ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა ოდენობით შეიძლება განისაზღვროს კერძო აღმასრულებელთან აღსრულების ხარჯი თუ აღსასრულებელი გადაწყვეტილების ღირებულება შეადგენს მთლიანობაში 200 ლარს?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ აღსრულების საქმეზე 200 ლარიდან 500 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების, ანდა საურავის შემთხვევაში – აღსრულების საფასური განისაზღვრება სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების, ანდა საურავის თანხის 10 პროცენტით, მაგრამ არანაკლებ 40 ლარისა.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რამდენია აღსრულების საფასური იმ შემთხვევაში, თუ აღსასრულებელი გადაწყვეტილების ღირებულება მხოლოდ 50-150 ლარის ფარგლებში მერყეობს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ 50-დან 150 ლარამდე აღსრულების საქმეზე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების, ანდა საურავის აღსრულების საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: 100 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების, ანდა საურავის შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ანდა საურავის თანხის 25 პროცენტით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარისა; ხოლო 100 ლარიდან 200 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების, ანდა საურავის შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ანდა საურავის თანხის 20 პროცენტით, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა.
კითხვა: სააღსრულებო ფურცელში მითითებული აღსასრულებელი გადაწყვეტილების საგნის ღირებულება განისაზღვრება 2 000 აშშ დოლარით. გთხოვთ, განმიმარტოთ მოცემულ შემთხვევაში, მთლიანი თანხის რამდენ პროცენტს შეადგენს აღსრულების საფასური?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ როდესაც აღსრულების საქმეზე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების, ანდა საურავის ოდენობა შეადგენს 500 ლარს ან 500 ლარზე მეტს, აღსრულების საფასური განისაზღვრება სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების, ანდა საურავის თანხის 7 პროცენტით, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა. შესაბამისად, თქვენთვის, მოცემულ შემთხვევაში, აღსრულების საფასური იქნება 2 000 აშშ დოლარის 7 პროცენტი.