კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: ვიცი, რომ იაპონური მანქანები ხარისხით ყველა სხვა დანარჩენს სჯობია. მაგრამ, იაპონია ხომ ევროპისთვისაც უშვებს მანქანებს? რატომ არის მათ შორის ფასში ამხელა განსხვავება?

პასუხი: დიახ, იაპონია მანქანებს უშვებს ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც. ავიღოთ „სუბარუ იმპრეზა”, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მანქანაა საქართველოში და ბევრი იყიდება. 1998 წლის „იმპრეზა”, რომელიც იაპონიისთვისაა დამზადებული, მარჯვენასაჭიანი დაახლოებით 7 000 დოლარი ღირს. მაგრამ, თუ იგივე მანქანას, იმავე წლის გამოშვების და იმავე კომპლექტაციისას ამერიკაში იყიდი 10 000 ეღირება, ევროპაში კი – 12-13 ათასი დოლარი. ასე დიდია სხვაობა. გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენთან ყველაზე პოპულარული ევროპული მანქანების ყიდვა გინდათ, როგორიცაა „მერსედესისა” და „ბეემვეს” მოდელები, ჯობია ისიც იაპონიაში შეიძინოთ. იქ ექსპლუატირებულ ავტომობილებს გაცილებით ნაკლები აქვს გარბენი, უკეთ არის შენახული და უფრო იაფიც ღირს. ეს იმიტომ, რომ იაპონელები მანქანებს მალ-მალე იცვლიან. ისევ „სუბარუს” მაგალითს რომ დავუბრუნდეთ. ის მოდელები, რომლებიც აწყობილია ამერიკისთვის უფრო კომფორტზეა გათვლილი, ვიდრე სხვა პარამეტრებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს სპორტული „სედანია,” ანუ გათვლები ტიუნინგურ დეტალებზეა გაკეთებული, ამერიკისთვის მას სხვა დატვრითვა აქვს, იქნება ეს ამორტიზატორები, ანუ მანქანის შასი, რბილი მანევრი და სხვა. მათ ძირითადად, დიდ ტრასებზე უწევთ სიარული და ამიტომ, მეტად სჭირდებათ კომფორტი.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ მონდეო”, 1993 წლის, რომელსაც ეგრეთ წოდებული „ვოზდუხამერი” გაუფუჭდა. მანქანას საგრძნობლად შეუსუსტდა გაწევა და გაცილებით მეტ საწვავს წვავს. იქნებ მითხრათ, არის თუ არა ისეთი ადგილი, სადაც ამ ნაწილს განვადებით შევიძენ და საერთოდ, რა ღირს ის. ამასთანავე, მაინტერესებს, საერთოდ შეიძლება თუ არა მანქანის მართვა, სანამ ამ დეტალს შევიძენ ან სხვა გზით მისი შერემონტება?

პასუხი: რაც შეეხება ამა თუ იმ დეტალის განვადებით შეძენას, ეს შეგიძლიათ ყველა დიდ მაღაზიაში, მათ შორის, ქუთაისის ქუჩაზე, სადაც ავტომანაწილები იყიდება. ყველა მაღაზიაში ბანკის წარმომადგენლები სხედან და ეს ძალიან მარტივი პროცესია. რაც შეეხება „ვოზდუხამერის” ფასს, სერიოზული განსხვავებებია ფასში იმის მიხედვით, თუ რომელი ფირმის ნაწილს შეიძენთ. კარგი ხარისხის „ვოზდუხამერი” საკმაოდ ძვირია. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, ეს ნაწილი ელიავას ბაზრობაზე, ეგრეთ წოდებულ „დაშლილებში” შეგეძინათ. მართალია იქ ნახმარი ნაწილებია, სამაგიეროდ, ისიც ორიგინალია, მით უმეტეს, რომ ამ ავტომობილის ნაწილები იქ საკმაოდ ბევრია. რაც შეეხება, შეგიძლიათ თუ არა მანქანის მართვა ამ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ. გაფუჭებული „ვოზდუხამერი” სხვა არც ერთ დეტალს არ დააზიანებს. მაგრამ, წვას სხვა ხერხებით ვერ შეამცირებთ. ეს ის ნაწილია, რომელიც კომპიუტერს საწვავისა და ჰაერის ნაზავის შესახებ ინფორმაციას აწვდის. რადგან ის გაფუჭდა, შესაბამისად, კომპიუტერიც არასწორად მუშაობს და უფრო დიდი რაოდენობით საწვავს აწვდის. ამიტომ, უმჯობესია, ეს დეტალი რაც შეიძლება მალე შეცვალოთ. 

 

 

скачать dle 11.3