კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

2014 წლის ყველაზე უცნაური გზით გამდიდრებული მილიარდერების ტოპ-ხუთეული

ცნობილია, რომ მდიდარ ადამიანებს თავისებური უცნაურობები ახასიათებთ. მათ შორის განსაკუთრებით უცნაური გზით გამდიდრებულებს გამოყოფენ, რომლებსაც ტოპ-ხუთეულის სახით გთავაზობთ.

ჩჟან ინი

ჩჟან ინი ჩინეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალბატონია, რომელიც 2010 წელს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მდიდარ ქალად დასახელდა. იმ მომენტისთვის ინის კაპიტალი 4,6 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა და საინტერესოა, რომ ეს დიდძალი ქონება მან მუყაოს ყუთების გაყიდვით გამოიმუშავა. მისი სასტარტო კაპიტალი 3 800 დოლარს შეადგენდა და ამ თანხით მან უდიდეს პროგრესს მიაღწია. ყველაფერი, რაც კი ჩინეთის იმპორტის სახით გადის მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ჩჟან ინის ყუთებშია ჩადებული. 

რიჩარდ ბრენსონი

ბრიტანელ რიჩარდ ბრენსონს ხშირად ყველაზე ექსცენტრიკული მილიარდერის სახელით მოიხსენიებენ. თავისი ბიზნესიმპერიის მშენებლობა ბრენსონმა ფურგონიდან ვინილის ფირფიტების გაყიდვით დაიწყო. შემდგომში მისი ბიზნესი თანდათან გაფართოვდა და ამჟამად ბრენსონი მუსიკალურ აქტივებს, ავიაკომპანიებსა და კოსმოსის ათვისების ბიზნესსტრატეგიებსაც კი აკონტროლებს.

ერიკ ნაკაგავა

ერიკ ნაკაგავას მეტსახელია „ჰავაელი ჩიზბურგერი”. ის გახლავათ კომპიუტერის ჰავაელი გენიოსი, რომელმაც დაიპყრო ინტერნეტი. დიდძალი კაპიტალი ერიკმა ინტერნეტ-მემების, ანუ, მოტივატორების კეთებით მოახერხა. ერთხელ მას მეგობარმა გოგომ გაუგზავნა სასაცილო ფოტო კატის გამოსახულებით და ამას მოჰყვა სხვადასხვა სახის მოტივატორების შექმნის იდეა. ნაკაგავამ საკუთარი ვებ-გვერდი შექმნა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ 2 მილიონ დოლარად გაყიდა. 

კენ აჰრონი

კენ აჰრონმა შექმნა კომპანია, რომელიც ამერიკის 40 შტატში ინდაურის პლასტმასის ძვლებს ჰყიდის. მისი კომპანიის შემოსავალი წელიწადში 2,5 მილიონი დოლარია. ამერიკაში არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმად, მადლიერების დღეს ინდაურის მკერდის ძვალს შუაზე ტეხენ და სურვილს ჩაუთქვამენ, თუმცა, რადგან ინდაურს მხოლოდ ერთი ასეთი ძვალი აქვს, აჰრონმა ამერიკელებს პლასტმასის ანალოგი შესთავაზა. 

გერი დაული

კენ აჰრონისგან განსხვავებით, გამდიდრების უფრო მარტივ გზას დაადგა გერი დაული, რომელმაც ჩვეულებრივი ქვების გაყიდვა დაიწყო – უბრალოდ, ის მათ სხვადასხვა ფიგურებს ახატავდა. 1975 წელს დაწყებული ბიზნესით დაულმა 56-მილიონიანი კაპიტალი გამოიმუშავა.

скачать dle 11.3