კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

და... გულიც დნება...

 

გაზაფხულზე რომ სიყვარული გეწვიოს, ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა. ეს წელიწადის ისეთი დროა, რომ ცივი ყინულის გულიც კი ლხვება... შესაფერისი პარტნიორის პოვნა რთულია. შეცდომისგან დაზღვეულიც არავინ არის. მით უმეტეს, თუკი აქტიური ფლირტის შემდეგ, ერთბაშად აღმოაჩენთ, რომ შეყვარებული ხართ. სიყვარულის სურვილი ისეთი ძლიერია, რომ გონება თუ არ დაგემორჩილათ, ჩვეულებრივი ამბავი იქნება. ჰორმონების დონე 1,5-ჯერ მატულობს... ახლა მთავარი ის არის, უცაბედად მოსული სიყვარული დიდი ხნით შეინარჩუნოთ...

ფაქტია ის, რომ ქალების 4-6 პროცენტი, მათ შორის გათხოვილებიც კი, ცხოვრებაში ერთხელაც არ ყოფილან შეყვარებული. იმიტომ არა, რომ შესაფერისი სუბიექტი ვერ იპოვნეს – მათ ვერ დაძლიეს შიში იმისა, რომ ვეღარ გააკონტროლებდნენ სიტუაციას. სიყვარული მართლაც წააგავს „სტიქიურ უბედურებას“, ოღონდ სიხარული და ბედნიერების განცდაც თან ახლავს. თუ ძლიერია, ისეთი საქციელის ჩადენისკენ გვიბიძგებს, რომლებიც ჩვენთვის ბუნებრივ მდგომარეობაში სრულიად მიუღებელი იქნებოდა. ზოგიერთი ევროპელი ექიმი სერიოზულად ამტკიცებს, რომ სიყვარული ავადმყოფობაა, თავისი გართულებით და ზოგჯერ მძიმე ფორმებით. იმედგაცრუებაც თან სდევს სიყვარულს მაშინ, როცა ბედნიერი ფინალით ვერ სრულდება და მაშინაც, როცა ბედნიერი ფინალით სრულდება. მაინც ღირს მოვხსნათ „ბლოკი“ ჩვენს ემოციებს. მით უფრო, როცა ჰორმონალური ფონიც მზად არის სიყვარულთან შესახვედრად...

 

ორმაგი ხაფანგი

 

როცა ეჭვი ჩნდება, ყველაზე მეტად ის იტანჯება, ვისაც ეს გრძნობა გულში ჩაუსახლდება. ის ნამდვილი კოშმარია, რეალობაში გადმოსული. ფსიქოლოგებმა და მეცნიერებმა არაერთხელ ჩაატარეს ექსპერიმენტი და დაადგინეს კავშირი ღამეულ კოშმარებსა და ეჭვიანობას შორის. საყვარელი ადამიანის მხრიდან ღალატი უზარმაზარი სტრესია და მის წინაშე ქალიც და კაციც ერთნაირად უძლურია. ყველაზე მგრძნობიარე ასაკი 17-ია და ორმოციდან ორმოცდასამ წლამდე. თუმცა, დაგვეთანხმებით, რომ ნებისმიერ ასაკში ღალატი  საკმაოდ მძიმე გადასატანია. წარმოიდგინეთ, სიზმარში ნანახი ღალატის ფაქტიც კი უმძიმესად აისახება ჩვენს გონებაზე. უნებლიეთ, ჩნდება ეჭვი პარტნიორის მიმართ და ვიწყებთ ეჭვიანობას, უკვე რეალურადაც.

ეჭვი დაავადებაა, თუმცა მას შეიძლება რემისიაც ახასიათებდეს და გამწვავებაც. ზოგ ადამიანში პათოლოგიურ ფორმებს იძენს. ზოგსაც საერთოდ იშვიათად აღელვებს, მაგრამ ასეთი ადამიანების რიცხვი ძალიან ცოტაა. ყველაზე მშვიდი და გონიერი ადამიანიც კი შეიძლება, გადარიოს და გააგიჟოს ეჭვმა. 

გახსოვდეთ ერთიც – სერიოზული ურთიერთობა პრაქტიკულად არასოდეს ჩაივლის ხოლმე ეჭვიანობის გარეშე. ეს ფაქტია!

ვარდისფერი სათვალე

 

ის, რომ გაზაფხული თავისას შვრება, ამას ყველა ვგრძნობთ. აპრილის ეიფორიას განსაკუთრებული ხიბლი აქვს, რომელიც ყოველთვის პოზიტიურად არ აისახება ჩვენს გუნება-განწყობაზე. ყველა შეგრძნება მძაფრდება... თითქოს ირგვლივ ფერებიც უფრო კაშკაშაა, სურნელი – მძაფრი და განსხვავებული... გულიც უჩვეულოდ ძგერს... ვარდისფერი სათვალიდან ჩვეულებრივი მამაკაციც კი შეიძლება, ძალიან სიმპათიურად მოგეჩვენოთ. ასეთ დროს სიფრთხილე აუცილებელია. ეიფორია მალე გაივლის და იმედგაცრუებაც არ დააყოვნებს. „გამოღვიძებულმა“ ჰორმონმა, ესტროგენმა, შეიძლება, სისულელეც ჩაგადენინოთ. სწორედ ეს „ვარდისფერი სათვალეა“ ის, რაც მოვლენების ადეკვატურად აღქმაში გვიშლის ხელს.

შეინარჩუნეთ საღი აზრი და რაციონალურად შეაფასეთ მამაკაცი. მით უფრო ის, ვინც დიდი ხანი არ არის, რაც გაიცანით. შეაფასეთ ის ობიექტურად. დაინახეთ მისი ნაკლიც და ღირსებებიც. გაატარეთ, როგორც იტყვიან, „რენტგენში“ – ისევ იმიტომ, რომ მერე არ ინანოთ და არ თქვათ, როგორ შევცდიო.

ნუ იზეიმებთ წინასწარ გამარჯვებას. ნურც გამჭრიახობას დაიბრალებთ. სიფრთხილე და კრიტიკულობა ნამდვილად არ გაწყენთ.

 

უხეში და საყვარელი

 

ისევ იუმორზე უნდა ვისაუბროთ, რადგან, სწორედ იუმორი ხდება ხშირად ოჯახური კონფლიქტების მიზეზი. არაფრის გამო დაწყებული ჩხუბი ზოგჯერ ისე მწვავდება, რომ ოჯახსაც კი ანგრევს...

შევთანხმდეთ იმაზე, რომ მამაკაცური იუმორი სწორხაზოვანია, ნაკლებად ინტელექტუალური, არანორმატიული ლექსიკით, თან – პრიმიტიული და ცოტათი უხეშიც, ვერც „მარილს“ მოუძებნით და ვერც ლოგიკას, ამიტომ, არც ერთის ძებნას აქვს აზრი, არც მეორისას. უყურეთ სპეციალურად ძლიერი სქესისთვის დამზადებულ რეკლამებს და ყველაფერს მარტივად მიხვდებით – ნაკლები კრეატივი და ორაზროვნება. საუკეთესო მაგალითად ანტონიო ბანდერასის ტკბილეულთან გაბაასებაც გამოდგება. აბა, რა არის მასში სასაცილო?! მამაკაცებს იუმორშიც აქვთ აკრძალული თემები და ეს საკმაოდ აღელვებთ. მაგალითად, ვერ იხუმრებ დედამისზე და მის მეგობრებზე; ირონიით ვერ მოიხსენიებ მის შემოსავალს ან სოციალურ სტატუსს, მით უფრო, მის მამაკაცურ ღირსებას – საქმე ძალიან სერიოზულ სკანდალამდე მივა, როგორი ინტელექტუალიც უნდა იყოს მამაკაცი.

აბა, რაღაზე ვეხუმროთ? – იტყვით თქვენ და მართალიც იქნებით. იხელმძღვანელეთ პრინციპით: ვიცინოთ მასთან ერთად არა თავად მასზე! მერე რა, თუ ზოგჯერ საერთოდ არ გვეცინება...

 

უბრალოდ, შენ!

 

იყავი ის, რაც ხარ – ამას გვირჩევენ ფსიქოლოგებიც და ეს თვითდამკვიდრებისთვისაც საუკეთესო საშუალებაა.

თანამედროვე სამყაროში ძალიან ძნელია დარჩე იმად, რაც რეალურად ხარ. ყველა მხრიდან: ტელევიზორიდან, ჟურნალებიდან, სოციალური ინტერნეტ-საიტებიდან ყოველდღიურად გვაწვდიან მზა რეცეპტებს – როგორები უნდა ვიყოთ და, თანაც, თავდაჯერებით გვიმტკიცებენ, რომ მხოლოდ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი გზა სრულყოფილებისკენ, ანუ – ბედნიერი ცხოვრების მწვანე ბილეთი. დაწვრილებით არის ნაკარნახევი საჭირო ჩაცმის სტილი, საჭირო სიტყვები და ფრაზები, ქცევის მანერა, ფასეულობები, შეხედულებები ურთიერთობებსა და სექსზე...

შედეგად, ჩვენ სრულიად შეუცნობლად ვიცვლებით და ვცდილობთ, ვიღაცას მივბაძოთ თუ ყველაფერში არა, რაღაცაში მაინც. იმიტომ არა, რომ ჩვენ ეს მოგვწონს, ან მისი საქციელი მართებულად მიგვაჩნია, უბრალოდ, საზოგადოებამ ასეთად მიიღო და დააფასა...

ასე ვხდებით დამოკიდებული საზოგადოების აზრზე და ვექცევით სრულიად უსარგებლო, ხშირად – გაუგებარი სტერეოტიპების ტყვეობაში. მთავარია, რაღაც ისეთი არ გავაკეთოთ, რაც სოციუმს გააღიზიანებს და თეთრ ყვავად გამოგვაჩენს.

მაგალითად, რატომ არ უნდა დაურეკო მამაკაცს პირველმა, თუკი მის მიმართ სიმპათია გაგიჩნდება?! რატომ უნდა იჯდე და დაელოდო, იმან გადმოდგას პირველი ნაბიჯი?! „არ იეჭვიანო, კაცებს ეს არ მოსწონთ!“ „სულელივით ნუ იცინი და ნუ დაანახვებ, როგორ გიყვარს!“ – ვითომ რატომ?! ყველა ერთნაირი ხომ არ არის; ხომ ზუსტად იცი, რომ შენ შენ ხარ. გამოდის, რომ ისიც განსაკუთრებული ყოფილა. ამიტომაც, იყავი მისთვის განსაკუთრებული – მაშინ აუცილებლად გაუგებთ ერთმანეთს... და ნუ შეგეშინდება საკუთარი ინდივიდუალურობის დემონსტრირების!

скачать dle 11.3