მომხმარებელი ფინანსური სახსრების დაბანდებას დეველოპერული კომპანიის – „m2-ის“ ობლიგაციებში შეძლებს
„m2-ის“ ობლიგაციის შეძენა ნიშნავს, ამუშაოთ თქვენი ფული უკეთესად
დეველოპერული კომპანია „m2“ მაღალ ხარისხზე და მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული კომპანიაა. „m2“ არის ნოვატორი როგორც ფართების ოპტიმალური დაგეგმვის, ასევე სამშენებლო პროცესის წარმოების თვალსაზრისით. კომპანია ყოველთვის საინტერესო პროექტებსა და სიახლეს სთავაზობს თავის მომხმარებელს. ამჯერად, დაინტერესებული პირები ფინანსური სახსრების დაბანდებას დეველოპერულ კომპანია „m2-ის“ ობლიგაციებში შეძლებს.
ირაკლი ბურდილაძე („m2-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე): თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ „m2-ის“ ობლიგაცია არის ფასიანი ქაღალდი, რომელსაც დეველოპერული კომპანია „m2“ გთავაზობთ. ობლიგაცია კონკრეტული ვადით გაიცემა და შესაძლებლობას აძლევს მის მფლობელს, ვადის ბოლოს ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებელი მიიღოს. „m2-ის“ ობლიგაციები ამერიკულ დოლარშია დენომინირებული და ერთი წლის ვადა აქვს. ერთი ობლიგაციის ნომინალური ღირებულება 1 000 ამერიკული დოლარია და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს – 9.5 პროცენტს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს. ობლიგაციის დამატებითი უპირატესობა მისი გასხვისების შესაძლებლობაა. „m2-ის“ ობლიგაციების მთლიანი გამოშვება 5 მილიონი ამერიკული დოლარია. ობლიგაციების განთავსების აგენტი „საქართველოს ბანკის“ შვილობილი საბროკერო კომპანია – „ბიჯი კაპიტალია“. ობლიგაციის გამოშვებით დეველოპერული კომპანია „m2“ ახდენს მისი დაფინანსების წყაროს დივერსიფიკაციას და, ამასთანავე, საქართველოში ამკვიდრებს თანამედროვე ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკას.
აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ კომპანია „m2” ამ ეტაპზე მუშაობს კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტზე, რომელიც სულ მალე გახდება ცნობილი. ეს გახლავთ თბილისში არსებული გარემონტებული ოროთახიანი ბინები, აღჭურვილი სამზარეულოთი და ჩაშენებული სამზარეულო ტექნიკით, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად – სულ რაღაც 29 ათას დოლარად.