კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ხორნაული

სოფელ ხორნაულთაში ცხოვრობდნენ ზარიძეები, რომლებიც მეორე გვარად ხორნაულსაც ატარებდნენ.

პროფესორი თოფჩიშვილი წერს: „ხორნაულების წინაპარი წიკლაურებს ბარში ლაშქრობის დროს, ნაალაფევში ტყვედ მოუყვანიათ. 1873 წელს აქ 16 კომლი ცხოვრობდა. ამავე დროს, ზარიძე-ხორნაულის ნაწილი ფშავსა და ხევსურეთში, მოსაზღვრე სოფელ პაწალხევში ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა მეცხრამეტე საუკუნისთვის მთისწინეთსა და ბარში იყო გადასახლებული, რომლებიც, გარდა საკუთრივ თავიანთი გვარისა, ახალ გვარ-სახელებსაც ატარებდნენ, მაგალითად: ხორნაულებიდან მომდინარეობს ფშაველი ხვლეურების გვარიც, რომლებიც ივრის ხეობაში, სოფელ ყვარაში სახლობდნენ. მათ წინაპარს ხევსურეთში კაცი მოუკლეს და გაბიდაურებს შეუპყრიათ ფშავის სოფელ ხოშარაში.”

საქართველოში 301 ხორნაული ცხოვრობს: თბილისში – 127, თიანეთში – 62, დუშეთში – 23. არიან სხვაგანაც.

ზანკალიანი-ზალკალიანი

ამ გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ ლეჩხუმის რაიონის სოფელ ცაგერში. ისინი ადრე ძველი სვანეთის სოფელ კალაში სახლობდნენ, შემდეგ კი იქიდან ცაგერში გადასულან. ამ სოფელში გადასახლებამდე ისინი გვარად ზანკალს ატარებდნენ, იქ კი გვარი შეიცვალეს.

გვარის წარმომადგენლებმა იციან, რომ ეს ორი გვარი ერთი და იგივეა და განაყოფები არიან.

დღეისთვის სვანეთში ზანკალიანის გვარის წარმომადგენლები აღარ გვხვდებიან.

საქართველოში 41 ზანკალიანი ცხოვრობს: თბილისში – 6, თერჯოლაში – 6, ბოლნისში – 4. არიან სხვაგანაც.

86 ზალკალიანი: ქუთაისში – 32, ცაგერში – 20, რუსთავში – 12. არიან სხვაგანაც.

ბაბუხარდია

საყურადღებოა, რომ გვართან დაკავშირებულ, ხალხში შემონახულ თქმულებებს პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. ამ თქმულებებში წინაპრებიდან მეხსიერებით გადმოცემული ძალიან ბევრი საინტერესო მასალაა შემონახული. მაგალითად, ბაბუხარდიათა გვარის შესახებ, ბატონი შალვა ბაბუხარდია ასეთ ინფორმაციას გვაწვდის:

„მეცხრამეტე საუკუნეში, სვანეთში, კერძოდ, მესტიაში, ცხოვრობდა ორი ძმა – გელოვანები. დედ-მამა ადრე გარდაეცვალათ და ბაბუა ზრდიდა. ერთ დღეს, რომელიღაც მეზობელმა ბავშვებს ბაბუა მოუკლა და ობლები მეზობლების ანაბარა დატოვა. როცა ბიჭები წამოიზარდნენ, ერთ-ერთმა მეზობელმა მათ მიანიშნა ბაბუის მკვლელზე – მას თქვენი სისხლი ჰმართებსო. ტრადიციამ თავისი გავლენა მოახდინა ძმებზე და მათ მკვლელის ოჯახის რამდენიმე წევრი მოკლეს, შემდეგ  გაიქცნენ იმ ადგილიდან და ერთი ძმა იმერეთს შეეხიზნა, მეორე კი კახეთში გადავიდა. იმერეთში გადასახლებულმა ძმამ ნამდვილი გვარი დამალა და გვარად ბაბუა დაირქვა. ამ თქმულების მიხედვით, მას სოფელში ბაბუხარდი შეარქვეს. გვარმა დროთა განმავლობაში სახე იცვალა და ბაბუხარდია გახდა. კახეთში გადასული ძმა კი გელოვანის გვარით დასახლდა. იქ დღესაც ცხოვრობენ გელოვანის გვარის წარმომადგენლები“.

ბაბუხარდიები დღეს სხვადასხვა ადგილას ცხოვრობენ. ტყიბულის რაიონში არის სოფელი კითხიჯი, რომელიც მთლიანად ბაბუხარდიებით არის დასახლებული; ასევე, ბაბუხარდიები სახლობენ თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ასურეთშიც.

საქართველოში 453 ბაბუხარდია ცხოვრობს: ქუთაისში – 175, ტყიბულში – 113, თბილისში – 69. არიან სხვაგანაც.

მდივნიშვილი-მდივანი

გვარის ფუძეა თანამდებობის აღმნიშვნელი სიტყვა – მდივანი.

„მდივნიშვილები არიან გვარით მდივნისგან რაჭისა“.

ქართულ გვარებში, ასევე, შემონახულია მეფისა და დიდი ფეოდალების კარზე სხვადასხვა თანამდებობის აღმნიშვნელი ტერმინები, მაგალითად: ერისთავი, მეღვინეთუხუცესი, ამირეჯიბი, ჯაბადარი და ასე შემდეგ.

1721 წელს მოიხსენიება აზნაურიშვილი გიორგი მდივნიშვილი.

ამავე ძირისაა გვარი მდივანი.

საქართველოში 550 მდივნიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 215, გარდაბანში – 56, ხარაგაულში – 47. არიან სხვაგანაც.

882 მდივანი.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

 

скачать dle 11.3