კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

შრომა და ლოცვა

ერთხელ ანტონი დიდი მოწყენილობამ და ბოროტმა გულისთქმამ შეაწუხა. ძალიან შეეშინდა თავისი მდგომარეობის და ღმერთს შეევედრა: „უფალო, მინდა ვცხონდე, მაგრამ, არ ვიცი, რამ გამიტაცა. მიჩვენე საშუალება, რომ წინ აღვუდგე ამ ბოროტ გულისთქმას. მასწავლე, რა მაცხოვნებს“. ცოტა ხნის შემდეგ წმიდა ანტონი სენაკიდან გამოვიდა და დაინახა უცნობი კაცი, რომელიც იჯდა და გოდორს წნავდა; შემდეგ ადგა, ილოცა და კვლავ თავის საქმეს შეუდგა. მერე ისევ ადგა, ლოცვა დაიწყო და საქმეს მიუბრუნდა. ეს უცნობი იყო ღვთის ანგელოზი, რომელიც უფალმა ანტონის განსწავლისთვის გამოგზავნა. ანგელოზმა ანტონი დიდს უთხრა: „აი, ასე მოიქეცი და ცხონდები“. ამ სიტყვვების გამგონი ღირსი ანტონი დიდი სიხარულითა და იმედით ავისო და მას შემდეგ სწორედ ისე იქცეოდა, როგორც ანგელოზმა ასწავლა; მოგვიანებით კი უკვე ყველას ამას ურჩევდა და ასწავლიდა: „რასაც არ უნდა აკეთებდეთ და სადაც არ უნდა იყოთ, მუდამ გახსოვდეთ შრომა და ლოცვა. ილოცეთ მუდამ თქვენი სულის საცხოვნებლად და იშრომეთ თქვენდა და სხვათა სასარგებლოდ. შრომა და ლოცვა ერთად ერთმანეთს აძლიერებს; ლოცვა გვაძლევს ძალას შრომისათვის, ხოლო შრომა გაფანტავს მავნე და ბოროტ გულისთქმას, გონებას სალოცავად განაწყობს და ყურადღებასა და გულმოდგინებას სძენს. შრომა და ლოცვა ერთად ერთმანეთს ეხმარება და ადამიანიც ნაკლებად იღლება, რადგან, ლოცვით გაძლიერებულს, მეტის გაკეთება შეუძლია და, ნეტარია ის კაცი, რომელიც შრომასა და ლოცვას წესად გაიხდის და რომლის გულშიც ეს წესი არასოდეს დაირღვევა“.

 

„... ვინც საწამლავი მოგცა, იმას უთხარი, რომ ის ეპისკოპოსი ვერ გახდება“

აპულიის მხარეში ცნობილი ღვთისმოშიში ადამიანები გვიყვებიან კანუზიის ეპისკოპოსის, საბინიუსის შესახებ, რომელმაც მოხუცებულობაში მხედველობა დაკარგა – ვეღარაფერს ხედავდა. გოთების მეფე ტოტილამ შეიტყო, საბინიუსს წინასწარმეტყველების უნარი აქვსო და, გადაწყვიტა, ამ ამბის ჭეშმარიტება შეემოწმებინა. ერთხელაც, იმ მხარეში მოხვდა, სადაც საბინიუსი ეპისკოპოსად იყო. საბინიუსმა მეფე სუფრასთან მიიწვია. მეფემ არ ისურვა ინახით წოლა და ღირსი საბინიუსის მარჯვნივ დაჯდა. როდესაც მსახური მიუახლოვდა ეპისკოპოსს ღვინით სავსე ფიალით, მეფემ ჩუმად გამოართვა ჭურჭელი, რომ დარწმუნებულიყო, შეძლებოდა თუ არა ღვთის კაცი ამის გაგებას თავისი არაჩვეულებრივი უნარის დახმარებით. „დაილოცოს ეს ხელი!“ – თქვა საბინიუსმა, რომელიც ვერ ხედავდა, ვის ეჭირა სასმისი. წმიდანის სიტყვებმა შეარცხვინა მეფე მისი ურწმუნობის გამო, თუმცა, გაახარა კიდეც, რადგან, დარწმუნდა გაგონილის ჭეშმარიტებაში. ღირსმა საბინიუსმა ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა. საეპისკოპოსო ტახტზე საბინიუსის ადგილის დაკავების სურვილით დაბრმავებულმა არქიდიაკონმა მისი მოწამვლა გადაწყვიტა. მან მოისყიდა მწდე და დაითანხმა, ეპისკოპოსისთვის მოწამლული ღვინო მიეტანა სუფრაზე. როდესაც სადილის დრომ მოაწია, მოსყიდულმა მსახურმა მას არქიდიაკონის მიერ გამზადებული ღვინო მიაწოდა. „შენ თვითონ დალიე, რაც მე მომიმზადე“, – უთხრა ეპისკოპოსმა. მსახური შეშფოთდა, რადგან ამხილეს, მაგრამ, არჩია, დაელია საწამლავი, ვიდრე წინასწარ განზრახვით მკვლელობა ეღიარებინა. როდესაც სასმისი პირთან მიიტანა, ღვთის კაცმა მონა შეაჩერა: „ნუ სვამ, მომეცი, მე დავლევ; ხოლო, ვინც საწამლავი მოგცა, იმას უთხარი, რომ ის ეპისკოპოსი ვერ გახდება“. საბინიუსმა სასმისს ჯვარი გარდასახა და მშვიდად დალია. სწორედ ამ დროს მოკვდა არქიდიაკონი, რომელიც სულ სხვაგან იმყოფებოდა. თითქოს ეპისკოპოსის მიერ დალეული შხამი დამნაშავეში გადავიდა. მაგრამ, ხილულ საწამლავს არ მოუკლავს არქიდიაკონი, არამედ, საკუთარი ბოროტების შხამმა მოკლა ის მარადიული მსაჯულის თვალწინ.

 

скачать dle 11.3