კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, რა და რა დანიშნულების კოსმეტიკური კორექტორი არსებობს?

პასუხი: არსებობს ძირითადად ორი სახის კორექტორი: თხევადი კორექტორი-ფანქარი, რომელიც ფარავს თვალების გარშემო არსებულ ყველა ხარვეზსა და დაღლილობის კვალს და კანის კორექტორი, რომელიც ნიღბავს სახეზე არსებულ გამონაყარს, ლაქებსა და სხვა დეფექტებს.

კითხვა: შეიძლება თუ არა თვალის კონტურის ქვეშ წასასმელი კრემის წასმა ტუჩებზე?

პასუხი: საჭიროების შემთხვევაში, თვალის კონტურის ქვეშ წასასმელი კრემი შეგიძლიათ წაისვათ როგორც ტუჩებზე, ისე სახეზე. ის ატენიანებს კანს მთელი დღის განმავლობაში და მას ხავერდოვანს ხდის.

კითხვა: არსებობს თუ არა ტუჩების მკვებავი ბალზამი?

პასუხი: ასეთი ბალზამი არსებობს და, გარდა იმისა, რომ ტუჩებს აძლევს მსუბუქ პრიალა ელფერს, ასევე, იცავს გამოშრობისა და გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.

კითხვა: ზოგჯერ დილაობით შეშუპებული თვალებით ვიღვიძებ. ანალიზები გავიკეთე და არაფერი ორგანული არ მჭირს. როგორ მოვიხსნა შეშუპება?

პასუხი: თუ თქვენი პრობლემა ჯანმრთელობის დარღვევით არ არის გამოწვეული, ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს კვებას და, ზოგადად, დღის რეჟიმს, ანუ, შეშუპება შეიძლება გამოწვეული იყოს თვალების გადაღლით, კომპიუტერთან დიდხანს ჯდომით, ღამის საათებში საკვების ან ძილის წინ ბევრი სითხის მიღებით. შეშუპების სწრაფად მოხსნა შეიძლება რამდენიმე მეთოდით:

1) გვირილის, მწვანე ჩაისა და ვარდის ფურცლების ნაყენებისგან მომზადებული ყინულის კუბიკებით ყოველ დილით მონაცვლეობით „დაიბანეთ“ პირი;

2) გახეხეთ უმი (გათლილი) კარტოფილი. მიღებული მასის სქელი ფენა დადეთ 2-3 ფენა დოლბანდის ორ ოთხკუთხედ ნაჭერზე, დაწექით და დაიფინეთ თვალებზე (ან მთელ სახეზე) 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით და წაისვით თვალების გელი.

3) გახეხეთ გათლილი კიტრი და მოიქეცით ისე, როგორც კარტოფილის შემთხვევაში.

კითხვა: გამიგია, რომ თმაზე გაკეთებული კვერცხის ნიღაბი არ უნდა ჩამოიბანო ცხელი წყლით. რატომ, რაიმე რეაქცია ხდება?

პასუხი: ჯერ ერთი, კვერცხის ნიღბის (ისევე, როგორც სხვა სახის ნიღბების) ცხელი წყლით ჩამობანა რეკომენდებული არ არის, იმიტომ, რომ ზოგადად, ცხელი წყალია თმის ძირებისთვის მავნებელი. გარდა ამისა, კვერცხი ცხელ წყალთან „ურთიერთობისას“ მოიხარშება და შემდეგ ძალიან გაგიჭირდებათ მოხარშული ნამცეცების თმიდან ჩამობანა.

 

 

скачать dle 11.3