კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა ნიკოლოზის წმიდა ნაწილების ბარში გადაბრძანებისას მომხდარი სასწაულები

წმიდა ნიკოლოზი ღრმა სიბერეში, 342 წლის 6 დეკემბერს გარდაიცვალა. ის დაკრძალეს იქ, სადაც მოღვაწეობდა – ქალაქ მირონ-ლუკიის (დღევანდელი ანტალია) საკათედრო ტაძარში. მისი უხრწნელი ნაწილები მეოთხე საუკუნიდან მეთერთმეტე საუკუნის ბოლომდე იქ იყო დაცული. მეთერთმეტე საკუნეში, დიდი შემოსევების დროს, მაჰმადიანები ანადგურებდნენ და წვავდნენ ყველაფერს, ოსმალები ბიზანტიის მცირე აზიის სამფლობელოებს სასტიკად არბევდნენ, შეურაცხყოფდნენ წმიდა ტაძრებს, სიწმიდეებს... მათ განზრახული ჰქონდათ წმიდა ნიკოლოზის წმიდა ნაწილების განადგურება. რამდენჯერმე გაიძარცვა მირონ-ლუკიის საკათედრო ტაძარიც, მაგრამ მომხდურმა ვერ მიაგნო წმიდა ნიკოლოზის საფლავს. ის განსაკუთრებულ ადგილას იყო დაკრძალული.

გადმოცემით, 792 წელს ხალიფა ხარუნარ-რაშიდმა ფლოტის უფროსს, ხუმეიდს, კუნძულ როდოსის დარბევა უბრძანა. ხუმეიდმა მირონ–ლუკიას მიაშურა, რათა წმიდა ნიკოლოზის საფლავი გაეძარცვა. თუმცა, ხუმეიდს შეეშალა და წმიდა ნიკოლოზის საფლავთან მდებარე სხვა საფლავი გახსნა. როგორც კი უსჯულოები ავიდნენ გემზე, საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, ზღვა გამძვინვარდა და ხუმეიდის ყველა ხომალდი ზღვის ტალღებში დაინთქა.

წმიდა ნიკოლოზის წმიდა ნაწილებს დღესაც მირონი სდის. სასულიერო პირები მას საფლავიდან წელიწადში ერთხელ იღებენ – წმიდა ნაწილების ბარში (იტალია) გადმოსვენების დღესასწაულზე – 9,22 მაისს. მირონი საფლავიდან სპეციალური მოწყობილობით ამოაქვთ და ნაკურთხი წყლით აზავებენ.

ბარი – ბიზანტიური იტალიის დედაქალაქი უფრო დაცული იყო მაჰმადიანთა შემოსევებისაგან. მირონ-ლუკია ერთგვარი საზღვარი იყო მაჰმადიანურ და ქრისტიანულ სამყაროს შორის. ამავე დროს, ამ პერიოდში ქალაქ ბარში ერთ-ერთ ხუცესს საღვთო ხილვაში ეუწყა, წასულიყო მირონ-ლუკიაში, წმიდა ნიკოლოზის უხრწნელი ნაწილების ქალაქ ბარში გადასაბრძანებლად.

წმიდა ნიკოლოზის უხრწნელი ნაწილების ბარში წასაბრძანებლად რამდენიმე გემით ჩავიდნენ მორწმუნე ქრისტიანები მირონ-ლუკიაში. 

თავდაპირველად მათ ვერ მიაგნეს წმიდა ნიკოლოზის საფლავს. ვერც მუქარამ, ვერც თხოვნამ თუ მოსყიდვამ გაჭრა – საფლავის მცველებს არ სურდათ სიწმიდის დათმობა, მაგრამ ბოლოს ერთ-ერთმა მცველმა გაამხილა მისი ადგილსამყოფელი, რადგან ასეთი იყო ნება ღვთისა.

წმიდანის ლუსკუმის გახსნისას მორწმუნეებმა იხილეს, რომ ის სავსე იყო მირონით. ირგვლივ საოცარი სურნელი დატრიალდა. სანაპიროზე გემში მყოფმა ადამიანებმაც კი იგრძნეს ამ მირონის კეთილსურნელება; ის მთელ ქალაქს მოეფინა.

როდესაც ბარელებმა შეფუთული წმიდა ნაწილები გემზე გადააბრძანეს, ზღვის სანაპიროს დიდძალი ხალხი მიაწყდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

ზღვაზე მგზავრობისას კიდევ ერთი სასწაული მოხდა – ქარიშხალი ამოვარდა და გემები სამხრეთისაკენ მოისროლა. მათ გულმხურვალედ იწყეს ლოცვა, ევედრებოდნენ უფალს, მიენიშნებინა, რა შესცოდეს მის წინაშე. ბოლოს ერთ-ერთმა მათგანმა იკითხა, ვინმეს ხომ არ ჰქონდა აღებული (მოპარული) წმიდა ნაწილი. როდესაც ყველას სახარებაზე დაადებინეს ხელი და დააფიცეს, სიმართლე ეთქვათ,  გაირკვა, რომ წმიდა ნაწილი ხუთ ადამიანს ჰქონდა აღებული. როგორც კი, ეს ნაწილები ლუსკუმაში დააბრუნეს, ღელვა და ქარიშხალი შეწყდა, გემები მშვიდობით ჩავიდნენ ბარში, რომლის მცხოვრებნი ზარ-ზეიმით დახვდნენ ამ უდიდეს სიწმიდეს. მასთან შეხებით ბევრი ბრმა და ხეიბარი განიკურნა.

ყველაფერი ეს 1087 წლის 8 მაისს მოხდა. წმიდა ნიკოლოზის წმიდა ნაწილები ბარელებმა საზეიმოდ გადააბრძანეს წმიდა სტეფანეს ტაძარში, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტეს, რომ საგანგებოდ აეგოთ ახალი ტაძარი.

1089 წელს ახალი ტაძარი მზად იყო. წმიდა ნაწილები ახალი ბაზილიკის კრიპტაში (ტაძრის მიწისქვეშა სამლოცველო) დააბრძანეს, სადაც ისინი დღემდე აღასრულებენ მომლოცველთა კურნებას და სასწაულებს.

скачать dle 11.3