კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფორბსის” 2014 წლის მილიარდერების ტოპ-ათეული

2014 წლის რეიტინგში, რომელიც 3 მარტს გამოქვეყნდა, 1 645 ადამიანი მოხვდა, რომელთა ქონება ერთ მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება. მილიარდერების საერთო კაპიტალი 6,4 ტრილიონ ამერიკულ დოლარს შედაგენს, რაც ერთი ტრილიონით მეტია გასულ წელთან შედარებით. ახალ რეიტინგში რეკორდულად ბევრი „ახალწვეულია” – 268 და მათ შორის – 42 ქალი. სულ კი მილიარდერთა რეიტინგში 172 ქალია, რაც, ასევე, სარეკორდო მაჩვენებელია. რეიტინგის ყველაზე მეტი წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს – 492 მილიარდერი, 152 მილიარდერს კი ჩინეთის პასპორტი აქვს. წელს მილიარდერთა რეიტინგში დებიუტი აქვთ ალჟირელ, ლიტველ, ტანზანიელ და უგანდელ მილიარდერებს. პირველი ათეული კი ასე გამოიყურება.

ბილ გეითსი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 76 მილიარდი დოლარი; „მაიკროსოფტი”

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ბილ გეითსმა დაიბრუნა ლიდერობა მილიარდერთა რეიტინგში, სულ კი, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ის მეთხუთმეტედ უდგას სათავეში „ფორბსის” სიას. 

კარლოს სლიმ ელუ (მექსიკა) – 72 მილიარდი დოლარი; ტელეკომუნიკაცია

მექსიკელი მედიამაგნატის ოთხწლიანი ჰეგემონია დასრულდა, წინა წელთან შედარებით მისი კაპიტალი კი ერთი მილიარდი დოლარით შემცირდა.

ამანსიო ორტეგა (ესპანეთი) – 64 მილიარდი დოლარი; „ინდიტექსი”

„ზარასა” და სხვა ცნობილი ბრენდების მფლობელი გასულ წელთან შედარებით 7 მილიარდით გამდიდრდა და ამჟამად ის ყველაზე მდიდარი ევროპელის სტატუსს ინარჩუნებს.

უორენ ბაფეტი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 58,2 მილიარდი დოლარი; „ბერკშაირი”

83 წლის „ომაჰელი ორაკული” კვლავ ფორმაშია და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინვესტორის ტიტულს ატარებს.

ლარი ელისონი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 48 მილიარდი დოლარი - „ორაკლი”

„სოფტ კორპორაციის” დამფუძნებელი და მფლობელი ლარი ელისონი 2013 წელთან შედარებით 7 მილიარდი დოლარით გამდიდრდა.

ჩარლზ კოხი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 40 მილიარდი დოლარი; „კოხ ინდასტრისი”

1967 წლიდან ჩარლზ კოხი სათავეში უდგას „კოხ ინდასტრისს” და ამ პერიოდის განმავლობაში კონგლომერატი მეგამომგებიან ბიზნესად ყალიბდება, რაც მისი მფლობელის კაპიტალზე აისახება.

დევიდ კოხი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 40 მილიარდი დოლარი; „კოხ ინდასტრისი”

ძმასთან, ჩარლზთან ერთად, დევიდ კოხი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ საოჯახო კომპანიას ხელმძღვანელობს.

შელდონ ადელსონი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 38 მილიარდი დოლარი; სათამაშო ბიზნესი

ამერიკელი მილიარდერი 2013 წელს დღე-ღამეში 32 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა. 2007 წლიდან ის ტოპ-ათეულის უცვლელი წევრია.

კრისტი უოლტონი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 36,7 მილიარდი დოლარი; „უოლ-მარტი”

კრისტი უოლტონი მსოფლიოს უმდიდრესი ქალია. წელს მან „ლორეალის” მფლობელის, ლილიან ბეტანკურის ჰეგემონია დაამხო.

ჯიმ უოლტონი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 34,7 მილიარდი დოლარი; „უოლ-მარტი”

ჯიმ უოლტონი „უოლ-მარტის” სუპერმარკეტების ქსელის დამაარსებლის, სემ უოლტონის უმცროსი ვაჟია, რომელიც მეათე პოზიციას ამაგრებს „ფორბსის” რეიტინგში.

скачать dle 11.3