კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო კრიმინალი, მეტსახელად „ჩონჩხი“, რომელმაც 20 კილოგრამი პლატინა უცხოეთში გაიტაცა

პუბლიკაციის ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

პლატინის საქმე

მას მერე, რაც საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია სამხედრო გადატრიალების გზით დაამხეს და ქვეყნიდან განდევნეს, საქართველოში სრული ქაოსი დადგა. სხვადასხვა ჯურის შეიარაღებული, კრიმინალური ბანდების თარეშს საზღვარი არ ჰქონდა. ამას ეგრეთ წოდებული საყოველთაო ამნისტიაც დაერთო და, მანიაკების გარდა, ციხიდან ყველა საშიში დამნაშავე გამოუშვეს. მათ შორის იყო თემურ ჯაში, მეტსახელად „ჩონჩხი“, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტების მმართველობის დროს ჩასვეს ციხეში და დახვრეტა ბოლო მომენტში შეუცვალეს თხუთმეტწლიანი პატიმრობით. ჯაში იდეური ბოროტმოქმედი არ ყოფილა, ის, უბრალოდ, გამდიდრების წყურვილით იყო შეპყრობილი – კომფორტულ ცხოვრებაზე ოცნებობდა და კრიმინალურ საქმიანობასაც მხოლოდ ამის გამო სჩადიოდა. 1982 წელს, 25 წლის ჯაში ოცი კილოგრამი პლატინის ქურდობისთვის აიყვანა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა. თემური ერთ-ერთი მსხვილი, საკავშირო მნიშვნელობის საწარმოს გასაიდუმლოებულ საამქროში მუშაობდა ლაბორანტად. ეს საამქრო სამხედრო დანიშნულების დეტალებს ამზადებდა, რისთვისაც პლატინას იყენებდნენ. ერთ მშვენიერ დღეს, თემურმა ათი ცალი 2-2-კილოგრამიანი პლატინის ზოდი საწარმოს ტერიტორიის მიღმა გაიტანა და გადამალა. მან სულ რაღაც თხუთმეტი წუთით მოახდინა სიგნალიზაციის ბლოკირება და, ისარგებლა რა შესვენებით, ძვირფასი ლითონი „გააქრო“. ალბათ, მასზე ეჭვს ვერავინ მიიტანდა, რომ არა 19 წლის ეკა სალია, რომელიც თემურზე იყო შეყვარებული, მუდამ კუდში დასდევდა მას, უთვალთვალებდა და, როდესაც ისიც დაკითხეს საწარმოს ყველა თანამშრომელთან ერთად, გაირკვა, რომ ჯაში თავის ჩვენებებში ცრუოდა. „კაგებე“ ამან დააეჭვა. ჯაში სათანადოდ „დაამუშავეს,“ მანაც აღიარა ქურდობის ფაქტი და მოპარული პლატინა უკან დააბრუნა. ჯაში უმძიმესი მუხლით გაასამართლეს და დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა, შემდეგ ეს განაჩენი თხუთმეტწლიანი პატიმრობით შეუცვალეს და თბილისის ციხეში გამოამწყვდიეს. 1992 წლის 16 მაისს კი, ათწლიანი პატიმრობის შემდეგ, გამოუშვეს. იმ დღეს მას 35 წელი შეუსრულდა.

„ჩონჩხი“

თემურ ჯაშს მოსკოვში ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და საკმაოდ განათლებული და ნიჭიერი ადამიანი იყო. მან ეს განათლება ციხეში ჯდომისას კიდევ უფრო გაიღრმავა და სამი ევროპული ენაც შეისწავლა. ჯაშმა ციხეში უამრავი ადამიანი გაიცნო, მათ შორის, საკმაოდ კვალიფიციური ბოროტმოქმედებიც და ერთ-ერთი იყო პროფესიონალი ქურდი ივა კალანდაძე, მეტსახელად „გრძელთითა“. სწორედ ივამ შეარქვა სიგამხდრის გამო თემურს „ჩონჩხი“. მართალია, ციხიდან გამოსული თემური გამხდარი აღარ იყო, მაგრამ, მეტსახელი მაინც შერჩა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ციხიდან გამოსულ თემურს გარეთ ეკა სალია დახვდა – ის გოგონა, ვის გამოც მან ამდენი წელი ციხეში გაატარა. უფრო მეტიც, ორი თვის შემდეგ თემური და ეკა დაქორწინდნენ და ოჯახი შექმნეს.

1992 წლის ზაფხულში საქართველოში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. თემური მაშინ ერთ-ერთი მსხვილი სამხედრო ორგანიზაციის მმართველობაში შედიოდა და საკუთარი წილები ჰქონდა, მაგრამ, ის გაცილებით უფრო დიდ ფულზე ოცნებობდა. მუდმივი დაძაბულობა, შეიარაღებული გარჩევები და პოლიტიკური ინტრიგები მას არ იტაცებდა. ის სერიოზული საქმისთვის ემზადებოდა და შესაბამისი გეგმაც ჰქონდა შედგენილი. ჩონჩხი ყველანაირად არიდებდა თავს სისხლისღვრაში მონაწილეობას და აფხაზეთის ომშიც ავადმყოფობის საბაბით არ წავიდა. იმ დროს, როცა აფხაზეთში ათასობით ადამიანი იღუპებოდა, ჩონჩხი თბილისში, ეგრეთ წოდებულ „საკოორდინაციო შტაბში“ იყო მოკალათებული და სატელეფონო ზარებს პასუხობდა. ის თვალებს იტკიებდა, სინამდვილეში კი მშვენიერი მხედველობა ჰქონდა და გრძელთითაც გვერდით ჰყავდა, რომელთან ერთადაც მსხვილ საქმეს ამზადებდა.

ისევ პლატინა

1992 წლის 25 აგვისტოს, ღამის 2 საათზე, საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი საწარმოს საკონტროლო-გამშვებ საგუშაგოს სამი „ნივა“ მიადგა. იქიდან თორმეტი შეიარაღებული ადამიანი გადმოვიდა, რომლებმაც პისტოლეტებით შეიარაღებული ოთხი მილიციელი უპრობლემოდ განაიარაღეს და მათსავე ოთახში გამოამწყდიეს. იქვე მდგარი „ბეემვედან“ ჩონჩხი და გრძელთითა გადმოვიდნენ, რომლებმაც თავიანთ ხელქვეითებს ადგილზე დარჩენა უბრძანეს, თავად კი უზარმაზარი საწარმოს ტერიტორიაზე შევიდნენ. მათ ორასიოდე მეტრი ფეხით გაიარეს. შემდეგ ჩონჩხმა მარცხნივ შეუხვია, მძლავრი ფანარი აანთო, გრძელთითა იხმო და უთხრა:

– აი, ამ კონტეინერებში უნდა იყოს პლატინის ზოდები. ამდენი წელი ველოდი ამ დღეს და, აი, დადგა კიდეც.

ჯაშმა და კალანდაძემ ერთ-ერთი უჟანგავი კონტეინერიდან ათი ცალი 2-2-კილოგრამიანი პლატინის ზოდები ამოიღეს, რომელიც ეგრეთ წოდებულ „ენზეში“ (ხელუხლებელი მარაგი) იყო შენახული. მის შესახებ მხოლოდ თემურმა იცოდა, რადგან პავლე ზელმანი გარდაცვლილი იყო. ზელმანი თემურ ჯაშის უფროსი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩონჩხი პლატინის ქურდობისთვის დააპატიმრეს. სწორედ ზელმანთან ერთად მოიპარა მან ეს ზოდები და ისინი შუაზე უნდა გაეყოთ. მაშინ თემურს ზელმანი არ დაუსახელებია და ამიტომაც გადაურჩა ის „კაგებეს“ კლანჭებს. 20 კილოგრამი პლატინა კი ზელმანმა ჯერ კიდევ ჩონჩხის დაპატიმრებამდე გადამალა, მისი ადგილსამყოფელი მხოლოდ თემურს გაუმხილა.

– მაგარი ვინმე იყო ეს მოხუცი ებრაელი, – უთხრა თემურმა ივა კალანდაძეს, როდესაც მათ 20 კილოგრამი პლატინა თემურის ბინაში მიიტანეს, – მე და პავლე ზელმანი ამერიკაში გაქცევას, ზოდების გატანას და მსხვილი ბიზნესის დაწყებას ვაპირებდით, მაგრამ, მოხუცი გულის შეტევით გარდაიცვალა.

1992 წლის 28 აგვისტოს თემურ ჯაშის აფხაზეთიდან დაბრუნებულ უშუალო უფროსს აცნობეს, რომ ჩონჩხი და გრძელთითა, თორმეტი შეიარაღებული მებრძოლის თანხლებით, 25 აგვისტოს საწარმოში შეიჭრნენ. თემურის უფროსი საკმაოდ გამოცდილი კრიმინალი იყო. ის მიხვდა, რომ ჯაში და კალანდაძე რაღაც ძვირფასი ლითონების წამოსაღებად იყვნენ იქ მისულები, და არა ალუმინისა, როგორც თვითონ აცხადებდნენ. თემური და ივა შტაბში დაიბარეს, მაგრამ, იქ მხოლოდ გრძელთითა მივიდა, თემურმა კი ცოლთან ერთად გაქცევა მოახერხა. ივა კალანდაძე საშინლად აწამეს – მას მუხლები დაუხვრიტეს და სიმართლე ათქმევინეს. ხოლო, როცა გაირკვა, რომ თემურ ჯაშს 20 კილოგრამი პლატინა ჰქონდა გატაცებული, მის ტოტალურ ძებნას შეუდგნენ. 

ნაწამები გრძელთითა მკვდარი ეგონათ, მიატოვეს და სწორედ ამან გადაარჩინა ის, თუმცა, დაინვალიდდა...

2000 წელს, ვითომდა მკურნალობის მიზნით, ივა კალანდაძე გერმანიაში გაემგზავრა, საიდანაც ის უკან აღარ დაბრუნებულა. 2007 წელს კი ჩონჩხი და გრძელთითა კურორტ მალიბუზე ნახეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

P. S. თემურ ჯაში და ივა კალანდაძე დღესდღეობით ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები არიან და სარფიანი ბიზნესი აქვთ, რომელიც მათ, სავარაუდოდ, იმ მოპარული 20 კილოგრამი პლატინით დაიწყეს.

 

скачать dle 11.3