სასარგებლო ალტერნატივა
სადილი, საუზმე, ვახშამი
1) „გრილზე“ შემწვარი ორი ნეკნი, პურის ნაჭრით (695) კილოკალორია = 200 გრამ ორაგულის სტეიკს (240 კილოკალორია) + 4 ცალი საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი კამით (150 კილოკალორია) + ჭიქა უშაქრო, რძიანი კაკაო (105 კილოკალორია) + ხილის ნამცხვარი 1 საშუალო ზომის ნაჭერი (200 კილოკალორია).
2) 1 ცალი ბიგმაკი (495 კილოკალორია) = 1 ცალ კატლეტს (214 კილოკალორია) + 1 ულუფა შემწვარი კარტოფილი (175 კილოკალორია) + 1 ფინჯანი ნაღებიანი ყავა (55 კილოკალორია) + 1 ცალი საშუალო ზომის ვაშლი (50 კილოკალორია).
3) სტანდარტული ზომის 1 ცალი პიცა ძეხვით (770 კილოკალორია) = 200 გრამ მოხარშულ კარტოფილის სალათას მწვანილით (210 კილოკალორია) + 100 გრამი რძიანი სოსისი (205 კილოკალორია) + 1 ცალი სუფლე (90 კილოკალორია) + 150 გრამი კენკრის სუპი 50 გრამი მანანის ბურღული ფაფით (215 კილოკალორია).
4) 1 ცალი ჩიზბურგერი (760 კილოკალორია) = ქამბალის 2 ცალ შემწვარ ფილეს (185 კილოკალორია) + 2 ცალი კანიანად გამომცხვარი საშუალო ზომის კარტოფილი (155 კილოკალორია) + 100 გრამი ხაჭო მწვანილით (162 კილოკალორია) + 40 გრამი თხილიანი შოკოლადი (239 კილოკალორია).
ტკბილეული
1) კრუასანი შოკოლადის კრემით (515 კილოკალორია) = ცეხვილი პურის 1 ნაჭერს მურაბით (230 კილოკალორია) + ფინჯანი რძიანი ყავა (45 კილოკალორია) + 1 ცალი მარილიანი კრენდელი (180 კილოკალორია) + 3 ცალი ნაღების „პეჩენია“ (60 კილოკალორია).
2) 1 ცალი ნაყინი „პლომბირი“ შოკოლადითა და თხილით (293 კილოკალორია) = 1 ცალ მოზრდილ ბლინს (190 კილოკალორია) + 2 ცალი შოკოლადის კანფეტი (45 კილოკალორია) + 1 ფინჯანი „კაპუჩინო“ + 3 ცალი გამომცხვარი ბეზეს ბურთულა (18 კილოკალორია).
3) 1 ნაჭერი „ტირამისუ“ (480 კილოკალორია) = 1 ცალ ვანილის ნაყინს (220 კილოკალორია) + 50 გრამი თხილიანი ვაფლი (130 კილოკალორია) + 1 ფინჯარი „ესპრესო“ + 1 ცალი მიუსლის „ბატონი“.
დღის რაციონის დაგეგმვისას აუცილებლად გაითვალისწინეთ თითოეული პროდუქტის პროცენტული შემადგენლობა: ყოველი ულუფა უნდა მოიცავდეს ბოსტნეულის 50 პროცენტს, ცილების შემცველი პროდუქტების (ხორცი, თევზი, ფრინველის ხორცი, რძის პროდუქტები, პარკოსნები) 25 პროცენტს და რთული ნახშირწყლების (ბურღულეული, ხილი) 35 პროცენტს. და, არ დაგავიწყდეთ, ყოველი ჭამის წინ, ნახევარი საათით ადრე, დალიოთ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის მქონე წყალი.