კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინც კეთილ საქმეებს არ იქმს, მისთვის სხვისი ლოცვა უსარგებლოა

ერთი მონასტრის წინამძღვარი ყოველგვარი სანთოებებით გამოირჩეოდა და ღატაკთა მიმართ მოწყალე იყო. ის დღედაღამ ღვთის მიმართ ასეთ ლოცვას აღავლენდა: „უფალო! ცოდვილი ვარ, მაგრამ, შენი გულმოწყალების იმედი მაქვს, შენი წყალობით ცხონებას ვიმედოვნებ. გევედრები, მეუფეო, ნუ განმაშორებ ჩემს ძმებს მომავალ საუკუნეში; ისინიც ჩემთან ერთად დაამკვიდრე სასუფეველში!“

დიდხანს ლოცულობდა კაცთმოყვარე წინამძღვარი და უფალმა ასეთი სახით გამოუცხადა მას თავისი ნება: მათთან ახლოს მყოფ სხვა სავანეში ტაძრის დღესასწაული მოახლოვდა; წინამძღვარი თავის ძმებთან ერთად მიიპატიჟეს. მას არ სურდა თავისი მონასტრიდან გამოსვლა, მაგრამ, ძილში ზეციური ხმა ჩაესმა: „წადი, მაგრამ, შენზე ადრე შენი მოწაფეები გაგზავნე, თვითონ კი მათ შემდეგ მიდი“.

როდესაც დღესასწაულის დღე დადგა, ძმები წავიდნენ სადილზე და გზად ღატაკი, დაძონძილი კაცი დაინახეს, რომელიც ძლივს ითქვამდა სულს. მათ შეკითხვაზე, თუ რა სტკიოდა, საბრალომ მომაკვდავის ხმით ძლივს უპასუხა:

– გზად მივდიოდი, მაგრამ, მხეცი დამესხა თავს, დამგლიჯა და დამაგდო, არავინ გამოჩნდა, რომ სოფელში წავეყვანე.

– გვეჩქარება, – უპასუხეს ბერებმა, – არაფრით შეგვიძლია დახმარება.

ამ სიტყვებით მათ გზა განაგრძეს.

მალე იმავე ადგილას წინამძღვარმა გამოიარა და დაინახა, როგორ კვნესოდა საბრალო ადამიანი. როდესაც შეიტყო, რაც დაემართა, შეეკითხა:

– აქ ცოტა ხნის წინ ბერებს არ ჩაუვლიათ? ნუთუ მათ ვერ დაგინახეს? 

– იყვნენ, – უპასუხა სნეულმა, – გაიგეს ჩემი ამბავი და გზა განაგრძეს, მითხრეს, რომ მხარზე ვერ მომიკიდებდნენ და ვერ წამიყვანდნენ.

– შეგიძლია, ნელ-ნელა გამომყვე? – ჰკითხა ბერების საქციელით განაწყენებულმა წინამძღვარმა.

– არ შემიძლია, – უპასუხა გლახაკმა.

– მაშინ, მხარზე შემაჯექი, – უთხრა წინამძღვარმა, – ღვთის შეწევნით, მიგიყვან.

დიდხანს უარობდა დაუძლურებული გლახაკი, ამბობდა, რომ წინ შორი გზა ედო, ის კი მძიმე იყო. სთხოვდა, რომ სოფლიდან გამოეგზავნა ვინმე მის წასაყვანად, მაგრამ, ღვთივსათნო წინამძღვარმა, ყველაფრის მიუხედავად, ის ხელში აიყვანა და გზას გაუდგა. თავდაპირველად ჩვეულებრივ ადამიანურ სიმძიმეს გრძნობდა, შემდეგ ტვირთი სულ უფრო და უფრო შემსუბუქდა, ბოლოს კი თითქოს მხრებზე არანაირი სიმძიმე არ ჰქონდა. წინამძღვარმა აღარ იცოდა, რა ეფიქრა; უეცრად უძლური მოხუცებული გაქრა და ზეციდან მოესმა ხმა: „შენ მუდამ ლოცულობ შენი მოწაფეებისთვის, რათა ისინი შენთან ერთად შევიდნენ ცათა სასუფეველში, მაგრამ, მათი საქმეები შენგან განსხვავებულია. ასე რომ, ასწავლე მათ შენს კვალზე სიარული, სხვანაირად ისინი ცათა სასუფეველს ვერ მიაღწევენ. მე მართლმსაჯული ვარ, თითოეულს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ“.

скачать dle 11.3