კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტივენ ჯერარდი და ლუის სუარესი – ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელები

წლევანდელი სეზონი „ლივერპულისთვის” ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან, უკანასკნელი მრავალი წლის განმავლობაში გუნდი ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის, ხოლო მისი ლიდერები, სტივენ ჯერარდი და ლუის სუარესი, ისეთ სპორტულ ფორმაში იმყოფებიან, თითქოს თავიანთი კარიერის პიკს უახლოვდებიან. 

სტივენ ჯერარდი

* დაიბადა 1980 წლის 30 მაისს მერსისაიდის საგრაფოში, ქალაქ უისტონში. 8 წლის ასაკში სტივენ ჯერარდი „ლივერპულის” სკაუტებმა შეამჩნიეს და „წითლების” აკადემიაში ჩარიცხეს. 1988 წელს სტივენი „ლივერპულის” ახალგაზრდული გუნდის წევრი გახდა, 1997 წელს მან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა კლუბთან, 2003 წლიდან კი ის „ლივერპულის” კაპიტანია.

* სტივენ ჯერარდის დებიუტი „ლივერპულის” ძირითად გუნდში 1998 წლის 29 ნოემბერს შედგა – მან ტრავმირებული ვეგარდ ჰეგემი შეცვალა „ბლექბერნთან” მატჩში.

* 2007 წელს სტივენ ჯერარდი დიდი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი გახდა.

* ჯერარდი მსოფლიოში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ოთხ ფინალში აქვს გატანილი გოლი: ჩემპიონთა ლიგის, „უეფას” თასის, ინგლისის ლიგის თასისა და ინგლისის თასის ფინალებში.

* 2006 წელს გამოვიდა სტივენ ჯერარდის ავტობიოგრაფიული წიგნი: „ჯერარდი: ჩემი ისტორია”.

* სტივენ ჯერარდი მოდელ ალექს კურანზეა დაქორწინებული. წყვილს სამი ქალიშვილი ჰყავს: ლილი-ელა, ლექსი და ლურდესი.

* 2008 წელს „ნიუკასლთან” ანგარიშით 5:1 მოგებული მატჩის შემდეგ, ჩხუბში მონაწილეობის გამო,  სტივენ ჯერარდი პოლიციამ დააკავა, მაგრამ, მალევე გაათავისუფლა. ფეხბურთელი სასამართლომ გაამართლა, თუმცა, ჯარიმის გადახდა მაინც მოუწია.

*1989 წლის 15 აპრილს, შეფილდში, „ჰილსბოროს” სტადიონზე მომხდარი ტრაგედიის დროს, როდესაც ჭყლეტაში 100-მდე ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა შორის სტივენ ჯერარდის ბიძაშვილი იყო.

ლუის სუარესი

* ლუის ალბერტო სუარესი არგენტინასთან მოსაზღვრე ურუგვაულ ქალაქ სალტოში დაიბადა 1987 წლის 24 იანვარს. სუარესების შვიდშვილიან ოჯახში ლუისი მეოთხე შვილი იყო. მისი დაბადებიდან მალევე, ოჯახი მონტევიდეოში გადავიდა საცხოვრებლად. მშობლების დაშორების შემდეგ ლუისს არ შეუწყვეტია მამასთან ურთიერთობა.

* 2003 წლიდან იგი „ნასიონალის” ბავშვთა აკადემიის კლუბში ირიცხებოდა, საიდანაც შემდგომ დიდ გუნდში მოხვდა. სუარესის ევროპული კარიერა ჰოლანდიური „გრონინგენით” დაიწყო, სადაც მას 800 ათასი ევრო შესთავაზეს. „აიაქსმა” იგი 7,5 მილიონ ევროდ იყიდა, ხოლო  2011 წელს „ლივერპულმა” სუარესში 26,5 მილიონი ევრო გადაიხადა.

* ლუის სუარესს წაწვეტებული ყურები აქვს და ამის გამო  მას ვამპირს ადარებენ. ჰოლანდიაში თამაშის დროს სუარესი სწორედ ასეთი ყურების გამო იყო ცნობილი და მას სხვადასხვა სარეკლამო რგოლში იღებდნენ, მაგალითად, სასმენი აპარატების რეკლამაში.

* ლუის სუარესის მეუღლე მისი ბავშვობის დროინდელი სიყვარული – სოფია ბალბია, რომელთანაც ფეხბურთელს ორი შვილი ჰყავს: ქალიშვილი – დელფინა და ვაჟი – ბენჟამინი. 

* 2009 წელს სანკტ-პეტერბურგის „ზენიტი” და დონეცკის „შახტარი” ზღაპრულ კონტრაქტებს სთავაზობდნენ ლუის სუარესს, მაგრამ, უარი მიიღეს. „მე ჯილდოების მოგების სურვილი მაქვს და არა ფულით გატენილი ტომრების”, – განაცხადა მან.

скачать dle 11.3