კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* ბრუნელესკის პროექტით აგებული ტაძრის – ფლორენციის სანტა-მარია დელ ფიორეს სახურავი თავის დროზე იმდენად ინოვაციური იყო, რომ ქალაქის ხელისუფლებას დიდი ხნის განმავლობაში ეშინოდა ფრინველებს – ჩამოვარდნილ მტრედს ან ყვავს, მთელი კონსტრუქცია არ დაენგრიათ.

* პეტერბურგში სულ 312 ხიდია.

* ჰალსტუხ „პეპელას” ერთ-ერთ ნაირსახეობას „ღამურა” ჰქვია. სწორედ ის უკეთია მსახიობ ჯორჯ ქლუნს ფილმში, სადაც ის ბეტმენის როლს ასრულებს.

* შექსპირის „ოტელოს“ ლუკ პერსევალისეურ დადგმის, კულმინაციური სცენის დასაწყისში მთავარი გმირი, ოტელო, ცხვირში „ასრუტუნებს“, რათა უფრო დამაჯერებელი გახადოს მოთხოვნა, რომ მას ცხვირსახოცი სჭირდება.

* 1994 წელს, ღამით, ნორტრიჯის მიწისძვრის გამო, ლოს-ანჯელესში გარკვეული ხნით გაითიშა დენი და, შესაბამისად, ყველგან ჩაქრა შუქი. მცხოვრებლები, რომლებსაც რეკლამებით გაჩახჩახებული ქალაქიდან ვარსკვლავებიანი ცა არასდროს ენახათ, საშინლად შეაშინა „ცაზე ჩამოკიდებულმა მოციმციმე ობიექტებმა“.

* გრინვიჩის სამეფო ობსერვატორია არა მარტო ნულოვან მერიდიანზე მდებარეობს, მისი ტელეფონის ნომრებიც ნულებისგან შედგება – 000.

* კინოგაქირავების პრიზებით დაჯილდოების ისტორიაში ერთადერთი „ოსკარი“ საუკეთესო ტიტრების შექმნისთვის 1929 წელს გადაეცა ჯოზეფ ფარნემს, ფილმისთვის – „შთამბეჭდავი მსოფლიო“. წარწერები ფეხბურთის მოედნის ნახაზზე მოთამაშეთა კომბინაციით იყო განლაგებული. მას შემდეგ ასეთი ნომინაცია აღარ ყოფილა – ტიტრების შემქმნელები რიგით რედაქტორებად ჩათვალეს.

* „მაკინტოში“ არა მარტო კომპიუტერი და ტანსაცმელია, არამედ, ვაშლის ჯიშიც.

* 1992 წელს, სლავური კულტურისა და დამწერლობის დღესასწაულის ფარგლებში, მოსკოვში აღმართეს კირილესა და მეთოდეს ძეგლი, რომელზე გაკეთებულ წარწერაშიც ლინგვისტებმა 5 ორთოგრაფიული შეცდომა აღმოაჩინეს. მათ შორის: რუსული „ი“-ს ნაცვლად – i უნდა ყოფილიყო, „ო“-ს ნაცვლად კი – ომეგა.

* დალმატინელებს შუა საუკუნეებში „მჭედლებისა და მკითხავების ძაღლს,“ ან, „ბნელის დამმარცხებელ ძაღლს“ ეძახდნენ. 

* „ტანკა“ იაპონურად „პატარა არიას ნიშნავს”.

* გამოგონების თვალსაზრისით, ვესტინჰაუზი ცოტად თუ ჩამორჩება ედისონს, თუმცა, ის ძირითადად მუხრუჭის გამოგონებითაა ცნობილი.

скачать dle 11.3