კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოზონოთერაპია ფსორიაზის დროს მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა

მართალია ფსორიაზი, კანის ქრონიკული დაავადებაა, თუმცა ოზონოთერაპიას შესწევს ძალა, ორგანიზმში არსებული პარაზიტების თითქმის 90 პროცენტი გაანადგუროს. „აინო” – ოზონოთერაპიის პირველი ქართული კლინიკაა, რომელიც თბილისში, მცხეთის ქ. 8/90-ში მდებარეობს და იქ მომუშავე კვალიფიციური ექიმები არაერთ ადამიანს დახმარებიან. ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენი სტუმარია კლინიკის ექიმი ადა მჭედლიძე.

– ფსორიაზი უამრავი ადამიანის პრობლემაა. ისინი სულ ჩივიან, რომ მკურნალობის გზით სამუდამოდ ვერ თავისუფლდებიან მისგან. ოზონოთერაპიას თუ აქვს მის დასამარცხებლად საკმარისი ძალა?

– ფსორიაზი უცნობი ეტიოლოგიის კანის ქრონიკული დაავადებაა. ნებისმიერი გარეგანი სამკურნალო საშუალება არაეფექტურია და დაავადება ისევ იჩენს თავს. ერთ-ერთი ვერსიით, ფსორიაზი შეიძლება, გამოწვეული იყოს კანის პარაზიტით – ფილარიებით. ამიტომ, ანტიპარაზიტული მკურნალობის ჩატარება სასურველია, რაც ჩვენს კლინიკაში ოზონირებული ზეთით ხდება. ლუგოლის ხსნარისა და ოზონირებული ზეთის გამოყენებით შესაძლებელია, ორგანიზმში არსებული პარაზიტების თითქმის 90%-ს განადგურება. 

არანაკლებ მნიშვნელოვანია საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართული მუშაობა. კერძოდ, ოზონის რექტალური ინსუფლაცია ამ პრობლემასაც აგვარებს. ოზონოთერაპიის გამოყენება  შესაძლებელს ხდის, მივაღწიოთ სრულ რემისიას ფსორიაზიან პაციენტებში. ამისთვის საჭიროა, სისხლში მოხვდეს ოზონი. 

ოზონი გაზია და ამიტომ, ინტრავენური გადასხმისთვის გამოიყენება ოზონირებული ფიზიოლოგიური ხსნარი, ან ხდება პაციენტის საკუთარი სისხლის დამუშავება ოზონით (დიდი აუტოჰემოთერაპია). ოზონოთერაპიით უმჯობესდება სისხლის დენადობა, იხსნება ჟანგბადის დეფიციტი უჯრედებში და ქსოვილებში. ოზონი ჟანგავს და სისხლიდან გამოაქვს ნებისმიერი პარაზიტი – ვირუსი, ბაქტერია თუ სოკო. ფსორიაზის გამწვავების სტადიაში ოზონოთერაპიის ეფექტი უფრო შესამჩნევია. 

– ეფექტი რამდენ ხანში იჩენს თავს?

– 2-3 პროცედურის შემდეგ გამონაყარი კანზე სწრაფად მცირდება, უმჯობესდება კანის ფერი და ელასტიკურობა. 

– გვერდითი მოვლენები თუ იჩენს თავს ამ სახის ოზონოთერაპიით მკურნალობის დროს?

– ოზონოთერაპიით მიიღწევა მყარი რემისია ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ოზონოთერაპიას არ აქვს გვერდითი მოვლენები და არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ოზონოთერაპიით მკურნალობისას ირთვება ორგანიზმზე აქტიური ჟანგბადის ზემოქმედების რამდენიმე მექანიზმი. კერძოდ: ოზონის ბაქტერიოციდული მოქმედება, სისხლის მიმოქცევის გააქტიურება, კანის ლოკალური იმუნიტეტის აღდგენა და ზოგადი იმუნიტეტის გაძლიერება. 

ინტრავენურ ოზონოთერაპიას თან ახლავს უზარმაზარი გამაჯანსაღებელი ეფექტი. სისხლში ნადგურდება ნებისმიერი დაავადების გამომწვევი პარაზიტი, ძლიერდება ყველა ორგანოს სისხლით მომარაგება, ძლიერდება იმუნიტეტი და შემდგომში ორგანიზმი უფრო ადვილად უმკლავდება ნებისმიერ დაავადებას. 

 

скачать dle 11.3