კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიეტა სისხლის ჯგუფების მიხედვით

ექიმი-ნატუროპათი პიტერ დ’ადამო ეთანხმება ვოლანდს: სისხლის საკითხი, ყველაზე რთული საკითხია მსოფლიოში და, კვლევების გათვალისწინებით, გვირჩევს, რომ კვების რაციონის შერჩევისას, განსაკუთრებით კი – დიეტის დროს, უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი სისხლის ჯგუფი.

დ’ადამოს დიეტა ეფუძნება თეორიას, რომლის მიხედვითაც, სისხლის შემადგენლობის მიხედვით, ვიყოფით ოთხ ჯგუფად: „მონადირეებად“, „მიწათმოქმედებად“, „მომთაბარეებად“ და „ახალ ადამიანებად“.

„მონადირეებს“ მიეკუთვნებიან პირველი ჯგუფის სისხლის მქონე პირები. ეს არის ყველაზე ძველი სისხლი, ჯერ კიდევ პირველყოფილი წყობილებიდან, როცა ადამიანები ნანადირევით იკვებებოდნენ. ამ ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანი ადვილად ითვისებს ხორცეულს.

„მიწათმოქმედთა“ ძარღვებში ჩქეფს მეორე ჯგუფის სისხლი, რომელიც წარმოიქმნა (ჩამოყალიბდა) მიწათმოქმედების განვითარებასთან ერთად. ამიტომ ამ ჯგუფის წარმომადგენლები უკეთ ითვისებენ მარცვლეულს, ხილსა და ბოსტნეულს.

„მომთაბარეთა“ სისხლი – მესამე ჯგუფი ჩამოყალიბდა მესაქონლეობის განვითარებასთან ერთად, ამიტომ, მათთვის ყველაზე მისაღები საკვებია რძის პროდუქტები, ყველი და მცირეოდენი რაოდენობით ხორცი და თევზი.

„ახალი ადამიანები“, ანუ, სისხლის მეოთხე ჯგუფი, ჩამოყალიბდა სულ რაღაც ათასიოდე წლის წინ. მათი ორგანიზმი ითვისებს ნებისმიერ საკვებს, რადგან, ადაპტირებულები არიან თითქმის ყველანაირ პროდუქტთან. მათ შედარებით უფრო ფაქიზი კუჭ-ნაწლავი აქვთ.

პიტერ დ’ადამომ შეადგინა აკრძალული, სასარგებლო და ნეიტრალური პროდუქტების სიები სისხლის ჯგუფებთან შესაბამისობის გათვალისწინებით და გვარწმუნებს, რომ, იმ პროდუქტების გამოყენებით, რომელიც გენეტიკურად „ჩვენია“, ვიკლებთ წონაში, იწმინდება ჩვენი ორგანიზმი ტოქსინებისგან, უმჯობესდება საჭმლის მონელების პროცესი და ჩქარდება ნივთიერებათა ცვლა.

პირველი ჯგუფი

სასარგებლო პროდუქტები: წითელი ხორცი (ღორის ხორცის გარდა), თევზი და ზღვის პროდუქტები; წყალმცენარეები, მწვანილი, სელისა და ზეითუნის ზეთი, ნიგოზი, გოგრის თესლი; წითელი ცხარე წიწაკა, ფოთლოვანი ბოსტნეული, ხახვი, ბროკოლი, თალგამი, ბოლოკი, პირშუშხა, ნიორი, არამჟავე ხილი.

აკრძალული პროდუქტები: კვერცხი, რძე, ყველი, კეფირი, ნაყინი, არაქისის, სიმინდისა და ბამბის ზეთი; არაქისი, თხილი, საფუარი, ავოკადო, ბადრიჯანი, კომბოსტო, პარკოსნები, მარინადები.

მეორე ჯგუფი

სასარგებლო პროდუქტები: სელისა და ზეითუნის ზეთი, არაქისი, გოგრის თესლი, ბურღულეული, კომბოსტო, ბროკოლი, ფოთლოვანი ბოსტნეული, ხახვი, ოხრახუში, სოია, პარკოსნები, ლობიო, არამჟავე ხილი.

აკრძალელი პროდუქტები: ქამბალა, ქაშაყი, ხიზილალა, ზღვის პროდუქტები, ცხვრის, ღორის, საქონლის, ბატის, კურდღლის ხორცი, ნანადირევი, კვერცხი და რძის პროდუქტები – შეზღუდული რაოდენობით, სიმინდისა და ბამბის ზეთი, მიწის თხილი, ბადრიჯანი, თეთრი, წითელი და ჩინური კომბოსტო, კარტოფილი, წიწაკა, პომიდორი და ძმარი.

მესამე ჯგუფი

სასარგებლო პროდუქტი: თევზი, ცხვრის, კურდღლის, ირმის ხორცი; რძის პროდუქტები, კვერცხი, ზეითუნის ზეთი, ბურღულეული (წიწიბურის გარდა), ბადრიჯანი, ყველა სახეობის კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, ლობიო, სტაფილო, ჭარხალი, ტკბილი ხილი.

აკრძალული  პროდუქტები: კრაბი, კრევეტები, ღორის ხორცი, შებოლილი თევზეული, ბატი, იხვი, ნანადირევი, ნაყინი, სიმინდისა და მზესუმზირის ზეთი, მიწის თხილი, მზესუმზირა, ავოკადო, პომიდორი.

მეოთხე ჯგუფი

სასარგებლო პროდუქტები: თევზი, ცხვრის, კურდღლის, ინდაურის ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები, ზეითუნის ზეთი, არაქისი, ნიგოზი, წაბლი, ბრინჯი, ბადრიჯანი, ბროკოლი, ფოთლოვანი ბოსტნეული, სოია, ლობიო, ხილი, კენკრა.

აკრძალული პროდუქტები: მარილიანი ქაშაყი, ღორის, საქონლის, მსუქანი ბატისა და ქათმის ხორცი, ნაღების კარაქი, მარილიანი ყველი, ცხიმიანი რძე, ძმარი, სანელებლები.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დიეტოლოგთა სოლიდურ ნაწილს მიაჩნია, რომ პირდაპირი კავშირი სისხლის ჯგუფსა და „სასარგებლო“ პროდუქტებს შორის არ არსებობს. წონაში დაკლება დამოკიდებულია კალორიულობის შეზღუდვაზე, შედეგი კი არასტაბილურია. მათი აზრით, დიეტის დაცვის დროს აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა ასაკის, ცხოვრების წესისა და ორგანიზმის მდგომარეობის გათვალისწინებით. დ’ადამოს დიეტა არის ბალანსირებული. პროდუქტების ერთი ნაწილის მთლიანად უარყოფა და მეორე ნაწილის გაორმაგებული რაოდენობით მიღება ნეგატიურად აისახება ჯანმრთელობაზე. მაგალითად, დიაბეტის დროს უნდა შეიზღუდოს ხორცის რაოდენობა, ანემიის შემთხვევაში კი – პირიქით, მეტი რაოდენობით მიღებაა საჭირო, თუნდაც მეორე ჯგუფის სისხლი გქონდეთ.

მეცნიერთა ამ ნაწილის მოსაზრების გათვალისწინებით, შეგიძლიათ, დაიცვათ დ’ადამოს მიერ შემუშავებული დიეტა, ოღონდ რამდენიმე თვეში ერთხელ და, თან, აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ანუ, ნებართვა თქვენი მკურნალი ექიმისგან აიღეთ.

скачать dle 11.3