რა მოხდა ამ დღეს
21 აპრილი
ძველი წელთაღრიცხვის 753 – ლეგენდის მიხედვით, ამ დღეს რომულუსმა დააარსა ქალაქი რომი.
1526 – ინდოეთში ბაბურმა დაამარცხა დელის ბოლო სულთანი და დააარსა დიდ-მოგოლთა იმპერია.
1960 – ბრაზილიის დედაქალაქი გახდა ქალაქი ბრაზილია.
1967 – საბერძნეთში სამხედრო გადატრიალების შემდეგ დამყარდა „შავ პოლკოვნიკთა“ დიქტატურა.
1976 – ვალერი ანდრე გახდა პირველი ქალი-გენერალი (საფრანგეთის არმიაში).
22 აპრილი
1370 – პარიზში დაიწყო ბასტილიის ციხის მშენებლობა.
1500 – პორტუგალიელმა ზღვაოსანმა პედრუ კაბრალმა აღმოაჩინა ბრაზილიის სანაპირო.
1838 – თბომავალმა პირველად გადაკვეთა ატლანტის ოკეანე.
1952 – ამერიკის შეერთებულ შტატებში პირდაპირ ეთერში გადაიცა ბირთვული ბომბის საცდელი აფეთქება.
1969 – ჰუისტონში განხორციელდა თვალის გადანერგვის პირველი ოპერაცია.
23 აპრილი
1616 – ამ დღეს ერთდროულად (მაგრამ სხვადასხვა ადგილას) გარდაიცვალა ორი დიდი მწერალი – შექსპირი და სერვანტესი.
1867 – ინგლისის დედოფალმა ვიქტორიამ და საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ მესამემ უარყვეს ლა-მანშის ფსკერზე გვირაბის გაყვანის პროექტი.
1896 – ნიუ-იორკში ჩატარდა ამერიკაში პირველი კინოსეანსი.
1932 – ლონდონში გაიხსნა შექსპირის თეატრი.
24 აპრილი
1877 – დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი.
1915 – თურქული არმიის შენაერთებმა მილიონზე მეტი სომეხი გაწყვიტეს – სომხების დიდი გენოციდი.
1967 – საბერძნეთში სამხედრო-დიქტატორულმა ხელისუფლებამ აკრძალა მინი ქვედაბოლოების ტარება. აკრძალვა 1974 წელს გაუქმდა.
1970 – ჩინეთმა კოსმოსში გაუშვა თავისი პირველი ხელოვნური თანამგზავრი.
25 აპრილი
1792 – პარიზში, გრევის მოედანზე, საზეიმოდ დადგეს ჟოზეფ გიიოტენის გამოგონება – გილიოტინა – „ჰუმანური“ მოწყობილობა სიკვდილის დასჯისთვის. მომდევნო წლებში მას ბევრი ცნობილი ადამიანი ემსხვერპლა.
1859 – ეგვიპტეში დაიწყო სუეცის არხის მშენებლობა.
1931 – შტუდგარდტში ფერდინანდ პორშემ დააარსა საავტომობილო ქარხანა „პორშე“.
1966 – ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია ქალაქი ტაშკენტი (უზბეკეთი).
26 აპრილი
1792 – კომპოზიტორმა რუჟე დე ლილმა დაწერა „მარსელიეზა“.
1921 – ლონდონის ქუჩებში გამოჩნდა მოტოციკლებზე ამხედრებული პატრული.
1933 – გერმანიაში დაარსდა საიდუმლო პოლიცია – „გესტაპო“.
1937 – გერმანულმა ავიაციამ მიწასთან გაასწორა ესპანური ქალაქი გერნიკა (ეს მოვლენა უკვდავყო პიკასომ თავის შედევრში – „გერნიკა“).
1986 – ჩერნობილის კატასტროფა.
27 აპრილი
1828 – გაიხსნა ლონდონის ზოოპარკი.
1940 – დაარსდა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც 1944 წლამდე 4 მილიონი ადამიანი დახოცეს.