კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1991 წლის 18 ივლისს, საღამოს საათებში. რომელი პროფესიებია ჩემთვის წარმატების მომტანი სამომავლოდ?

პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატების მომტანი პროფესიებია: პედიატრია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმე, კომერცია, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია.

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 10 მაისს. მინდა უცხოეთში წასვლა და ძალების მოსინჯვა. გთხოვთ, მიპასუხოთ, რომელ ქვეყანაში გამიმართლებს?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია ნამდვილად არ არის, თუმცა, არც ცუდია. ქვეყნებიდან კი მისაღებია: უკრაინა, პოლონეთი, ირლანდია, კვიპროსი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, მოლდავეთი, არგენტინა, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ბულგარეთი, ისრაელი, კუნძული შრი-ლანკა, ბრაზილია, პორტუგალია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, სამხრეთ კორეა, კუნძული მალტა.

კითხვა:: ჩემი გოგონა დაიბადა 2005 წლის 28 ივნისს, დილის 6 საათზე. რა არის მისი კარმულ-კოსმიური მისია და რომელი პროფესია აირჩიოს სამომავლოდ წარმატებების მისაღწევად?

პასუხი: მის კოსმიურ მისიაში შედის უცხოეთთან კონტაქტი. ამიტომ, აუცილებელია, ადრეული ასაკიდან დააწყებინოთ უცხო ენების შესწავლა. თუ იცხოვრებს სამშობლოში, აუცილებლად უნდა იმუშაოს უცხოურ ფირმაში და ჰქონდეს ურთიერთობა უცხოელებთან. თუ შანსი მიეცემა და დროებით უცხოეთში იცხოვრებს, იქ დაგროვილი ცოდნით, კაპიტალითა და გამოცდილებით, სამშობლოში დაბრუნებისას ადვილად შეძლებს წარმატების მიღწევას. ასევე, უნდა იყოს მებრძოლი, უშიშარი, შეუპოვარი, დაეყრდნოს საკუთარ ინტუიციასა და ცოდნის ბაზას, უნდა, იყოს კომუნიკაბელური და ერთგული. რაც შეეხება წარმატებების მომტან პროფესიებს, ასეთებია: პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, ტურისტული ბიზნესი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმე, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, სასტუმროების ბიზნესი და დასასვენებელი ინდუსტრია.

კითხვა: დავიბადე 1987 წლის 26 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე. რომელ სფეროში მელის წარმატებები?

პასუხი: თქვენთვის წარმატებების მომტანი პროფესიებია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმე, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმიანობა, დეკორატიული მებაღეობა, მშენებლობა, სოციოლოგია, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკა, ავიაციის ბიზნესი, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ვიდეო და მობილური სისტემები, საინჟინრო საქმე, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, ქორეოგრაფია.

კითხვა: დავიბადე 1975 წლის 30 მარტს. მინდა უცხოეთში წასვლა. ასტროლოგიურად რომელი ქვეყნებია ჩემთვის მეტად მისაღები?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კოსმიური მისიაა. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: ესპანეთი, პორტუგალია, ავსტრალია, სერბეთი, სლოვენია, ბრაზილია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, კუნძული მალტა.

скачать dle 11.3