კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი დაძლევა შეუძლია ქრისტიანს მხოლოდ ღმერთის დახმარებით და როგორია აღსარების ფორმა, რომელსაც დღეს ქრისტიანების დიდი ნაწილი მიმართავს

ხშირ შემთხვევაში, ქრისტიანების დიდი ნაწილი დადის ეკლესიაში, ლოცულობს, აღსარებას ამბობს, ეზიარება, მაგრამ მათი ცხოვრების წესი, მოყვასთან ურთიერთობა, ეკლესიური ცხოვრებისგან რადიკალურად განსხვავდება. ის სულ სხვა ადამიანია ეკლესიაში და სულ სხვა – საზოგადოებაში. როგორი უნდა იყოს მორწმუნე ადამიანის ცხოვრების წესი, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მას მოყვასთან, ამის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი). 

 

– მამაო, როგორი წესით უნდა ცხოვრობდეს ქრისტიანი, როგორ უნდა იქცეოდეს ის არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ, საზოგადოებაში, ადამიანებთან ურთიერთობაში? 

– ქრისტიანი უნდა ცხოვრობდეს ისე, რომ თავისი ცხოვრების წესით არასდროს შეურაცხყოს უფალი. ცხოვრების წესში კი იგულისხმება ნებისმიერი მდგომარეობა, მოვლენა, რითაც ადამიანი სულდგმულობს, ანუ, მისი ძალისხმევა და მონდომება მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ თავისი ცხოვრების წესით უფალი არასდროს შეურაცხყოს. ასეთი გამონათქვამი არსებობს: ადამიანი, რომელიც თავის მოქცევას, სულზე ფიქრს აყოვნებს, სახვალიოდ გადადებს – დღეს არ ვარ წარმატებული ქრისტიანობაში, ვერ ვლოცულობ, მოდი, ხვალ ან ერთი წლის მერე დავიწყებო, – ის, გარკვეულწილად, პილატეს ემსგავსება. ქრისტიანი უნდა ცხოვრობდეს ისე, რომ არ გამოეკიდოს ამქვეყნიურ დიდებას, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, მან საკუთარი თავი, ფიზიკური და სულიერი თვალსაზრისით, უარყოს, პატივი არ სცეს და სხვის თვალში დააკნინოს. 

– ანუ, უფალთან და საკუთარ თავთან ურთიერთობისას ადამიანმა ზომიერება უნდა დაიცვას, პატივი უნდა მიაგოს, უპირველეს ყოვლისა, უფალს და მერე საკუთარ თავს? 

– დიახ. თუმცა ეს, შეიძლება, ვინმესთვის ძალიან ადვილი, ან, პირიქით, ძალიან რთული იყოს, მაგრამ, ამ ყველაფრის დაძლევა მხოლოდ და მხოლოდ უფალთან ურთიერთობით არის შესაძლებელი. ქრისტიანობა არ ნიშნავს იმას, რომ, რადგან ჩვენ ვართ სასულიერო პირები ან ეკლესიის მრევლი, ამიტომ სრულყოფილები ვართ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ყოველთვის უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. შესაბამისად, ის, ვინც დღეს აპირებს მოქცევას, ეკლესიის წიაღში მოსვლას, ქრისტიანულ ცხოვრებას, უნდა ეცადოს, რომ უფლის სიტყვები არა მხოლოდ სიტყვით მიიღოს და საქმით ზედაპირულად აღასრულოს, არამედ, ამ ყველაფერში ჩარიოს საკუთარი გული, სიყვარული და მონდომება. სიყვარულის გარეშე არ არსებობს სარწმუნოება, ცხონება, უფალთან ურთიერთობა და, მით უმეტეს, არ არსებობს ადამიანებთან ურთიერთობა. ვინც აპირებს, ქრისტიანი გახდეს, ჯერ ზნეობრივი ადამიანი უნდა გახდეს, ზნეობრივი კანონები უნდა დაიცვას, რადგან, თუ მას არ ექნება ზნეობა – შინაგანი სიყვარულის, თავისუფლების, მოწესრიგებულობის, სიმშვიდის განცდა, ის ნამდვილი ქრისტიანი ვერ იქნება. 

– ქრისტიანთა დიდ ნაწილს თითქოს უყვარს ღმერთი, ეკლესიაში იცავს მის მცნებებს, მაგრამ, მოყვასისადმი სიყვარულს აშკარად არ განიცდის, ან, ამბობს, რომ უყვარს მოყვასი, თუმცა, მათი საქმე, მათი დამოკიდებულებები სხვა ადამიანების მიმართ საწინააღმდეგოზე მიუთითებს. 

– უფალი ადამიანს აძლევს პირველ მცნებას – გიყვარდეს უფალი და თავადვე ამახვილებს ყურადღებას მეორე მცნებაზე – მცნება მეორე მსგავსი ამისა, ანუ, მსგავსი პირველი მცნებისა,  რომელიც ავალდებულებს მას, რომ უყვარდეს უფალი და საკუთარი მოყვასი, რადგან, მხოლოდ უფლის სიყვარული არაფერს ნიშნავს. უფალს ისედაც ყველაფერი აქვს, საკუთარ თავში ისედაც ყველაფერს შეიცავს, მას არც სიხარული სჭირდება, არც დიდება, არც გალობა, ის ყველას და ყველაფერს საკუთარ თავში იტევს – ნეტარებასაც, სიხარულსაც, სითბოსაც. ის იმდენად მოწყალეა, რომ ამ ყველაფერს ჩვენთვის აწესებს – ჯერ გიყვარდე მე და შემდეგ – მოყვასი, რადგან, უფლის სიყვარულის გარეშე ვერ შეძლებ სხვა ადამიანის შეყვარებას. ჩვენთვის ორიენტირი სიყვარულში, სწორი სიყვარულის მომცემი – უფალია. ამიტომ, თუ უფალი გვიყვარს, სწორად ვუდგებით ამ საკითხს, მაშინ, ადამიანებიც გვიყვარს. ეს ორი მცნება არ გამორიცხავს ღვთისა და ადამიანის სიყვარულს, იმიტომ რომ, თუ გიყვარს უფალი, მაშინ, გიყვარს ადამიანებიც და, პირიქით – თუ გულწრფელად გიყვარს შენი მოყვასი, მაშინ ღმერთიც გიყვარს. თუ ან ერთი არ გიყვარს, ან მეორე, ესე იგი, არც ერთი არ გიყვარს. შეიძლება, ვიღაცამ თქვას: მე კი მიყვარს უფალი, მაგრამ, არ მიყვარს ის მოყვასი, რომელიც მჩაგრავს, მდევნის, შეურაცხყოფა მომაყენა; მე კი ვაპატიე, მაგრამ, ვერ შევიყვარებ. თუ გიყვარს, მაშინ აპატიებ, თუ არ აპატიებ, ეს იგი, არ გიყვარს და იმ ადამიანის მიმართ გულში დაგრჩა რაღაც ცუდი. პატიება ნიშნავს იმას, რომ აპატიე არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც და გულითაც. შეგიძლია, ადამიანს არა მხოლოდ გადაეხვიო და მოეფერო, არამედ, სიცოცხლეც დათმო მისთვის, თუ საჭირო გახდება. ეს არის სიყვარული, თავგანწირვა, რომელსაც მეორე მცნება მოითხოვს. უფალი გვასწავლის: თუ თქვენ აპატიებთ, უფალიც გაპატიებთ; თუ იქნებით მოწყალენი, ღმერთი თქვენც შეგიწყალებთ; თუ დათმობთ, უფალიც დაივიწყებს თქვენს მრავალ ცოდვას, სულიერ სიმახინჯეს. უფალმა კარგად იცის, როგორი მიმართულება უნდა მისცეს ჩვენს ცხოვრებას ისევ და ისევ ჩვენს გადასარჩენად. ჩვენ ეს შეიძლება მოგვეწონოს ან არ მოგვეწონოს, მაგრამ, უფალი მართალია, რადგან მას ჩვენი ცხონება და გადარჩენა შეუძლია. 

– ადამიანების სინანულიც, თუნდაც აღსარების საიდუმლოს დროს, შეიძლება ითქვას, რომ ზედაპირულია, ბოლომდე არ არის გააზრებული და, იქვე, აღსარების თქმისთანავე მთავრდება. 

– დღეს არსებობს აღსარების ორი ფორმა, რომლებსაც ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს: ერთი არის ფორმალური აღსარება, რომელსაც მორწმუნეთა უმრავლესობა მიმართავს, მეორე კი – ფსიქოლოგიური. პირველ შემთხვევაში ქრისტიანი მოდის, აბარებს აღსარებას და, რომ ჰკითხო, ამას რატომ აკეთებო, გიპასუხებს: „უნდა ვეზიარო“. ანუ‚ გამოდის, რომ აღსარების ჩაბარება ავტომატურად ზიარების მიღებას ნიშნავს. მეორე, ანუ, აღსარების ფსიქოლოგიური სახე, უფრო პროტესტანტულს ჰგავს: მორწმუნე მოდის და ცოდვები ფურცელზე აქვს ჩამოწერილი. ამ დროს ის აღსარებას აბარებს არა უფალს, არამედ, გამოცდილ სასულიერო პირს, რომელსაც მის კითხვებზე მზამზარეული პასუხები აქვს და უშველის, ამის მერე კი მისი ყოფითი თუ სულიერი პრობლემები აუცილებლად მოგვარდება; სინამდვილეში, ის ისევ იმ სულიერ მდგომარეობაში რჩება, რომელშიც იმყოფებოდა, თუ უარესში არა, რადგან, მან სულიერი განკურნება არ მიიღო, არ მივიდა იმ აღიარებამდე, რომ თავად არის ცოდვილი. ეს ცხოვრების ილუზირებული ფორმაა, რაც საერთოდ სცილდება აღსარების საიდუმლოს. თუმცა‚ მეორე მხრივ‚ ეკლესია სწორედ იმისთვის არის მოწოდებული, რომ ადამიანი დაამშვიდოს, იმედი ჩაუნერგოს. დღეს ძალიან ბევრი მოდის ეკლესიაში ასეთი აზროვნებით: ეკლესია აგვარებს ყველა პრობლემას. ეს არასწორი მიდგომაა, ეკლესია არ აგვარებს პრობლემებს, მით უმეტეს – ყოფითს. ეკლესია ასწავლის‚ როგორ უნდა ვებრძოლოთ ამქვეყნიურ პრობლემებს, როგორ უნდა გადავლახოთ ისინი. თანამედროვეთა აზრით‚ ეკლესია არის იარაღი, რელიგიური ინსტიტუტი, რომელიც ადამიანების პრობლემებს აგვარებს, რაც შორს დგას მართლმადიდებლობისგან. ეკლესია არ არის ვალდებული‚ ყოფითი პრობლემები მოაგვაროს, უბრალოდ‚ ასწავლის მათთან მიდგომას. გარდა ამისა, ქრისტიანების დიდი ნაწილი აღსარებას ხშირად სხვებზე გადაბრალებით იწყებს: ჩავარდა ცოდვაში, იმრუშა, მაგრამ, იმიტომ, რომ ეს სხვამ დააძალა, სხვისი ბრალი იყო, იძულებული გახადა. ანუ, ასეთ დროს, იმ მძიმე მდგომარეობას, რომელშიც ის იმყოფება, კი არ განიცდის, პირიქით‚ მეორე ცოდვას უმატებს – სხვას განიკითხავს და ამით თავის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. მორწმუნე უფალთან მოდის აღსარების ჩასაბარებლად, მაგრამ, გარეგნულად მას მოძღვარი ესწრება, რომელიც შუამავალია მასა და ღმერთს შორის. ამიტომაც, ამ დროს მოძღვრის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ამასაც გათავისება, სწორად გაგება სჭირდება. როდესაც ქრისტიანი მოდის და მოძღვარს აბარებს მშრალ, იურიდიულ აღსარებას, მთელი ცენტრი სიმძიმისა გადადის მოძღვარზე. ანუ‚ ეს ნიშნავს იმას, რომ‚ როდესაც ადამიანი აბარებს მშრალ აღსარებას და არ განიცდის სინანულს, ის ბოლომდე ეყრდნობა მოძღვრის ძალაუფლებას, ანუ‚ იმ ცოდვების მიტევება-არმიტევების უფლებას, რომელიც სასულიერო პირს უფლისგან აქვს მინიჭებული. ამ დროს ქრისტიანი საკუთარ სულიერ ცხოვრებაში არანაირ როლს არ თამაშობს და, თუ მას მღვდელი ცოდვებს შეუნდობს, ის ფიქრობს, რომ ყველა ცოდვა შეენდო, რადგან, მართალია, არ განიცდის სინანულს, მაგრამ‚ სამაგიეროდ‚ ეს წესი გარეგნულად აღსრულდა და მთელი პასუხისმგებლობა სასულიერო პირმა აიღო. თუმცა  მოძღვარი ყოველთვის უნდა გამოდიოდეს მამათა სწავლებიდან, მაგრამ, არ უნდა გამოვიდეს მსჯავრმდებლის, პროკურორის როლში. ის სულიერი მამის როლში უნდა იყოს, რადგან‚ როდესაც ის ხალხს თანაუგრძნობს და ავლენს მათ მიმართ ღვთაებრივ მოწყალებას, ემსგავსება ქრისტეს.

 

скачать dle 11.3