კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სააღდგომო განძეული

სააღდგომო განძეული

აღდგომა დიდი დღესასწაულია და ყველა ცდილობს, ის განსაკუთრებულად აღნიშნოს.

პეტრე კარლ ფაბერჟე 1846 წელს სანკტ-პეტერბურგში დაიბადა. ევროპაში ძალიან ახალგაზრდა გაემგზავრა საიუველირო საქმის შესასწავლად. რუსეთში დაბრუნებულმა დააარსა „ფაბერჟეს ფირმა“. 1882 წელს ფაბერჟეს ნაკეთობები ძალიან მოეწონა ალექსანდრე მესამეს და სამეფო კარის იუველირად დანიშნა, თუმცა, განსაკუთრებული დიდება ფაბერჟეს სააღდგომო კვერცხების კოლექციამ მოუტანა. პირველი ასეთი სააღდგომო კვერცხი 1885 წელს იმპერატორმა შეუკვეთა მეუღლისთვის საჩუქრად. 1917 წელს ფაბერჟემ სააღდგომო კვერცხების 71 უნიკალური ნიმუში შექმნა, აქედან 54 – სამეფო კარის შეკვეთით.

ყველაზე უნიკალური და ძვირფასი მათ შორის ოთხია:

1. „კვერცხი ალექსანდრე მესამის ძეგლით“ – მთის ბროლისგან გამოკვეთილ ამ კვერცხში მოთავსებულია ცხენზე ამხედრებული ალექსანდრე მესამის ოქროს ფიგურა – ზუსტი ასლი პეტერბურგის ერთ-ერთ მოედანზე აღმართული ძეგლისა. ეს კვერცხი ნიკოლოზ მეორემ 1910 წელს დედას აჩუქა. დღეს ინახება მოსკოვში, კრემლში, „იარაღების პალატაში“.

2. „აზოვის სამახსოვროდ“ – 1891 წელს, აღდგომის დღეს, იმპერატორის ცოლმა, მარია ფეოდოროვნამ, ალექსანდრე მესამეს აჩუქა კვერცხი, რომლის შიგნითაც მოთავსებული იყო კრეისერ „აზოვის სამახსოვროდ“  მინიატურული ფიგურა. დაუმუშავებელი ზურმუხტის გარსი ამ ნამუშევარს უძვირფასესსაც ხდის. დღეს ის კრემლის მუზეუმში ინახება.

3. „გატჩინოს სასახლე“ – ნიკოლოზ მეორის საჩუქარი დედისადმი. უნიკალური ნამუშევარი. ულამაზესი, გადასახსნელი კვერცხი დგას თავისსავე ოქროს სადგამზე, შუაგულში მოთავსებულია გატჩინის სასახლის მაკეტი. ის 1901 წელს, შექმნა ფაბერჟეს მარჯვენა ხელმა, მიხაილ პერხინმა. დღეს ეს კვერცხი ბალტიმორის სამხატვრო გალერეა „უოლტერსში“ ინახება.

4. „კორონაციული“ – ნიკოლოზ მეორე და ალექსანდრა ფეოდოროვნა ტახტზე 1896 წელს ავიდნენ. ერთი წლის შემდეგ, აღდგომის დღესასწაულზე, იმპერატორმა კორონაციის წლისთავის აღსანიშნავად, მეუღლეს ოქროს კვერცხი აჩუქა. მის შიგნითაც, ასევე, ოქროს კარეტა იდო – ეს  იმ კარეტის ზუსტი ასლია, რომლითაც დედოფალი ტაძარში კორონაციის დღეს მიბრძანდა.

 

მხოლოდ სიმართლე

* იცით თუ არა, რომ ერთი ჩაის კოვზი თაფლის დასამზადებლად საჭიროა 12 ფუტკრის თავდაუზოგავი შრომა, მთელი ცხოვრების განმავლობაში.

* მსოფლიოში ყველაზე შეიარაღებული ქვეყანა ამერიკაა. იქ 100 მოქალაქეზე 90 ერთეული იარაღი მოდის.

* გამოკვლევებმა უჩვენა, რომ ამერიკული ფეხბურთის ფანები, საყვარელი გუნდის წაგების შემდეგ 10 პროცენტით მეტ კალორიას და 16 პროცენტით მეტ ცხიმებს იღებენ. ბუნებრივია, ჭარბად მიღებული საკვებისგან.

* ამერიკული ბრენდული სამოსის მხოლოდ 2 პროცენტი იკერება უშუალოდ შტატების ტერიტორიაზე. 1990 წელს კი ეს ციფრი 55 პროცენტს შეადგენდა. ტენდენცია განვითარებად ქვეყნებსა და აზიაში შეკვეთების გაგზავნით, იაფი მუშახელით არის გამოწვეული.

* ამერიკელების მხოლოდ 12 პროცენტი ეცნობა მსოფლიოში მომხდარ სიახლეებს. დანარჩენებს ეს, უბრალოდ, არ აინტერესებთ.

 

скачать dle 11.3