გამოჩენილ ადამიანთა სიკვდილისწინა სიტყვები, ეპიტაფიები და წარწერები მათ პირად ნივთებზე
გოეთე სიკვდილის წინ, მწოლიარეს, თვალთ დაუბნელდა და ითხოვა: „მეტი სინათლე, მეტი სინათლე!“
გოეთეს ეს სიტყვები გალაკტიონს უბის წიგნაკში ჰქონდა ჩაწერილი.
ჰაინე ბუნებით ცინიკოსი და ათეისტი იყო, თუმცა სიცოცხლის დასასრულს მოინანია თავისი ურწმუნოება შემდეგი სიტყვებით: „უფალო, უფალო ჩემო, მდაბლად გიხრი თავს. შემინდე, შემინდე ჩემი სიმღერები“.
რომენ როლანმა სიკვდილის წინ თავისი თხზულების გმირის, კოლა ბრუნიონის სიტყვები გაიმეორა: „სიკვდილში ყველაზე საზარელი დუმილია“.
შარლ ტალეირანის სიკვდილის წინა სიტყვებია: „მე ვიტანჯები, როგორც წარწყმედილი“.
ვოლფენშტეინი – ფიზიკოსი. გულზე ეკიდა ექვსქიმიანი ვარსკვლავი წარწერით – „წონასწორობა ნიშნავს სიკვდილს“. ამ ფრაზას ასეთი ახსნა აქვს. სრულ წონასწორობას განუვითარებლობა და უმოძრაობა მოსდევს.
პეტრო პრეტინო – ფლორენციელი სატირიკოსი. ის ატარებდა მედალს, რომლის ერთ მხარეს ეწერა: „ჭეშმარიტება ბადებს სიძულვილს“. ხოლო მეორე მხარეს: „პეტრო პრეტინო – მათრახი მეფისა“.