენ „სიკვდილის ზონებს“. ეს ზონები, სამწუხაროდ, ყველგან შეიძლება შეგვხვდეს. მათ შესახებ უკვე დიდი ხანია, არსებობს ინფორმაცია და, დადგინდა რომ ცხოვრება, მუშაობა და საქმიანობა ასეთ ზონებში ძალიან სახიფათოა. 

დიდი მნიშვნელობა აქვს დადებითი და უარყოფითი ენერგიების განლაგებას სივრცეში. ეს ენერგიები ადამიანის ჯანმრთელობაზეც მოქმედებს. პათოგენურ ზონას შეუძლია, გამოიწვიოს ძალიან მძიმე დაავადებები, მაგალითად, კიბო, ან, თუნდაც, ძვლების დაშლა, ფსიქიკური აშლილობა. პათოგენურ ზონებს უწოდებენ სივრცის იმ ნაწილს, სადაც ენერგია ნეგატიურია. პათოგენური ზონა არის უარყოფითი ენერგიის გავრცელება სივრცეში. სხვათა შორის, გეოპათოგენური ზონები სხვადასხვაგვარია. ეს არის დედამიწიდან ამოსული უარყოფითი ენერგიისგან შემდგარი ზონა, რომელიც წარმოიქმნება ცოცხალ არსებათა ცხოველმოქმედი უნარის შთანთქმით. პათოლოგიურ ზონებს უწოდებენ სივრცის იმ მონაკვეთს, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ნეგატიური, სახიფათო ენერგეტიკა აქვს. ბუნებრივია, ასეთი ზონების უარყოფითი ზემოქმედების ნეიტრალიზება საკმაოდ ძნელია, ზოგ შემთხვევაში კი – შეუძლებელიც. ბიოპათოგენურ ველებთან ბრძოლა უფრო ადვილია, ვიდრე გეოპათოგენურ ზონასთან. უარყოფითი ენერგიის ველები სივრცეში, იგივე ბიოპათოგენური ველები, წარმოიქმნება ადამიანების ნეგატიური ფსიქიკური განცდებისგან, ან იმის შედეგად, რომ ამ შენობაში დიდხანს იმყოფებოდა მძიმე სენით დაავადებული ადამიანი; მოხდა მკვლელობა ან თვითმკვლელობა; დიდხანს ცხოვრობდნენ ფსიქიკურად დაავადებულები, ნარკომანები, ალკოჰოლიკები. ასეთი ადგილები ხშირად გადაიქცევა ხოლმე ძლიერ ბიოპათოგენურ ზონად. გეოპათოგენური ზონის შემთხვევაში კი, უარყოფითი ენერგეტიკული ველის წყარო დედამიწის გამოსხივებაა კონკრეტულ ადგილზე. გეოპათოგენური ზონების წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს ნეგატიური ენერგიის მქონე მიწისქვეშა მდინარეები, გრუნტის რღვევა... კვლევებით დადასტურებულია, რომ გეოპათოგენური ზონის წყარო, თავისი უარყოფითი ენერგიით, რეალურ საფრთხეს უქმნის ამ ზონის სივრცეში მყოფი ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ასე გახშირებული ონკოლოგიური დაავადებები, თუ, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები სწორედ გეოპათოგენური გამოსხივების ზემოქმედების შედეგია. ეს ზონები განსაკუთრებით საშიშია მოზარდებისა და ბავშვებისთვის.

ასეთი საშიში ზონების ლიკვიდაცია შეიძლება სანთლის ხშირი ანთებით, ან სურნელოვანი პიტნის ზეთის დადგმით ამ მიდამოში. რაც შეეხება გეოპათოგენური ზონის არსებობასა და აღმოჩენას, მას უკეთ გრძნობენ ბავშვები. ისინი ინტუიციის დონეზე გრძნობენ ასეთი საშიში ზონების არსებობას და იმ ადგილას ჭირვეულობას იწყებენ. ასევე, ასეთ ზონაში უცნაურად „იქცევიან“ ყვავილებიც. თუ მისი ფოთლები, მიუხედავად მოვლისა, მაინც ჭკნება, ესე იგი, ეს საშიში ზონაა, ხოლო, თუ ქოთნის ყვავილი სხვა ადგილას გადადგმისას უკეთ იგრძნობს თავს, ესე იგი, ეს დადებითი ზონაა.

უარყოფითი ზონები ნამდვილად საშიშია. ის ისრუტავს თქვენს სასიცოცხლო ენერგიას, თუ მათი ზემოქმედების არეში მოხვდით. თუ ადამიანს დიდხანს უწევს ასეთ ადგილას ყოფნა, ის თავს შეუძლოდ გრძნობს და სამედიცინო კვლევის შემდეგაც კი, მიზეზი გაურკვეველი რჩება. აუცილებელია იმ დამანგრეველი ენერგეტიკული სივრცის დროულად აღმოჩენა და განეიტრალება. ჯობია, გაარკვიოთ სად გადის სიკვდილის ზონები თქვენს სახლებში და თავი დაიზღვიოთ.

ალბათ, ბევრმა იცის, რომ, ჩვენი წინაპარი ისე სახლს არ ააშენებდა, თუ არ გაარკვევდა  ტრიალებდა თუ არა იქ დადებითი ენერგია. ამას ახლა მეცნიერები ბიოლოკაციას უწოდებენ და მასზე ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს. ასევე, საგულისხმოა, რომ წინაპართა გამოცდილებამ და თანამედროვე მეცნიერებამ დიდი ყურადღება მიაქცია პათოგენური ველების ნეიტრალიზების საკითხს, რათა ადამიანებს ცხოვრება გაუადვილოს და მთელი რიგი საშიში დაავადებები თავიდან ააცილოს, რასაც ეს ზონები იწვევს. 

გეტყვით იმასაც, რომ საოცარია, მაგრამ, შინაური ცხოველები სახლში არსებულ გეოპათოგენურ ადგილებს ეტანებიან და სწორედ  იქ წვებიან. ძაღლი და კატა იმ ადგილას ამჯობინებენ ძილს და მოსვენებას, სადაც გეოპათოგენური კვანძია სახლში და ამ დროს უარყოფითი ენერგია მათზე გადადის. ამ მხრივ ისინი ამოუცნობი არსებები არიან. ჩიტები კი ასეთ ადგილებს ვერ იტანენ. არ არსებობს ბინა, სადაც არ არის გეოპათოგენური ზონა. ამიტომ, აუცილებელია, დროულად აღმოვაჩინოთ, მოვერიდოთ ასეთ ადგილებს და გავანეიტრალოთ.

скачать dle 11.3