კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში „იკაჩავებს“ დუტა სხირტლაძე

ინტერვიუ დუტა სხირტლაძესთან შოუს „ერთი ერთში“ დაწყებამდე ჩავწერე, ამიტომ, შთაბეჭდილებებზე მხოლოდ მომავალ კვირას შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ, მსახიობის მრავალწლიან შემოქმედებაზე დაკვირვების შედეგად, მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ის შოუს მთავარი ძალა იქნება. კონკურსების სტაჟიანი წამყვანისთვის რა გახდა კონკურსში მონაწილეობის მთავარი მოტივაცია, ალბათ, რთული მისახვედრი არ არის, მაგრამ დეტალებზე დუტა „თბილისელებს“ სიამოვნებით ესაუბრა.


 დუტა სხირტლაძე: პირველ სეზონზე ეკა ანდრონიკაშვილის მხარდასაჭერად გახდა შოუში ჩემი მონაწილეობის მოტივაცია. სოციალური ქსელი იყო, ალბათ, გადამწყვეტი, რადგან, ჩვენმა ფოტომ დაახლოებით ერთ საათში რვაასზე მეტი ლაიქი აიღო და, მივხვდი, რომ აქედან რაღაც გამოვა. სცენაზე გასვლამდე, გრიმსა და გარდასახვაზე მუშაობის დროს მივიღე, ალბათ, უფრო მეტად გადაწყვეტილება – ვა, რა მაგარია, ამ პროექტში ხომ არ მივიღო მონაწილეობა-მეთქი?! გრიმთან შეხების ასეთი ფუფუნება მსახიობებს, სამწუხაროდ, არ გვაქვს. არ აქვს არტისტისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა, ვარსკვლავს ქმნი თუ არა, მისთვის მთავარი გარდასახვაა. თან, ამას ემატება ერთი სირთულე – ვოკალი, რომელიც შოუში პრიორიტეტულია. ერთადერთხელ მქონდა საშუალება, რომ კონკრეტული პიროვნება გამესახეირებინა – როდესაც სტალინის როლზე ვიმუშავე. არსებობს დოკუმენტური მასალა და მასზე დაყრდნობით ვმუშაობდით. დანარჩენ პერსონაჟებს რეჟისორთან, მხატვართან და სხვებთან ერთად იგონებ. ასე რომ, ეს პროექტი ჩემს პროფესიასთან პირდაპირ კავშირშია, ოღონდ, ვოკალური მონაცემებით არ გამოვირჩევი...

– თუმცა არც გიჭირს.

– მიჭირს ნამდვილად. სუფრასთან დავჯდები, რაღაცას ვიღნავლებ და შეცდომებს მაპატიებენ, მაგრამ, ასეთ დონეზე სიმღერისთვის მზად ნამდვილად არ ვიყავი. თავის დროზე ჯგუფი კი მყავდა, მაგრამ, როკ-ენ-როლს, რითმენ-ბლუზს ვუკრავდით და არც იქ ვყოფილვარ დომინანტი ვოკალისტი. თუმცა, იმდენად მიმზიდველი მოვლენაა გარდასახვა ამ პროექტში, რომ, მიუხედავად ამ სირთულისა, მონაწილეობას ვიღებ. კარგია სიურპრიზის მომენტი – არ იცი, ვისი გაკეთება მოგიწევს. ერთი კვირა გაქვს იმისთვის, რომ ფსიქოტიპი შეისწავლო, ამოხსნა მისი მანერები, ქცევები, შეისწავლო მისი სხეულის ენა, თვალები; განსაზღვრო, რას ფიქრობს იმ დროს. პიროვნების ფსიქოანალიზი უნდა ჩაატარო, რენტგენში უნდა გაატარო, ფეხის, მენჯის, ხელის მოძრაობებს დააკვირდე, გაიგო, რატომ დგამს ფეხს ასე, რა რეფლექსი აიძულებს ტვინში, რომ ეს მოქმედება გააკეთოს; უცებ, იგებ, როგორი ბავშვობა ჰქონდა... ხატავ ფსიქოპორტრეტს და ამის მიხედვით მუშაობ. ჩვენს პროფესიაში ამის სწავლას პირველ კურსზე ვიწყებთ ცხოველებზე დაკვირვებით. მერე გავადვივართ ტიპაჟებზე – ვაკვირდებით მეზობლებს, მეგობრებს, ნაცნობებსა და უცნობებს. ჩემი თავისგან ვარსკვლავი არასდროს შემიქმნია; ვნახოთ, რა გამოვა.

– ეს, ალბათ, ძალიან დიდი ფორა იქნება შენთვის, სხვა კონკურსანტებთან შედარებით.

– ფსიქოტიპის შექმნაზე ნამდვილად არ ვნერვიულობ, საინტერესო სამუშაო იქნება, მაგრამ, მურტალია ვოკალი, რაშიც ძლიერი ნამდვილად არ ვარ. შეფასებები იქნება ოთხი მიმართულებით: არტისტიზმი, პლასტიკა, ვოკალი და შოუ. სამი მიმართულებით თავს მშვიდად ვგრძნობ, ვოკალი არის ჩემი სუსტი მხარე. მაგრამ, თუ ამ სამი მიმართულებით მაღალ შეფასებებს დავიმსახურებ, ვოკალშიც რაღაცას შევძლებ, მოვახერხებ იმას, რომ პროექტის წარმატებული მონაწილე ვიყო. 

– ამას, ალბათ, ყველა გეკითხება, მაგრამ, მეც უნდა გკითხო. ქართულ ტელესივრცეში კონკურსების გაჩენასთან ერთად, შენც გამოჩნდი მის წამყვანად. როგორი გრძნობაა, როცა თავად ხარ კონკურსანტი და გაფასებენ, ელოდები ესემესებს და ასე შემდეგ?

– უცხო და უხერხული შეგრძნება ნამდვილად არ არის, რადგან, ჩვენთვის, მსახიობებისთვის, ქასთინგი იგივე კონკურსია. გაცილებით უფრო მაგრად ვემზადებით ქასთინგებისთვის, ვიდრე კონკურსებისთვის ემზადებიან, რადგან, როცა როლის მოპოვება გინდა, ყველაფერს აკეთებ: ქმნი პერსონაჟს, ადგენ მის ბიოგრაფიას, წარსულს და, როდესაც რეჟისორი რაღაც დავალებას გაძლევს, თუ კარგად ნაფიქრი გაქვს, იმ დავალების შესრულების მილიონ ვერსიას სთავაზობ. დაჯექიო, რომ გეტყვის, შენ შეგიძლია, მილიონნაირად დაჯდე. ყოველი ზმნა ჩვენთვის მინიმუმ თხუთმეტი-ოცი ვერსიაა. ამის გამოცდილება დიდი მაქვს – ორმოცდაათი პრემიერა მაქვს ნათამაშები, ასე რომ, ორმოცდაათი ვერსია ყოველთვის მზად მაქვს.

– შენ თვითონ ვისი განსახიერება გინდა, ვინ გაინტერესებს?

– ბევრია ასეთი, ვინც მიყვარს, ვისაც სულ ვუსმენ. არ ვიცი, მერე იმას როგორ ვიმღერებ, მაგრამ, ორგანულად და თავისუფლად რომ ვიგრძნობ იმ ადამიანის ტყავში თავს, ნამდვილად ვიცი. კლასიკური როკის მოყვარული ვარ. პირველ კონცერტზე ჯო კოკერს ვასახიერებ და უკვე კარგია. მაინც ჩემი ვუდსტოკისტი კაცია, ძალიან ინდივიდუალური. მისი ვოკალი არ ბრწყინავს, ხრინწიანი ხმა აქვს, ზოგჯერ ბგერაც სადღაც უწყდება, რაღაც მომენტში ალკოჰოლიც რომ იჩენს თავს – ეს ნიუანსები საინტერესოა. სულ ოფლიანი დგას სცენაზე და ხელის უცნაური მოძრაობებით მღერის. არაფერში, არანაირი რიტმში არ ზის ეს მოძრაობა, ჩვევაა ეს მისი, „წიკია”.

– ქალბატონების განსახიერებას, ალბათ, სულმოუთქმელად ელოდება შენგან მაყურებელი. 

– მომიწევს, აბა ისე როგორ იქნება. „ეტ სეტერას“ შემდეგ ჩემთვის ეს არანირ პრობლემას არ წარმოადგენს და მაყურებლის წინაშე ასეთი სახით წარდგომის კომპლექსი ნამდვილად არ მაქვს. ქალზეც და კაცზეც ერთნაირად ვიმუშავებ – ჩემთვის ამაში განსხვავება არ არის.

– მართლა საოცარ გრიმს აკეთებენ, პროთეზიდან დაწყებული...

– ჩემი ყბის ყალიბი უკვე აიღეს, ჩემი ჩანა არსებობს და სატესტოდ რაღაცეებს გვიკეთებენ. გააჩნია, რა შემხვდება – იმის მიხედვით დამზადდება პროთეზი. 

– კინოში გრიმი არ კეთდება?

– კინოში ცოტა სხვანაირი სიტუაციაა. უცხოეთში ვიღაცა სირანო დე ბერჟერაკსაც თამაშობს, რომეოსაც და ქუჩის ხულიგანსაც. რეჟისორი ამბობს, რომ ეს არტისტი მჭირდება, რომელიც ამას გააკეთებს და იწყება მოსამზადებელი სამუშაოები, სხეულის მომზადება, გრიმი და ასე შემდეგ. ჩვენთან არის პირიქით. იმის გამო, რომ გრიმს და სხვა მოსამზადებელ სამუშაოებს ავცდეთ, რეჟისორი ეძებს ტიპაჟს, რომელიც მის პერსონაჟთან ვიზუალურად ახლოს დგას და გრიმზე და სხვა ამბებზე თანხას ზოგავს. დუტასნაირი დადის მილიონი, ამიტომ მას თუ არ სცალია, სხვას ვათამაშებ. „ჯიდიესზე“ არის სერიალი „პანიკის გარეშე“, სადაც ლევან დაბრუნდაშვილი ზუსტად ასე მუშაობს. მსახიობს ირჩევს ერთს და გრიმით და სხვა ხერხების დახმარებით მისგან სულ სხვა პერსონაჟს ათამაშებს.

– ამის გამო მსახიობების მიმართ პრეტენზიები ხშირად ისმის – ყველგან ერთნაირები არიანო.

– ერთნაირ ტიპებს გვათამაშებენ. აბა, სცადე და რამე სხვა პერსონაჟი შემაქმნევინე. როდესაც გინდა, რომ ეგეთი ვიყო, როგორიც ვარ, რა გავაკეთო, დავიჭყანო?! მერე „ნაიგრიშია“ და, თეატრი არ მინდაო ამბობენ. დუტა – ამ ხასიათის, დუტა – იმ ხასიათის და კიდევ უფრო სხვა ხასიათის შეიძლება, მაგრამ, ხომ ითამაშა დე ნირომ ფრანკენშტეინი, ალ პაჩინომ წვერი მიიმაგრა და ვენეციელი ვაჭარი გახდა!.. როდესაც ასეთ დონეზე მუშაობ, დრო გაქვს იმისთვის, რომ წონაში მოიმატო, დაიკლო, „იკაჩავო“...

– მეთიუ მაკკონაჰის „ოსკარი” სწორედ ამის დამსახურებაცაა: სერიოზული ფიზიკური მომზადება, ოცი კილოს გრიმით დაკლება, საოცარი გრიმი და, რა თქმა უნდა, შესრულება. 

– ორი და სამი წლით ადრე იგეგმება რაღაცეები. „ჯეიმს ბონდში“ ერთი ტრიუკისთვის სამი წელი ემზადებიან, როგორ გამოეკიდება თვითმფრინავი და როგორ დაუჯდება მანქანას წინ. ამ ტრიუკს მართლა ორი წელი ამზადებენ. სწორედ ამან მომხიბლა ამ პროექტში – გიწევს მუშაობა ისე, რისი ფუფუნებაც მსახიობებს ძალიან ხშირად არ გვაქვს. ვთქვათ, მომიწია მადონას განსახიერება. ძალიან სერიოზული ვიზუალური მუშაობა გახდება საჭირო, რომ ვიღაც ტრანსსექსუალს არ დავემსგავსო და ეს მართლა მადონასთან მიახლოებული იყოს. 

– თან, არ იყოს ამა თუ ვარსკვლავის პაროდია და შარჟი.

– როგორც კი პაროდიას დაიწყებ, მაშინ ყველა იცინის და „ერთი ერთში“ აღარ გამოდის. თვალია მთავარი.

– როგორც მივხვდი, „იმედის“ მხრიდან შეზღუდვა არ ყოფილა.

– სანამ „იმედის“ თანამშრომელი, მათი სახე გავხდებოდი, „ჯიდიესთან“ შეთანხმება უკვე არსებობდა და, ამიტომ, უხერხული იქნებოდა ბოლო მომენტში უარის თქმა. გაგებით შევხდნენ „იმედზე” ამ ამბავს და გამომიშვეს, რის გამოც მადლობა მინდა ვუთხრა დირექციას, გიორგი ბახტაძეს და რეზო საყევარიშვილს. 

– ცეკვებზეც იქნები?

– „ორი ვარსკვლავი”, ცეკვები და „ერთი ერთში“ დაემთხვევა ერთმანეთს. კვირაში სამი პროექტი მექნება: ორში წამყვანი ვიქნები, ერთში – მონაწილე. მომწონს ეს ყველაფერი. რომ არ ვმუშაობ და უზომოდ ბევრი საქმე არ მაქვს, მაშინ ვარ ცუდად. იმ ორ პროექტში უკვე გაშინაურებული ვარ, დრო ძირითადად ამას მიაქვს. პირველ კონცერტზე ცეკვაში დიდი ვარჯიში არ დამჭირვებია, მაგრამ, თუ დამჭირდება, ვიცეკვებ და „ვიკაჩავებ“ კიდეც – „კაჩაობაში“ ვარჯიშს ვგულისხმობ.

 

скачать dle 11.3