რიჩარდ ნიქსონი – პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომელმაც მთვარეზე ტელეფონით დარეკა
რიჩარდ მილჰაუზ ნიქსონი ერთადერთი პრეზიდენტია ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, რომელიც ვადაზე ადრე გადადგა თანამდებობიდან. რიგით 37-ე პრეზიდენტი პირველია ამერიკის პრეზიდენტებს შორის, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა თბილისში, თუმცა, უკვე თანამდებობიდან გადადგომის შემდგომ, 1990-იანი წლების დასაწყისში. ფაქტები მისი ცხოვრებიდან მუდამ იწვევს საზოგადოების ინტერესს.
* რიჩარდ ნიქსონს სახელი ინგლისის მეფის, რიჩარდ ლომგულის პატივსაცემად დაარქვეს, ასევე ინგლისის მეფეების სახელები ერქვათ მის ოთხ ძმას.
* ნიქსონის პრეზიდენტობის პერიოდში დასხდნენ ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე. იგი, ასევე, პირველი ადამიანია მსოფლიოში, რომელმაც განახორციელა სატელეფონო ზარი დედამიწიდან მთვარეზე – 1969 წლის 21 ივლისს ნიქსონმა „აპოლონ 11-ის” ეკიპაჟს დაურეკა.
* 1969 წელს რიჩარდ ნიქსონმა თავისებურად დაიწყო ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულებთან – მან ბრუნვიდან დიდი ნომინალის კუპიურები ამოიღო.
* რიჩარდ ნიქსონს საინტერესო კულინარიული გემოვნება ჰქონდა – მას კეტჩუპიანი ხაჭო უყვარდა.
* პოლიტიკური შეხვედრების დასრულების შემდეგ, სუვენირების სახით, რიჩარდ ნიქსონი კოლეგებს გოლფის ბურთებს ურიგებდა თავისი ავტოგრაფით.
* ფრანკლინ რუზველტის შემდეგ ნიქსონი ამერიკის მეორე პრეზიდენტია, რომელიც ვიზიტით იყო ჩასული საბჭოთა კავშირში. შეხვედრის დროს ნიქსონმა ლეონიდ ბრეჟნევს ელექტრონული საათი აჩუქა. ამერიკელი სტუმრის წასვლის შემდეგ ბრეჟნევმა შესაბამის სტრუქტურებს უბრძანა მსგავსი საათების წარმოება დაეწყოთ.
* რიჩარდ ნიქსონს მოგზაურობა უყვარდა. ის ამერიკის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც 50-ივე შტატში იყო სტუმრად ჩასული.
* რიჩარდ ნიქსონი „უოტერგეიტის სკანდალის” გამო გადადგა: 1972 წელს ვაშინგტონში, კოპლექს „უოტერგეიტში” 5 ადამიანი დააკავეს, რომლებიც მოსასმენ აპარატურას ამონტაჟებდნენ დემოკრატიული პარტიის შტაბის მოსასმენად. რიჩარდ ნიქსონი მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების ინიციატორად დასახელდა და ამიტომ იძულებული გახდა, თანამდებობიდან გადამდგარიყო.