კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ჩვენ ეს შეგვიძლია

 

ქალს ყველაფერი შეუძლია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რამე კონკრეტულ საქმიანობას თავს ვერ გაართმევს მხოლოდ იმიტომ, რომ სუსტი სქესის წარმომადგენელია, ცდება. მათ გასაგონად ვამბობთ:

 წელიწადში 140 ქალი ხდება პროფესიონალი მფრინავი, აქედან – 20 სამხედრო. 1 ქალი მაინც იკავებს ფედერალური მინისტრის საპატიო თანამდებობას (საპასუხისმგებლოსაც, სხვათა შორის). 6 000 ქალზე მეტი იცვამს ოფიცრის ფორმას განსხვავებული სამხრეებით, მათ შორის, 27 ქალი გენერალი ხდება. მსოფლიოში 120 ათასი ქალი მსახურობს შეიარაღებულ ძალებში. სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების შემადგენლობაში 12 პროცენტი ქალია. 

ეს მხოლოდ არასრული სტატისტიკაა, მაგრამ, სერიოზული სტიმულის მიმცემი. ასე რომ, ნუ იტყვით, რომ არ შეგიძლიათ, მოიწყოთ საკუთარი ცხოვრება და დაიმკვიდროთ ღირსეული ადგილი ცხოვრებაში. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ მეტს იმსახურებთ!

 

გააოცე, მოგეწონება

 

მამაკაცებსაც უყვართ სიურპრიზები, მთავარია, სწორად მიხვდეთ, რა გაუხარდება – კაცებს ხომ ცოტა სხვანაირი წარმოდგენა აქვთ სიხარულზეც, სიურპრიზზეც და, ზოგადად, ურთიერთობაზე...

1. უყვარს ფეხბურთი? მაშინ, ჩუმად უყიდეთ ორი ბილეთი უახლოეს მატჩზე. უთხარით, რომ თქვენც მიდიხართ მასთან ერთად და მზად ხართ, მერე ლუდიც კი დალიოთ. ამ სიურპრიზს ქმარი აუცილებლად დააფასებს.

2. თუ მეუღლე თეატრის მოყვარულია, მას აუცილებლად გაახარებს ორი ბილეთი კარგ სპექტაკლზე. შეარჩიეთ წარმოდგენა, რომელიც ემოციური, ღრმა და თანამედროვე შინაარსის იქნება.

3. მოუმზადეთ საყვარელი კერძი ან ნუგბარი – კაცების უმრავლესობას უყვარს გემრიელად ჭამა. კერძი ლამაზად გააფორმეთ და აცადეთ, ისე მიირთვას, როგორც თვითონ მოუხერხდება – შენიშვნების გარეშე, სრული სიამოვნების მისაღებად.

4. უბრალოდ, მოეფერეთ – მიეხუტეთ და გაჩუმდით. მამაკაცები აფასებენ ცოლის მცდელობას, შეუქმნას მას მყუდრო, კომფორტული გარემო, ზედმეტად არ შეაწუხოს და შეკითხვებით გული არ გაუწყალოს – ეს კაცისთვის საუკეთესო სიურპრიზი იქნება!

 

იყავი ბედნიერი!

 

ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ სიტუაციაში უნდა შეგეძლოს, იყო ბედნიერი. რა თქმა უნდა,  თუ შენი და შენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს გიწყობს და... როცა უკვე იცი ბედნიერების ფასი, მაშინ აღარ გაგიჭირდება ცხოვრებას პოზიტიურად შეხედო. რამდენიმე რჩევა: 

* არასოდეს დაფიქრდეთ საკუთარ ასაკზე. რა მნიშვნელობა აქვს, ახალგაზრდა ხართ თუ დიდი ხანია, მოწიფულობას გადააბიჯეთ. დატკბით ცხოვრებით და თითოეული წუთით. შეიძლება, სწორედ ასაკმა მოგიტანოთ სრულყოფილება, კმაყოფილება და სიხარული.

* საცხოვრებლის პრობლემა გადაჭრილია? მაშინ, იფიქრეთ, როგორ გახადოთ ის ნელ-ნელა თქვენთვის კომფორტული. არ იწუწუნოთ, რომ ბევრი რამის გაკეთება გინდათ, მაგრამ, შესაძლებლობა არ გაქვთ, მთავარი მონდომებაა. მოინდომეთ და თავად დარწმუნდებით ამაში.

* გამოსცადეთ რაღაც ახალში საკუთარი თავი. ასეთ სიახლეს ყოველთვის მოაქვს პოზიტივი. მაგალითად, გაიჩინეთ ჰობი. თავიდან თუნდაც შემოსავალიც რომ არ მოგიტანოთ. არა უშავს, მომავალში ესეც მოგვარდება. არასდროს არაფერი არ არის გვიან. ნუ გადადებთ, იზრუნოთ საკუთარ გარეგნობაზე – დაიწყეთ დღესვე. მთავარი თქვენი შინაგანი განწყობაა, ის, თუ რას გრძნობთ და განიცდით. ემოციური ფონი ხშირად შეივსეთ ხალისიანი შეხვედრებით და ისეთი საქმიანობით, რაც ბედნიერებას მოგგვრით.

 

ვერ გამაცინე...

 

მამაკაცური იუმორი მძიმეა და უხეში... ხშირად ქალებს არ შეუძლიათ მისი გაგება და ღიმილის ნაცვლად გაღიზიანებას, აგრესიას იწვევს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქალებს იუმორის გრძნობა არ აქვთ. უბრალოდ, ორი განსხვავებული სქესი განსხვავებულად გონებამახვილია და, რაზე გაიცინონ, ინდივიდუალურად წყვეტენ...

საინტერესო ფაქტია ის, რომ ქალი უფრო გულწრფელად და მასშტაბურად იცინის. სიცილისას ქალი ხუთ ტონალობას მაინც იცვლის, მამაკაცს კი მხოლოდ ორ ტონალობაში შეუძლია სიცილი (ძალიან იშვიათად – სამში). სხვათა შორის, ძლიერი სქესის წარმომადგენელთა უმეტესობა ვერ გეტყვით, რა განსხვავებაა სიცილს, ხითხითს, კისკისსა და გადაბჟირებას შორის. ქალი სიცილსა და იუმორშიც ბევრად დახვეწილია, ვიდრე მამაკაცი; შეიძლება ითქვას, ფაქიზიც კი, ისევე, როგორც მოდასა და ხელოვნებაში. ამიტომ, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ქალი და მამაკაცი ერთნაირად ვერ აღიქვამენ იუმორს და, არცთუ იშვიათად, მამაკაცის მხრიდან ვერგაგებული ხუმრობა სერიოზული ჩხუბის მიზეზი გამხდარა...

გაცილებით უკეთესი ვარიანტია, კაცმაც შეიკავოს თავი ხუმრობისგან და ქალმაც, თუკი მათ ერთმანეთის იუმორზე არ ეცინებათ.

P. S. თუ გოგონა პაემანზე ნაძალადევად იცინოდა, გული რომ არ დაეწყვიტა თქვენთვის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცოლის როლშიც შეძლებს გაუძლოს ქმრის მძიმე და „შავ“ იუმორს... და თუ ერთხელ გეტყვით: „ვერ გამაცინე!“ – ნუ გამოცდით მის მოთმინებას!

 

პირადი – არა სოციალური!

 

მთავარია, ახალგაზრდა ასაკში არ დაბერდე და არ დაკარგო ცხოვრების ხალისი. ამბობენ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. თუმცა, შეიძლება დროს ცოტათი გაუსწრო წინ, მთავარია, არ ჩამორჩე. 

იყო პერიოდი, როცა ქალები საკუთარ ცხოვრებაში ივიწყებდნენ პირადულს და მხოლოდ სოციალურ როლს თამაშობდნენ: ოჯახი და კოლექტივი – საჯაროობა და სასარგებლო საქმიანობა... იქნებ, მათ ეს მოსწონდათ კიდეც, მაგრამ, ფაქტია, რომ პირადი ბედნიერების უფლება ყველას აქვს. უფრო მეტიც: არათუ უფლება გვაქვს, უნდა ვიბრძოლოთ კიდეც ამისთვის, თანაც ისე, რომ სინდისმა არ შეგვაწუხოს... ამით არავის არაფერს ჰპარავთ (თუ, რა თქმა უნდა, სხვის პირად სივრცეში არ აპირებთ შტურმით შეჭრას).

ის, რომ საკუთარი ქალობა ყოველთვის და ნებისმიერ სიტუაციაში გახსოვს, ძალიან კარგია, საამაყოც კი. თუმცა, გააჩნია მისი გამოხატვის ფორმებს. ქალურობას დიდხანს და მონდომებით სწავლობენ. საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მხოლოდ ხელს შეგიწყობთ ამაში. სულაც არ არის აუცილებელი, რეალიზებული ქალი დირექტორის სავარძელში იჯდეს, რეალიზება სამზარეულოშიც შეიძლება, თუკი ეს საქმე გიყვართ – გაცილებით თავდაჯერებულია, მიზანდასახული და ნაკლებად აგრესიული... ეს კი უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც პოზიტიურად აისახება როგორც პირადულზე, ისე სოციუმზე.

скачать dle 11.3