ბრძნული აზრები
გოეთე: თუ ადამიანი ამაყობს საკუთარი სიმდიდრით, ჩვენ არ უნდა ვცეთ მას პატივი. სანამ არ გვეცოდინება, როგორ იყენებს ის ამ სიმდიდრეს.
კენედი: თუკი თავისუფალ საზოგადოებას არ ძალუძს, დაეხმაროს მრავალ უპოვარს, ის ვერაფრით დაეხმარება ცოტა მდიდარს.
დემოკრიტე: სიამოვნებებისგან ყველაზე სასიამოვნოა ის, რომელიც იშვიათად ხდება.
ჯონსონი: ადამიანის მთავარი ღირსებაა, შეძლოს საკუთარ თავთან შეწინააღმდეგება.
ლაროშფუკო: ადამიანის ხასიათი უფრო მეტ ნაკლს შეიცავს, ვიდრე მისი გონება.
ლაბრუიერი: საღ აზრსა და კარგ გემოვნებას შორის ისეთივე სხვაობაა, როგორიც მიზეზსა და შედეგს შორის.
ბალზაკი: ეჭვი გეპარებოდეს ღმერთში, ნიშნავს, გჯეროდეს მისი.
განდი: ლოცვაში უკეთესია, გული გქონდეს უსიტყვებოდ, ვიდრე სიტყვები უგულოდ.
ავრელიუსი: მე ვეძებ ჭეშმარიტებას, რომლისგანაც ჯერ არავის არასდროს მოსვლია ზიანი. ზიანი კი მოსდის მას, ვინც ჟინიანობს თავის მცდარობასა და უვიცობაში.
ებნერ-ეშენბახი: მეტად ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ, თუკი ისინი ერთხელ გამოტყდნენ თავიანთ შეცდომაში, აღარ არის საჭირო, ხელი აიღონ შეცდომებზე.
დეკარტი: მშიშრობა გამომდინარეობს იმედისა და სურვილის უქონლობისგან.
კონფუცი: მშიშრობა ისაა, როცა იცი, რა უნდა გააკეთო და არ აკეთებ.
ჯონსონი: შური ჭკუის მუდმივი მოთხოვნილებაა, რომელიც კულტურითა და ფილოსოფიით მკურნალობას ნაკლებად ექვემდებარება.
პეტრე პირველი: არ არსებობს აღიარებისთვის პატიება, დამალვისვის – შეწყალება; ცოდვა აღიარებული სჯობია, ვიდრე დამალული.
მონტენი: რატომ არის, რომ თავის ნაკლოვანებებს არავინ აღიარებს? იმიტომ, რომ ნაკლოვანებები მათშია. საკუთარი სიზმრის მოსაყოლად ხომ გაღვიძებაა საჭირო.
ჩესტერფილდი: მოჩვენებითი არცოდნა ხშირად მსოფლიო ცოდნის აუცილებელ ნაწილს შეადგენს.
სუვოროვი: ომობენ არა რიცხვით, არამედ ცოდნით.
სოკრატე: რაც მე გავიგე, მშვენიერია; აქედან ვასკვნი, რომ, ისიც, რაც მე ვერ გავიგე, მშვენიერია.
ბრიუნი: ხელოვნების შექმნაა ხვედრი მხოლოდ რჩეულთა, ხელოვნების ფასი კი ყველას უნდა ესმოდეს.
ვინკელმანი: იქ, სადაც ხელოვნება ყვაოდა, ყველაზე მშვენიერი ადამიანები იბადებოდნენ.
ბიორკი: საკუთარ წარმატებებს ადამიანი გარკვეულწილად იმ აზრს უნდა უმადლოდეს, რომელიც საკუთარი თავის მიმართ შექმნა.
გორკი: ცხოვრება ისეა მოწყობილი, თუ არ იცი სიძულვილი, არც ჭეშმარიტი სიყვარული გეცოდინება.
სანდი: არასრულფასოვნების კომპლექსია, როცა ცოლზე ნებისმიერი მამაკაცის მიმართ ეჭვიანობ; განდიდების მანიაა, როცა გგონია, რომ ქალს მარტო შენ უყვარხარ.
რენდი: ქალს ისე სჭირდება სიყვარული, როგორც მამაკაცს – აღფრთოვანება.