კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა გავიხსენოთ ხშირად ბედნიერი დღეები, წუთები და წამები და რა ენერგეტიკას ქმნის ჩვენ გარშემო აზრობრივი ენერგია, რომელიც მატერიალურ სამყაროში რეალიზდება

ადამიანები ძალიან სულწასულები და დაუდევრები ვართ – გვინდა, რომ თითოეულმა ქმედებამ თუ ნაბიჯმა დღესვე მოგვცეს შედეგი. ზოგჯერ კი ისე დაუდევრად ვიქცევით, რომ შედეგს წლების განმავლობაში ვიმკით. არც დაკვირვება ვიცით, მახვილი თვალი კი სწორად მიხვდება, რა ხდება გარშემო, რას სთავაზობს მას გარემო პირობები, როდის დგას მისთვის არასასურველი თუ, პირიქით, სასურველი მოქმედებების დრო. ადამიანის აზრიც კი გარკვეული ენერგიაა და, გვინდა თუ არა, ჩვენი აზრები ქმნის ენერგეტიკას, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ მატერიალურ სამყაროში რეალიზდება. ბევრი ადამიანი ამას ვერ ხვდება და ყურადღებასაც არ აქცევს, შედეგს კი მაშინ იმკის, როცა უკვე გვიანაა რამის შეცვლა და გამოსწორება. 

აზრობრივი ენერგია ძალიან საშიში ენერგიაა ადამიანისთვის; შეიძლება ითქვას, დამანგრეველიც კი. მაგალითად, როცა ერთ ადამიანს მეორისა შურს, ამით უდიდეს ენერგეტიკულ ზიანს აყენებს და თვალავს მის წარმატებას. კერძოდ, ამ დროს იქმნება გარკვეული აზრობრივი ენერგეტიკა და სწორედ ეს უქმნის პრობლემებს შურის ობიექტს. შური ძალიან ცუდი რამაა. ამიტომ, ყველას ვაფრთხილებ, თუ გსურთ, არ ავნოთ სხვას, კეთილი შურითაც კი არასდროს შეგშურდეთ. 

ასევე, ადამიანისთვის წარმატების მოტანა შეუძლია აზრის მაგიას, მაგრამ მისი მართვა თავად უნდა შეგეძლოთ. ამის სპეციალური ხერხები და მეთოდები კი ასტროლოგიაში ნამდვილად არსებობს. მაგალითად, გაიხსენეთ და დაფიქრდით, რომელ პერიოდში იყავით ყველაზე წარმატებული, როდის გამოგდიოდათ საქმე ადვილად და ორიენტაცია სწორედ ასეთ მომენტებზე გააკეთეთ. დაჯექით ჩაბნელებულ ოთახში და გაიხსენეთ ისეთი მომენტები და პერიოდები, როცა თავს ბედნიერად და წარმატებულად გრძნობდით; ასევე, გაიხსენეთ, რა გეცვათ და გეკეთათ ამ დროს, ვინ იყო თქვენს გარემოცვაში. ქვეცნობიერად ხელახლა გამოიწვიეთ ეს შეგრძნებები და, თქვენი ცხოვრების წარმატების არხი ნამდვილად გაიხსნება. ასეთი აზრ-ფორმა თქვენს სასიკეთოდ მოქმედებს და წარმატებებსაც აუცილებლად მალევე მოგიტანთ. ხშირად უნდა გაიხსენოთ ბედნიერი დღეები, წამები და წუთები და ამ ასოციაციის ფონზე გახსნათ ბედნიერებისა და წარმატების არხი. რაც უფრო ხშირად გაიხსენებთ ასეთ წარმატებულ დღეებს  აზრის დონეზე, მით მეტად წარმატებული იქნებით მომავალში. სხვათა შორის, ზოგ ბედნიერებისა და წარმატებების არხი დაბადებიდანვე გახსნილი აქვს, ამიტომ, ისინი ნაკლები ძალისხმევით აღწევენ პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში დიდ წარმატებებს. საერთოდ, აზრობრივი მაგია თავად ადამიანის ენერგიაზეა დამოკიდებული: რაც მეტად სწორად იხარჯება ენერგია და მას სწორ მიმართულებას აძლევთ, მით მეტად წარმატებული ხართ. იღბლიან ადამიანებს ეს ადვილად გამოსდით. ასევე, ვინმესთვის ცუდის სურვილი ან თუნდაც წყევლა, ერთგვარი აზრობრივი მაგიაა. არის დღეები, როცა ის განსაკუთრებულად საშიშ ძალას იძენს და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. ამის შესახებ გარკვეულ ცოდნას ჩვენი წინაპრებიც ფლობდნენ. მაგალითად, ახალ მთვარეზე, თუ ის შაბათ ან ორშაბათ დღეს ემთხვევა, ვინმეს დაწყევლა ან აზრის დონეზე ცუდის გაფიქრება ძალიან სახიფათოა, რადგან აზრი იძენს კოლოსალურ ძალას. ამ დღეებში  დიდი შანსია, კონკრეტული ადამიანის დაწყევლა რეალურად ახდეს. გაფიქრებულმა ერთმა ცუდმა აზრმა, შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს ადამიანის ბედ-იღბალი და ის ცუდისკენ წაიყვანოს. ეს ენერგეტიკულად ცუდი ფონი კი სწორედ იმ პერიოდში იქმნება, რომელიც ზემოთ მოგახსენეთ.

ადამიანს ინტუიციურად მიეწოდება მისთვის საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია ზოგჯერ სიზმრის, ზოგჯერ შინაგანი ხმის, ზოგჯერ კი გარკვეულ მოვლენებზე დაკვირვების შედეგად. ყველას გირჩევთ, საკუთარ „მეს“ მოუსმინოთ, საკუთარ ინტუიციას ენდოთ, ყურადღებით დააკვირდით წინათგრძნობას და მოვლენები ასე გადააფასეთ. ზებუნებრივი ხმა ყველას ესმის, თუმცა მისი გაგება ბევრს არ სურს და ყურადღებასაც არ აქცევს. ბედისწერის ნიუანსების წინასწარ განჭვრეტა სულაც არ არის აუცილებელი. უბრალოდ, ყველამ უნდა იცოდეს, რა არის მისთვის კარგი და რომელი გზით იაროს ცხოვრებაში. 

ყურადღება უნდა მიაქციოთ, ასევე, ცუდ, კვიმატ და მარცხიან დღეებს. კერძოდ, არსებობს თვის გარკვეული რიცხვები, როცა ადამიანი საკუთარ ქმედებას მეტად უნდა დაუკვირდეს. ასეთი დღეები ყოველი თვის 3-დან 9 რიცხვამდე, 17-დან 23-მდე და 28-დან 31-მდეა და ცუდ, კვიმატ და მარცხიან დღეებად მოიაზრება, ამიტომ, ამ დროს მეტად უნდა აკონტროლოთ საკუთარი აზრი და საქციელი. ასევე, არც უნდა ისესხოთ და არც უნდა გაასესხოთ ფული, არც გაყიდოთ არ იყიდოთ რამე ფასეული და თუ ამ დღეებში  ცუდად გახდით, გამოჯანმრთელებას დიდი დრო დასჭირდება. არ ვარგა კვიმატ დღეებში ახალ ბინაში გადასვლა, ქორწინება, ნიშნობა და ასე შემდეგ.

скачать dle 11.3