კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დევიდ ბექჰემის ვისკი ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი ვისკის წარმოებას იწყებს. ლონდონში გამართულ პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ ბიზნესპარტნიორ საიმონ ფულერთან ერთად ის შოტლანდიური ვისკის გამოშვებას აპირებს, რომლის სახელწოდება იქნება Haig Club.

დევიდ ბექჰემის ვისკი

ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი ვისკის წარმოებას იწყებს. ლონდონში გამართულ პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ ბიზნესპარტნიორ საიმონ ფულერთან ერთად ის შოტლანდიური ვისკის გამოშვებას აპირებს, რომლის სახელწოდება იქნება Haig Club. სასმელს შოტლანდიის უძველეს ქარხანაში ჩამოასხამენ, რომელსაც 400-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. ახალი ვისკის წარმოებით, დევიდ ბექჰემის თქმით, ძველი ტრადიციების შენარჩუნება და ვისკის სამყაროში ახალი სიტყვის თქმა იგეგმება. ცნობისთვის, ბექჰემის ვისკის სიძლიერე 32-50 გრადუსს შეადგენს.


მაიკლ ჯორდანის

რეკორდი მოიხსნა

„ოკლაჰომა სიტის” ფორვარდმა კევინ დიურანტმა ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის თითქმის 30-წლიანი რეკორდი დაამხო. 1986-87 წლების სეზონში ჯორდანმა ზეიდზედ 40 შეხვედრაში 25 ქულაზე მეტი დააგროვა, დიურანტმა კი ეს შედეგი გააუმჯობესა და 41 მატჩამდე გაზარდა. კევინ დიურანტი სწორედ იმ ერთადერთ კალათბურთელად სახელდება, რომელსაც ძალუძს, ჯორდანის კიდევ ერთი მიღწევა გააუმჯობესოს, ასოციაციის „სნაიპერს” ტიტულების რაოდენობით გაასწროს, რაც ჯერჯერობით შეუძლებელი ჩანს.


ფერნანდო ალონსოს

რუსი საცოლე

ესპანელი ავტომრბოლელი ფერნანდო ალონსო სამშობლოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ ითვლება. 32 წლის პილოტს ზურგს უმაგრებს წარმატებული სპორტული კარიერა და მილიონობით დოლარის შემოსავალი, თუმცა, მისი გული უკვე დაკავებულია – ალონსოს რჩეული წარმოშობით ვლადივოსტოკელი რუსი ლამაზმანი დარია კაპუსტინაა. წყვილის რომანის შესახებ პირველად ფერნანდოს „ტვიტერში” განთავსებული ფოტოდან გახდა ცნობილი და მას შემდეგ დარიას პერსონით ესპანური ბულვარული პრესა მუდამ იჩენს ინტერესს. დარიას თქმით, გაცნობის მომენტში მან სულაც არ იცოდა, რომ ფერნანდო ცნობილი ავტომრბოლელი და „ფორმულა 1-ის” ვარსკვლავი იყო.

скачать dle 11.3