კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისგან თავის შეკავება სჭირდებათ ქრისტიანებს დიდი მარხვის დამთავრების შემდეგ და რატომ არ შეიძლება აღდგომის სიხარულის ერთ დღეში დამთავრება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ერთ-ერთი ყველაზე აღმატებული საეკლესიო დღესასწაულია, რომლის დადგომასაც ყველა ქრისტიანი დიდი სასოებით, იმედითა და რწმენით ელოდება. აღდგომის მომდევნო მთელი კვირა ბრწყინვალე შვიდეულად იწოდება და ამ ხნის განმავლობაში ყველა ეკლესიაში ღიაა აღსავლის კარი ამ დღეებში ასევე შემსუბუქებულია ლოცვის ტიპიკონი, მხოლოდ „პასექის ჟამნი“ იკითხება. როგორ უნდა გაატარონ ქრისტიანებმა ეს კვირა და რა არის „არტოსი“, ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი). 

 

– წმიდა გრიგოლ ნოსელი წერს: „პეტრე ხედავდა არა მარტო ხორციელი თვალით, არამედ მოციქულებრივი გონებითაც – მაცხოვრის საფლავი აევსო ნათელს, და თუმცა ღამე იყო, ორგვარი ხედვით ჭვრეტდა შინაგანს – გრძნობიერად და სულიერად. დიდი შაბათის შემდეგ, პირველივე დღეს, ქრისტეს საფლავთან დიდი მიწისძვრა მოხდა, უფლის ანგელოზმა გადააგორა ლოდი საფლავიდან. მენელსაცხებლე დედებს დახვდათ გადაგორებული ლოდი და მასზე მჯდომი ანგელოზი, რომელმაც აუწყა მათ მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა: „რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის?“ მათე მახარებელი კი მოგვითხრობს: „და აჰა‚ ძვრა იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისა გარდამოჰხდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისი საფლავისა და დასჯდა მას ზედა“. მაგრამ, აღმოსავლეთ საქრისტიანოს, სამართლმადიდებლოსა და, სახელდობრ, საქართველოს ძველი ოსტატები ამ ამბავს არასდროს გამოგვისახავდნენ. მათ აირჩიეს სხვა, რომელსაც წმიდა მათეც ყვება და, ოდნავ სხვაგვარად – წმიდა ლუკა მახარებელიც: „რომელი განსთენდებოდა ერთ შაბათად, მოვიდა მარიამ მაგდალინელი და სხვა იგი მარიამი, ხილვად საფლავისა მის. მიუგო ანგელოსმან მან და რქუა დედათა მათ: ნუ გეშინინ თქვენ, ვიცი, რამეთუ იესუს ნაზარეველსა ჯუარცმულსა ეძიებთ. არ არს აქა, რამეთუ აღდგა, ვითარცა სთქუა. მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დაიდვა უფალი.” ეკლესიათა და სამღვდელთმსახურო წიგნების მომხატველნი, ხატთა დამწერნი, მქანდაკებელნი თუ მქარგველნი საფლავის გადმობრუნებულ ქვაზე მჯდომარე ანგელოზს გამოსახავდნენ, რომლისკენაც მიემართებოდნენ წმიდა დედანი ნელსაცხებლიანი ჭურჭლით ხელში. ორივე მარიამისადმი ანგელოზის გაწვდილი ხელი გვიხატავს მის მიერ ქრისტეს აღდგომის ხარებას. არსებობს კიდევ მეორე ხატი, რომელსაც ქართულად „ჯოჯოხეთის წარმოტყვენა“ ჰქვია. ეს გამოსახულება ეგრეთ წოდებულ ნიკოდიმეს წიგნს მისდევს, რომელიც კანონიკურად არ არის აღიარებული, მაგრამ ეკლესიისგან აკრძალული არ ყოფილა. ნიკოდიმე მოგვითხრობს, თუ როგორ შთახდა მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე ქვესკნელად, დალეწა კლიტენი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი, შებორკა ბოროტი ძალები და აღმოიყვანა მანამდე გარდაცვლილები. შესაბამისად‚ გამოიხატებოდა მაცხოვარი, რომელსაც ერთ ხელში უჭირავს ჯვარი, მეორით კი ამოჰყავს ადამი. როგორც წესი‚ ასევე, გამოსახულია ევა, წინასწარმეტყველნი – დავითი და სოლომონი, ზოგჯერ – იოანე  ნათლისმცემელი და გათოკილი სატანა. რაც შეეხება აღდგომის მომდევნო კვირას, ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება. ეს კვირა კი ერთადერთი დღეა, რომელსაც ეწოდება აღდგომის თანასწორი დღე, იგივე კვირაცხოვლობა – თომას კვირა, რომელიც იმავე სიხარულითა და თანასწორი ზეიმით უნდა აღნიშნონ მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის აღდგომის სიხარული მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლება, ამას ერთი დღე კი არა, რამდენიმე წელიწადი არ ეყოფა. ყველა ბრწყინვალე მოვლენას ანგელოზები აუწყებენ ადამიანს, მაგრამ, არც ანგელოზებმა და არც ადამიანებმა არ იციან ბოლომდე ამ სიხარულის შესახებ, რომ ეს სიხარული ღვთაებრივი, ზეციური, გონებით მიუწვდომელია. 

– როგორ უნდა გაატარონ ქრისტიანებმა დიდმარხვის შემდეგ ბრწყინვალე შვიდეული? 

– ძალიან ბევრი, იმის გამო, რომ 47 დღის განმავლობაში თავგამოდებით მარხულობდა და არ გაეკარა არაფერს სახსნილოს, მიეცემა თავაშვებულობას და ისეთ ცოდვაში ჩავარდება, შეიძლება, თომას კვირას ეკლესიაშიც ვერ მოვიდეს. როგორც ბასილი დიდი ამბობს, ქრისტიანი, დღესასწაულს ბოყინითა და სლოკინით არ უნდა ზეიმობდეს. მე უფრო მეშინია ქრისტიანის  ცხოვრებისა არა ვნების შვიდეულში, არამედ, ბრწყინვალე შვიდეულში. მარხვის მძიმე დღეებში მორწმუნე მაინც ორგანიზებას უკეთებს საკუთარ საქციელს – დადის ეკლესიაში, ლოცულობს, მეტანიებს აკეთებს, ბრწყინვალე დღეებში კი ყველა ერთობა, მოლხენითაა და ამ დროს ეშმაკი მათთან ახლოს არის. შესაბამისად, ამ დღეებში ქრისტიანს მეტი გულისხმისყოფა, სიფრთხილის, თავმდაბლობისა და ყურადღების გამოჩენა სჭირდება, რათა არ დაკარგოს ის მადლი, რაც 47 დღის განმავლობაში მიიღო. რამდენჯერაც დავეცემით, იმდენჯერვე უნდა ავდგეთ, დავიმდაბლოთ თავი, მივიდეთ ეკლესიაში. მოძღვარიც ადამიანია და გაგვიგებს. კვირაცხოვლობა დღეს ქრისტიანებს ეკლესიაში არტოსი ურიგდებათ,  რომელიც არის სიმბოლო იმისა, რომ, როდესაც მოციქულები მაცხოვრის ამაღლების შემდეგ აზიარებდნენ ხალხს და სხდებოდნენ ტრაპეზზე, ერთ ადგილს ცარიელს ტოვებდნენ. იქ დებდნენ პურს და ამბობდნენ: ეს არის მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ანუ, არტოსი არის წმიდა პური, სიმბოლო იესო ქრისტესი, იკურთხება აღდგომა დღეს, ერთი კვირის განმავლობაში არის დაბრძანებული ტაძარში და თომას კვირის წინა შაბათს ურიგდებათ მორწმუნეებს. მათ ის აქვთ მთელი წლის განმავლობაში და სნეულებაში, განსაცდელში იხმევენ. აქაც საჭიროა ჩვენი სარწმუნოება, რწმენა – ზოგს ბევრი პური მიაქვს და უობდება. პური იქნება თუ სანთელი, რწმენით უნდა მივიტანოთ სახლში და რწმენით გამოვიყენოთ.

– აღდგომის შემდეგ მთელი კვირის განმავლობაში ყველა ეკლესიაში ღიაა აღსავლის კარი, სწორედ იქ არის არტოსი დაბრძანებული. ზოგიერთ ადამიანს დღემდე სჯერა იმის, რომ ვინც ბრწყინვალე შვიდეულში გარდაიცვლება, მისთვის სამოთხის კარი ღია იქნება. თუმცა როგორც ცნობილია, ეს სწავლება არასწორია. 

–  სამოთხის კარი მაშინ გაიღო, როდესაც ქრისტე აღსდგა და ამაღლდა. ის ყოველთვის ღიაა მათთვის, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს, ვისაც უფალმა მისცა უფლება – ცხონდეს, მას ყოველთვის შეუშვებენ. მართლაც, აღსავლის კარი მთელი კვირის განმავლობაში ღიაა თომას კვირამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანს ცხონების მეტი შესაძლებლობა აქვს – მეტი მადლია ამ დროს და მეტად მიეტევება ცოდვები. თუ ადამიანს ცოდვილი ცხოვრება ჰქონდა, არ შეინანა და გარდაიცვალა ბრწყინვალე შვიდეულში, ბუნებრივია, მას არანაირი შეღავათი არ ექნება, მაგრამ, თუ ის სასოებდა ღმერთს და ღვთის რწმენით გარდაიცვლება, შეიძლება, მას დიდი მადლი არ ჰქონდეს, მაგრამ, ექნება გარკვეული შემწეობა. 

– ადამიანებს ხშირად უჭირთ ქრისტეს აღდგომის დაჯერება, თუმცა, არა მხოლოდ დღეს, ეს პირველ საუკუნეებშიც ხდებოდა, თუნდაც, თომა მოციქულის შემთხვევაში, რომელმაც მაცხოვრის ჭრილობებზე ხელის შეხება ითხოვა. 

– არ შეიძლება, ყველაფერი ბრმად ირწმუნო. ამიტომაც ინება ღმერთმა, რომ თომა მიეშვა საკუთარ სხეულთან. შეეხო თუ არა მას თომა, არ ვიცით, მაგრამ, უფალი ჩვენგან ითხოვს რწმენას არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. ირწმუნო მხოლოდ – არ არის საკმარისი, ამის მატერიალური დადასტურებაც უნდა შეგეძლოს. თომამ თამამად გამოხატა თავისი შინაგანი ბრძოლა, შინაგანი საღვთო ეჭვი. ადამიანი, რომელიც ლაზარეს აღდგომას დაესწრო, იგებს, რომ მაცხოვარი უნდა ეწამოს, აღდგეს მკვდრეთით. მაცხოვარი კი ეუბნება: „თომა, მოვედი და იხილე, ურწმუნო კი არა, მორწმუნე იყავ“. როდესაც განცხადებულად შეეხები ღვთაებრივს, ადვილია, ირწმუნო, მაგრამ, როცა არ გინახავს და მაინც მტკიცედ გწამს, რომ იესო ძე ღვთისაა და ჭეშმარიტად აღსდგა მკვდრეთით – აი, ასეთ რწმენას აქებს უფალი. ადამიანის ხასიათი ისეთია, უჭირს იმის რწმენა, რაც არ უხილავს. თომას კვირა ჩვენთვის არის კიდევ ერთი განმტკიცება, დაჯერება, დარწმუნება იმაში, რომ ქრისტე მართლა აღსდგა. თომას „ურწმუნო” კი არ უნდა ვუწოდოთ, არამედ, ის არის ჩვენი წინამძღვარი რწმენაში, რომელმაც დაიმდაბლა თავი, დაეჭვდა და სიმდაბლით იკითხა ეს. დღესაც ბევრი რამ არ იციან, მაგრამ, ერიდებათ, რომ ჰკითხონ სულიერ ძმას, დას, მას, ვინც შედარებით განსწავლულია, ან, მოძღვართან თქვან აღსარებაში: მამაო, არ ვიცი, რას ნიშნავს ესა თუ ის საიდუმლო. თუ ადამიანი ამ ყველაფერს არ გაიგებს, არ შეიმეცნებს, ის მართლა ურწმუნო ქრისტიანი იქნება. ჩვენ ჩვენი მრევლის ცხოვრების გარკვეული ნიუანსები უნდა ვიცოდეთ, რათა, რამე რომ დაგვემართოს, არ ჩავცვივდეთ სასოწარკვეთილებაში, არ ვთქვათ – ეს მე რატომ დამემართაო. პირველი საუკუნიდანვე, მრავალი ცრუ, მწვალებლური სექტა გაჩნდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ქრისტე მოვიდა სულიერად, ხილვით, მოჩვენებით და არავითარი ჯვარცმა არ დაუთმენია. ამიტომაც არის საჭირო, რომ ხორციელად, მატერიალურად შევეხოთ საღვთო საიდუმლოს. 

 

скачать dle 11.3