ანეკდოტები
– მაგარი გოგო გავიცანი, მაგრამ, რად გინდა: კაფეში მივიპატიჟე – დაქალთან ერთად მოვიდა, კინოში – დაქალთან ერთად, პარკში გავისეირნოთ-მეთქი – დაქალი წამოიყვანა... უნდა დავშორდე.
– არ გაგიჟდე... სექსზე დაპატიჟე, არ ინანებ, იცოდე...
***
– გაუმარჯოს! რა იყო კარგი, სანამ მე მოვიდოდი?
– არ დამიჯერებ და, ყველაფერი კარგი იყო, სანამ შენ მოხვიდოდი...
***
– მიხო, მილიონი დოლარი რომ მოგიტანო, რას გააკეთებ პირველ რიგში, ჰა?
– გადავითვლი, ჯო, შენი ამბავი რომ ვიცი...
***
ტიპი სალონში შევიდა წვერის გასაპარსად. მოემზადა პარიკმახერი და კლიენტს ხის ბურთულა მიაწოდა:
– პირში ჩაიდე, ლოყებს თავად გამოგიბერავს და არ გაწვალდები...
– რომ გადამეყლაპოს? – შეშფოთდა კაცი.
– არანაირი პრობლემა, ოღონდ, ხვალ აუცილებლად დამიბრუნეთ, შევარდნილი ლოყები მარტო თქვენ არ გაქვთ...
***
წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რა უნდა მომხდარიყო, თუკი თქვენ მივლინებაში ხართ, ღამით კი ცოლი გირეკავთ და გეუბნებათ: „ძვირფასო, შენ არ იცი, როგორ მიყვარხარ...“
***
რუსეთის ევროპულ ნაწილში, თურმე 1 343 დასახლებული პუნქტია მობილური ქსელის გარეშე, ინტერნეტზე რომ არაფერი ვთქვათ... შეგშურდება, პირდაპირ! ცხოვრობენ ადამიანები თავისთვის, მშვიდად, წყნარად...
***
იჯდე დილამდე სოციალურ ქსელში და გიხაროდეს, რომ ტელევიზორს არ უყურებ, იგივეა, რომ იჯდე ნარკოტიკზე და გიხაროდეს, რომ ალკოჰოლს არ სვამ.
***
სამსახურში შემოვიღეთ: ვინც შეიგინება ან უწმაწურ სიტყვას იტყვის, ყულაბაში 50 თეთრს აგდებს...
მოვედით ორშაბათს. ერთი თანამშრომელი ჩუმადაა, ხმას არ იღებს, მერე ადგა, ჩააგდო ყულაბაში 15 ლარი და მოყვა, როგორ გაატარა შაბათ-კვირა მასთან სტუმრად მყოფ სიდედრთან ერთად... ჩვენც, ავდექით და, სათითაოდ ჩავყარეთ ორ-ორი ლარი – კომენტარებისთვის.
***
– იცი, რამდენ ხანს გრძელდება დღე-ღამე პლუტონზე? 152 საათი.
– როგორც ჩვენთან ორშაბათი...
***
მამაკაცი საავადმყოფოში მოხვდა – ყბები ჩალეწილი აქვს, ხელები ამოვარდნილი, ფეხები მოტეხილი...
– თქვენ, ალბათ, ავარიაში მოყევით?
– არა. დამაცემინა... კარადაში.
***
კაცი ცოლის მშობიარობას ელოდება. გამოდის ექთანი და ეუბნება:
– თქვენ ბიჭი შეგეძინათ, 3 კილო და 700...
კაცი იღებს საფულეს და ექთანს სამახარობლო ფულს აწვდის.
– ... და, თანაც, ასე იაფად...
***
თუ გინდა, შენი ქმარი, შენით, როგორც ცოლით კმაყოფილი იყოს, სახლში კარგი დიასახლისი უნდა იყო, სტუმრად – დედოფალი, საწოლში – მაგარი ნაშა... ოღონდ, არ აურიო...
***
გოჭები ცელქობენ, თამაშობენ, ერთმანეთზე გადადიან. უცბად საღორეში მგელი შემოდის. ყველა აკანკალდა...
– ასალამალეიქუმ!
– უჰ, მუსლიმანი ყოფილა... – შვებით ამოისუნთქეს გოჭებმა.
***
ტიპი ტაქსით მგზავრობს და, ასე ვთქვათ, გაზი ხმამაღლა გაეპარა... ცდილობს, უხერხულობა თავიდან აიცილოს და ვითომ ეს ტუჩებით გააკეთა... ტაქსისტმა სარკეში გახედა:
– ხმა – გასაგებია, მაგრამ, სუნს რას უშვრები, სუნს?