კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: რა სიხშირით უნდა დავვარცხნო ძაღლი?

პასუხი: სეზონური ბეწვის ცვლის დროს აუცილებელია ძაღლის ყოველდღიურად ვარცხნა – ამით დავაჩქარებთ აღნიშნულ პროცესს და თავიდან ავიცილებთ ბეწვის გაბნევას ბინაში. ისიც გახსოვდეთ, რომ ყოველდღიურად ვარცხნა აუცილებელია მაშინაც, თუ მას არ აქვს  ბეწვის ცვლის პერიოდი. გაცილებით რთულია, როცა ცხოველს ბეწვი მთელი წლის განმავლობაში სცვივა, ძირითადად, განპირობებულია იმით, რომ ისინი ოთახებში პატრონებთან ერთად, გარემოს მუდმივი ტემპერატურის პირობებში ცხოვრობენ, რის გამოც ირღვევა მათი ,,ჩაცმა-გახდის” ბიოლოგიური რიტმი. სწორედ ამიტომ, ხდება ბეწვის ცვლის პერიოდი ხანგრძლივი და გრძელდება თვეობით, შემდგომ სეზონამდე. აღნიშნულ პრობლემასთან საბრძოლველად საჭიროა ძაღლის რეგულარული ვარცხნა, ასევე, საკვების დაბალანსება აუცილებელი და შეუცვლელი ვიტამინებითა და ცხიმოვანი მჟავვებით, როგორიცაა B ჯგუფის ვიტამინები და ისეთი ცხიმოვანი მჟავეები, რომელთა გამომუშავებაც არ ხდება ცხოველის ორგანიმში. ესენია: ომეგა 3 და ომეგა 6.  აღნიშნული ვიტამინები და ცხიმოვანი მჟავეები, უზრუნველყოფენ კანისა და ბეწვის საფარველის ჯანრთელობის შენარჩუნებას, ასევე, ბეწვის ცვლის პროცესის დაჩქარებას და ჯანსაღი ბეწვის ზრდას.

კითხვა: გვყავს 8 წლის მეტისი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ეზოს პირობებში ცხოვრობს. ბოლო დროს პრობლემები შეექმნა, რის გამოც მის ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრა და გვირჩიეს ოპერაციის გაკეთება. დასაშვებია ამ ასაკში ქირურგიული ჩარევა? 

პასუხი: უკეთესი იქნებოდა, დაგეფიქსირებინათ, რა პრობლემები შეექმნა თქვენს ძაღლს და რა სახის ოპერაციაზეა საუბარი. ზოგადად კი გეტყვით, რომ ასაკის შესახებ რაც იკითხეთ, არ არის მართალი. ასაკოვან ცხოველებს  ქირურგიულ ოპერაციას უკეთებენ, თუ ამას საჭიროება მოითხოვს. რეალურად, ყველაზე ხშირად ოპერაციულ ჩარევას ასაკოვანი ცხოველები საჭიროებენ და ასეთ მეთოდს სასიცოცხლო ჩვენება აქვს, თუმცა, მაღალია ანესთეზიოლოგიური რისკი. მიუხედავად ამისა, აღნიშნული რისკის ხარისხის შეფასება ხდება კლინიკური და სხვა სახის გამოკვლევების მონაცემების ობიექტურად შეფასების საფუძველზე და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გადაწყვეტილების მიღება, გაუკეთდეს თუ არა ცხოველს ოპერაცია.

კითხვა: გვინდა დიდი ტანის ძაღლის შეძენა,  რადგან საკუთარ სახლში ვცხოვრობთ და საკმაოდ მოზრდილი ეზო გვაქვს. რას გვირჩევთ?

პასუხი: დიდი ტანის ძაღლები ძალზე ეფექტურები და ღონიერები არიან. ისინი, თავიანთი გიგანტური ექსტერიერით, ხშირ შემთხვევაში ისეთი ადამიანების ყურადღებასაც კი იქცევენ, რომლებისთვისაც ასეთი გოლიათის ყოლა დაუშვებელია. არ არსებობს ცუდი ძაღლი, არსებობს ცუდი პატრონი! დიდი ტანის ძაღლის შეძენამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მას კინოლოგის პროფესიონალური წვრთნა ესაჭიროება. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, კანონმდებლობის თანახმად, გიგანტ ძაღლებს პატრონები როგორც იარაღს, ისე იფორმებენ. დიდი ძაღლის პატრონების 90 პროცენტს მიაჩნია, რომ ასეთი მეგობრის გვერდით ის საიმედოდაა დაცული და ეს მართლაც ასეა. დედამიწის ზურგზე ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელიც შეძლებს, წინ აღუდგეს კანე კორსოს, ბულმასტიფს, ბორდონულ დოგს, მასტინოს, კავკასიურ, გერმანულ და აზიურ ნაგაზებს.

 

скачать dle 11.3