კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იჩენს თავს მარხვის დასრულებისთანავე ორგანიზმში „დროებით მიძინებული” დაავადებები და რა არის ამის მიზეზი

სწორი კვება აუცილებელია, რათა ადამიანის ორგანიზმი არ გამოიფიტოს და არ დაუძლურდეს. ბევრმა არც კი იცის, რომ მარხვის პერიოდში არასწორად შერჩეული კვების რაციონი, მომავალში არაერთი საშიში დაავადების მიზეზი ხდება. როგორც ექიმი-დიეტოლოგი, ქალბატონი ასმათ კევლიშვილი ამბობს, ადამიანთა უმრავლესობა, არ აქცევს სათანადო ყურადღებას მარხვის პერიოდში კვების რაციონს, ყოველდღიურად მიირთმევს არასასურველ საკვებს და ამით იმუნიტეტს იქვეითებს, ამწვავებს ორგანიზმში ქრონიკულ დაავადებებს, რაც სამომავლოდ ინფექციებისადმი გამკლავების უნარსაც მკვეთრად ამცირებს.

 

ასმათ კევლიშვილი:  დიდი მარხვა დასრულდა და მას ბევრი ადამიანი იცავდა. თუმცა, როგორც ვიცი, არასწორად, რადგან, როცა ვეკითხები, რას მიირთმევდნენ ამ პერიოდში, ისეთ საკვებს მისახელებენ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე მომავალში, და არა პირიქით – გაწმენდს. ზოგადად, გეტყვით, რომ გაზაფხულზე, იმისთვის, რომ ჩვენი იმუნური სისტემა დავიცვათ, აუცილებელია, მარხვა, ოღონდ გაცნობიერებული და არა ისე, როგორც მას იცავს ბევრი. მარხვის დროს კვება ბალანსირებული  უნდა იყოს, რადგან მარხვის არასწორად დაცვით, თქვენ ორგანიზმს დაანგრევთ. არადა, მარხვა გულისმობს გაზაფხულზე იმუნური სისტემის გაძლიერებას და არა შიმშილს, ორგანიზმის გამოფიტვას. სწორად მარხვის დროს, ორგანიზმი სუფთავდება ტოქსიკური, ცილოვანი და ცხიმოვანი მჟავებისგან, რომელსაც ხორციდან ვიღებთ, ასევე ჭარბი სახამებლისგან. ამ დროს, დიდი რაოდენობით საფუარიანი პურის, ლობიანების, ღვეზელებისა და შემწვარი კარტოფილის ჭამა არ შეიძლება. უნდა იკვებოთ რაც შეიძლება ბევრი ხილ-ბოსტნეულით. რაც შეეხება ამ პერიოდში ნატურალური წვენების სმას, აქაც სიფრთხილეა საჭირო, რადგან შესაძლოა ადამიანს ისეთი დაავადება აწუხებს, როცა ზედმეტი სითხის მიღება არ შეიძლება. წყალი კი გაზაფხულზე უნდა დალიოს ჯანმრთელმა ადამიანმა დაახლოებით, ლიტრანახევარი. გირჩევთ, წვენების ნაცვლად, ჭამოთ რაც შეიძლება მეტი სეზონური ხილ-ბოსტნეული. 

– ამის შედეგი ხომ არ არის ის, რომ დღეს ბევრი უჩივის საერთო სისუსტეს, ადვილად დაღლას, შრომის უნარის დაქვეითებას და ასე შემდეგ?

– საერთო სისუსტეს ზოგი გაზაფხულზე დათბობას აბრალებს, ზოგი არასწორ კვებას, ზოგი რას და ზოგი – რას. რეალურად კი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი იმუნიტეტი დაქვეითებულია და ის სასწრაფოდ აღდგენას საჭიროებს. იმუნიტეტის დონე იმაზეა დამოკიდებული, იღებთ თუ არა საჭირო ვიტამინებს, ნახშირწყლებს, ცილებსა და ამინომჟავებს ყოველდღიური საკვებიდან, რასაც მარხვის პერიოდში ბევრი არ აკეთებდა. თავი მხნედ, ჯანმრთელად და ძლიერად რომ ვიგრძნოთ, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება სწორ და სრულფასოვან კვებას, რადგან, არასწორად შერჩეული კვების რაციონი, მით უმეტეს, მარხვის პერიოდში, ათასგვარი დაავადების გამწვავების მიზეზი ხდება. ადამიანის ორგანიზმი თვითმარეგულირებელი სისტემაა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ვიტამინები, მინერალები, ფერმენტები და არა ხელოვნური დანამატები. ზოგი ცდილობს, წლის გარკვეულ პერიოდში ორგანიზმი თავისივე მეთოდებით მოამარაგოს, კერძოდ, მიაჩნია, რომ დატვირთული კვება უნდა ჰქონდეს და ამიტომ იღებს ისეთ საკვებს, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებს, სახამებელსა და ასე შემდეგ. ზოგი კი, პირიქით, ფიქრობს, რომ წლის გარკვეულ პერიოდში ორგანიზმი უნდა დაასვენოს, ფორმაში ჩადგეს და ნაკლები საკვების მიღებით ცდილობს, ეს პრობლემა მოაგვაროს. ასეთი მიდგომა საკუთარი ორგანიზმის მიმართ, ნამდვილად არასწორია. ახლა სწორედ ის დროა, როცა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერებას, რათა ასე გახშირებულ გაციებას, ვირუსებსა და ათასგვარ ინფექციურ დაავადებას ავარიდოთ თავი. ამისთვის კი უნდა მივირთვათ სხვადასხვა ბოსტნეული და სეზონური ხილი. სწორი კვება, ამ სეზონზე, ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია.

– ქალბატონო ასმათ,  თქვით, არასწორად შენახული მარხვა იწვევს გართულებას ჯანმრთელობის თვალსაზრისითო. კონკრეტულად, რა საფრთხეს გვიქმნის ის მომავალში?

– კარგია, ეს კითხვა რომ დასვით, რადგან ამით, საბედნიეროდ, ბევრი ინტერესდება და თუ ჩემს რჩევებსაც გაითვალისწინებს, უკეთესი. მოკლედ, არავისთვის უცხო არ არის, რომ, პრაქტიკულად, ჩვენი რელიგია გვკარნახობს ცხოვრების წესს. შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით მოგახსენოთ, რომ, არ შემხვედრია პრაქტიკაში ადამიანი, რომელიც სწორად იცავდეს მარხვის წესს კვების თვალსაზრისით. მარხვის დროს საკვების შერჩევა-მიღებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. როდესაც ვესაუბრები მათ და ვეკითხები, როგორ ჩაატარეთ მარხვის დღეები-მეთქი, არც ერთი მათგანის პასუხი ჩემთვის, როგორც სპეციალისტისთვის, დამაკმაყოფილებელი არ არის. უფრო მეტსაც გეტყვით – ახლოსაც კი არაა იმასთან მათი საკვები რაციონი, რასაც მარხვა ჰქვია და რომელმაც ჩვენ უნდა გაგვაძლიეროს და გამოგვაჯანმრთელოს როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. სამწუხაროდ, ამ დროს, გამოჯანმრთელების ნაცვლად, ბევრი დაავადების განვითარების საფუძველს უქმნის თავის ორგანიზმს. საერთოდ, დაავადების პროვოცირება ხდება არასწორი მარხვის პერიოდში. მარხვის დასრულებისთანავე კი, თავს იჩენს ეგრეთ წოდებული „დროებით მიძინებული” დაავადებები. ამიტომ, ამაზე მანამდე უნდა დაფიქრდეთ, სანამ მარხვას დაიწყებთ და სწორად უნდა შეადგინოთ თქვენი კვების რაციონი მარხულობისას. როგორც მარხვის, ისე ხსნილის პერიოდში ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს კვების კულტურა. მარხვის არასწორად დაცვა კი მიუღებელია.  ალბათ, ბევრმა არც კი იცის, რომ დიდი მარხვა სპეციალურად არის დადგენილი ზამთრის ბოლოს და გაზაფხულის დასაწყისში. რადგან, ზამთარში ორგანიზმი დათრგუნულია, შენელებულია ნივთიერებათა ცვლა, დეპრესიულია, შედეგად, სასიცოცხლო ძალები დაქვეითებული აქვს. მარხვის დროს კი სწორი კვებით ორგანიზმი მომარაგდება აუცილებელი სასიცოცხლო ძალებით, რაც მისი სწორი ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. 

– მარხვის დასრულების შემდგომ, კერძოდ, რომელ საკვებ პროდუქტს მივანიჭოთ მეტი უპირატესობა?

– საკვები რაციონიდან უნდა გამორიცხოთ ის საკვები პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმოვან, ტოქსიკურ მჟავებსა და სახამებელს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საერთოდ ამოვიღოთ კვებიდან ცხიმები, ცილები და სახამებელი. უბრალოდ, უპირატესობა იმ პროდუქტს უნდა მივანიჭოთ, რომელიც შეიცავს ბუნებრივ, ნატურალურ ორგანულ ცილებს, ცხიმებსა და სახამებელს. არც პური ამოიღოთ რაციონიდან იმის გამო, რომ გსურთ, გაზაფხულს კარგ ფორმაში შეხვდეთ. ხორბალი შეიცავს B ჯგუფის ყველა ვიტამინს, ანუ, მასში თავმოყრილია ყველა ის ორგანული სახამებელი, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვისაა აუცილებელი. გარდა ამისა, ის ენერგიით გვავსებს. მიირთვით არარაფინირებული ხორბლის ფქვილისგან გამომცხვარი პური, ის ძალიან სასარგებლოა ნორმალური განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის.

– არადა, ბევრი, სწორედ ამ პერიოდში იწყებს კვების რაციონის შეზღუდვას, რომ ზაფხულს ფორმაში ჩამდგარი და ზედმეტი კალორიების გარეშე შეხვდეს. მათ რას ურჩევთ?

– დიახ, ასეა და უამრავი დიეტა არსებობს, რომლებსაც სპეციალისტთან შეუთანხმებლად უნიშნავენ საკუთარ თავს. იმაზე კი არ ფიქრობენ, თუ რა სერიოზული შედეგები შეიძლება, მოჰყვეს ამას. არასწორად, თვითნებურად დაცული დიეტა, შესაძლოა, ადამიანის სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს, მით უმეტეს, გაზაფხულზე, როცა ყველას სათანადო, ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება ესაჭიროება. მოკლედ, დღეს ბევრი იცავს თვითნებურად მოდურ დიეტას და არ ფიქრობს იმ სავალალო შედეგზე, რაც ამას დროთა განმავლობაში მოჰყვება. გახდომის მიზნით, თვითნებურად აკრძალულმა საკვებმა და ზოგადად შედგენილმა კვებითმა რაციონმა, ბევრ ახალგაზრდას დაუზიანა ორგანოები და ჯანმრთელობა. არ არის გამორიცხული, ეს ყოველივე სიკვდილითაც კი დასრულდეს. ამიტომ, სანამ გახდომას დაიწყებთ და თავს რომელიმე საკვებს აუკრძალავთ ჯობია, კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტთან გაიაროთ და ასე დაიზღვიოთ თავი შესაძლო გართულებებისგან. დიეტა, უმეტეს შემთხვევაში, გაზაფხულზე ახსენდებათ, როცა თბილი ტანსაცმლიდან შედარებით ხალვათ სამოსზე გადასვლა უწევთ. დანარჩენ შემთხვევაში კი, რა დაავადებაც არ უნდა სჭირდეთ, სამკურნალო კვებას ყურადღებას არ აქცევენ. დამიჯერეთ, ყოველგვარი თვითნებურად დაცული დიეტა, ორგანიზმისთვის დამანგრეველია და იმ შედეგს არ იძლევა, რისი იმედიც გაქვთ. შედეგსაც რომ თავი დავანებოთ, ადამიანის ორგანიზმი ამ დროს მწყობრიდან გამოდის და ღირს კი ამად ექსპერიმენტის ჩატარება? დიეტის დაცვის დროს, ადამიანი ხედავს ვიზუალურ ეფექტს, მაგრამ, შიგნით რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს, ამას ვერ ამჩნევს და პრობლემა რომ ღრმავდება, მერე უკვე გვიანია. მით უმეტეს, გაზაფხულზე, როცა ორგანიზმი გამოფიტულია, დანგრეულია და საერთოდ ქაოსია მასში. დიეტის არასწორად დაცვა სწორედ გაზაფხულზე იწვევს იმუნური სისტემის მკვეთრ დაქვეითებას, ჰემოგლობინის დაცემას, სისხლძარღვების დაბინძურებას, ქოლესტერინის დონის მომატებას და ასე შემდეგ. ამის ფონზე კი ვითარდება სხვადასხვა დაავადება. ასე რომ, გაზაფხულზე თუ სწორად არ შეარჩიეთ საკვები რაციონი, შეიძლება, ჯანმრთელობას სერიოზულად ავნოთ. 

 

скачать dle 11.3