კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ვერაგობას სჩადის ზოგიერთი ქალი სასურველი მამაკაცის „დასათრევად“

ამბობენ, რომ ქალისთვის ყველაზე სანდო მესაიდუმლე მისი დედა და ბალიშია; რომ, ფაქტობრივად, არ არსებობს სრული ნდობა თუნდაც საუკეთესო მეგობრის მიმართ. ისიც გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ქალებს მანამდე შეუძლიათ მეგობრობა, სანამ მათ შორის მამაკაცი ჩადგება. ბევრი ფაქტია ცნობილი, როცა კაცს ოჯახი ცოლის დაქალის გამო დაუნგრევია... ანუ, მართლაც უნდა გვეშინოდეს თუ არა ჩვენს ცხოვრებაში სასურველი მამაკაცის გამოჩენის შემდეგ საკუთარი დაქალების? იქნებ, ყველაფერი მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებაზეა დამოკიდებული და პრობლემას მასშტაბური სახე არ უნდა მივცეთ?!


ელენე (29 წლის): ისეთი გულნატკენი და იმედგაცრუებული ვარ... ლამის ყველა ჩემი დაქალი ჩამოვიშორო და გავაქრო ჩემი ცხოვრებიდან. ვერ დავიჯერებდი, რომ გეთქვათ, ბედნიერებას ის ადამიანი დაგინგრევს, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობიო; საერთოდაც, მეცინებოდა დაქალების მეტოქეობაზე – ეგ რანაირი დაქალობაა-მეთქი, სულ ვამბობდი... იმაშიც არავის ვეთანხმებოდი, რომ ამბობდნენ, ქალებს მეგობრობა არ შეუძლიათო.

– ვფიქრობ, მეგობრობის შეძლება-არშეძლება სქესზე საერთოდ არ არის დამოკიდებული.

– მეც ასე ვფიქრობ და, მიუხედავად ძალიან დიდი იმედგაცრუებისა, ჯერჯერობით ბოლომდე ხელი ჩაქნეული მაინც არ მაქვს. ერთი უღირსი ადამიანის გამო ყველას ვერ გადავუსვამ ხაზს. მინდა, ვიფიქრო, რომ თავიდანვე მოვტყუვდი მასში. არადა, როგორ გინდა, ეჭვის თვალით უყურო ადამიანს, რომელიც შენი სულისა და გულის ნაწილი გეგონა?! იმდენი წელი გვაკავშირებდა ერთმანეთთან, იმდენი ღამე გაგვიტარებია ერთად, ლაპარაკში... თითქოს უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის – ერთი შეხედვით... თუ რამე მიჭირდა, მასთან ვიოხებდი გულს და, ვიცოდი, რომ ყოველთვის გამიგებდა. 9 წლიდან მახსოვს, წარმოგიდგენიათ?! როგორ შემეძლო, მეფიქრა, რომ  ჩვენს ასეთ ურთიერთობას რამე მიაყენებდა ჩრდილს. რომელი კაცი ღირდა იმად, რომ მე ჩემი საუკეთესო დაქალისთვის მეტკინა გული?!

– არ გსმენიათ, როგორ ართმევენ ქალებს ქმრებს მეგობრები?

– იცით, ყოველთვის გაზვიადებული მეგონა ეს ამბები. არ ვფიქრობდი, რომ შეუძლებელი იყო, ასეთი რამ მომხდარიყო, მაგრამ, რატომღაც, მჯეროდა, რომ, მე არ დამემართებოდა. გულუბრყვილო ვიყავი, მეტისმეტად ვენდობოდი ჩემს დაქალს. და არ მყავს და, რომც მყოლოდა, მასზე მეტად არ მეყვარებოდა. არაფერი მენანებოდა მისთვის. ჩემს თავზე მეშლება ნერვები – როგორ ვერ გამოვიცანი მისი ჭეშმარიტი ბუნება? ჩემი მომავალი ქმარი შემთხვევით გავიცანი – ქუჩაში მოვეწონე და გამომეკიდა. კარგა ხანს მდია მანქანით... მეცინებოდა და უკანმოუხედავად მივდიოდი. მესმოდა, როგორ მომძახოდა, გოგონა, რა ჩქარა გარბიხარ, ვერ გეწევიო. მოახერხა და გამიცნო. ზედმეტად თავდაჯერებული, პრინციპული და მიზანდასახული იყო. მოინდომა და თავიც შემაყვარა. ერთ წუთს ვეღარ ვძლებდი მის გარეშე.

– გააცანით მეგობარს?

– რა თქმა უნდა, მალევე, რადგან, უპირველეს ყოვლისა, მისი აზრი მაინტერესებდა. უკვე სკანდალის შემდეგ ჩემი ქმარი გამომიტყდა, შენ შემიყვარდი, მაგრამ, იმან მიმიზიდაო. როგორი უტიფრობაა! ისე მინდოდა, სახლიდან გამეგდო და მისი სახელიც აღარასოდეს გამეგონა, მაგრამ, თავი მხოლოდ იმიტომ შევიკავე, რომ ქმარი იმ საზიზღარი მოღალატისთვის არ ჩამეგდო ხელში.

– ანუ, გინდოდათ ქმართან გაშორება და, მარტო იმიტომ, რომ დაქალისთვის არ დაგეთმოთ, აპატიეთ ღალატი?

– ასე გამოვიდა. სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. არ ვიცი, სიტყვებით როგორ აგიწეროთ ჩემი იმდროინდელი მდგომარეობა და ემოციები. ჩემი ქმარი არაჩვეულებრივად მეპყრობოდა – ყურადღებას არ მაკლებდა, პრინცესასავით მანებივრებდა. სულ მიმეორებდა, მე შენზე პასუხისმგებელი ვარ. ისე გამაბედნიერე, თვალის ჩინივით გაგიფრთხილდებიო. ამას მელაპარაკებოდა და მშვიდად აძლევდა ნებას ჩემს დაქალს, მის დასათრევად ეჩალიჩა. 

– ეჩალიჩა მის დასათრევად რას ნიშნავს?

– იმას, რომ ქალბატონმა ყველაფერი იკადრა, რაც შეიძლებოდა და რაც არ შეიძლებოდა, არანაირი მორიდება ან ზღვარი – უსირცხვილოდ შესთავაზა საკუთარი თავი.

– ეს ქმარმა გითხრათ?

– არა, თავად მომახსენა. არ უარუყვია, რომ ჩემი ქმრის დათრევა იყო მისი მიზანი. ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა მეჩალიჩოს დაქალის ქმარი, რომ ლოგინში ჩავუწვე, ეს ხომ აბსურდია?! დიახ, მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედებდა. საერთოდ არ გახსენებია ის, რომ ოჯახს მინგრევდა, ფეხებზე დამიკიდა. უფრო სწორად, გველივით შემომიძვრა და სწორედ ჩვენი მეგობრობა გამოიყენა, ჩემს ქმარს რომ დაახლოებოდა. კაცის გამო როგორ უნდა წახვიდე ყველაფერზე. ოღონდ, არ მითხრათ, რომ, შეიძლება, ეს სიყვარულმა გაგაკეთებინოს. ასეთი სიყვარული არც მესმის და ვერც ვერასოდეს გავიგებ, არ მინდა.

– მოკლედ, თქვენი ქმრის ბრალეულობას საერთოდ გამორიცხავთ?

– იცით რა, კაცი ყველა ერთნაირია. მე არ ვიცნობ ისეთ მამაკაცს, რომელიც ქალის შეთავაზებაზე უარს იტყვის, განა ვამართლებ, ფაქტს ვამბობ. ვერაგობა ჩემი დაქალის მხრიდან გამიკვირდა და გავბრაზდი. გამიკვირდა – რბილად ნათქვამია. თან, ფორმასაც ხომ გააჩნია. ფეხმძიმობისას წოლითი რეჟიმი მქონდა. მინდა, ყველაფერი გითხრათ, რომ ბოლომდე ჩაწვდეთ ჩემი დაქალის ვერაგობის სიმძიმეს. შეიძლება, თვითონ ფიქრობს, რომ სიყვარული ყველანაირ საზიზღრობას ამართლებს, მაგრამ, რეალურად ასე არ არის. ვერასოდეს ჩამოირეცხავს იმ ლაქას, რომელიც მოეცხო. მე არ ვაპირებ, ნამუსი შევუნახო და ისე მოვიქცე, თითქოს არაფერი მომხდარა. რატომ?! კიდევ ვინმეს რომ არ გაუმწაროს ცხოვრება. ეგ ისეთი გველია, კიდევ მოახერხებს ამას. ოჯახში ჩამისახლდა ჩემზე და ჩემს მომავალ შვილზე ზრუნვის ნიღბით – ამაზე უარესი რაღა უნდა ექნა, არ ვიცი.

– დიახ, გეთანხმებით, საკმაოდ მძიმე პრობლემა გქონიათ.

– მერე, ვინ შემიქმნა ეს პრობლემა? ადამიანმა, რომელიც ყველაზე ძალიან მეიმედებოდა და, მეგონა, რომ მიერთგულებდა. ანუ, რა გამოდის? მეგობარი, დაქალი, ისეთ დისტანციაზე უნდა გყავდეს, რომ შენი ცხოვრების ინტიმური კი არა, ოდნავ მნიშვნელოვანი დეტალებიც არ იცოდეს?! წარმოიდგინეთ, როგორი დაძაბული უნდა იყო, მუდმივად მომზადებული და ჩასაფრებული. საშინელებაა! მაშინ, საერთოდ რაღად გინდა ან მეგობარი ან დაქალი? მათ გარეშე ყოფნა გაცილებით ადვილია. ჩემმა ქმარმა მითხრა, სანამ ცოლად მოგიყვანდი, როგორც კი გამაცანი, მაშინვე დამიწყო თვალების ნაბვაო. ეს ჩემს ქმარზე დადებითად არ მეტყველებს, მაგრამ, ამჯერად მასზე არ ვლაპარაკობთ. იმას ცალკე მოვთხოვე პასუხი, თუმცა, გეუბნებით, დანაშაულის ლომის წილი ჩემს ძვირფას დაქალზე მოდის. მთავარი მოღალატე ეგ არის და არა ჩემი ქმარი, რომელიც დღემდე თვალებში ვერ მიყურებს. მეც ვერაფრით დავივიწყე ეს ამბავი, ან, როგორი დასავიწყებელია? ჩემს სახლში მოდიოდა, ჩემს ტანსაცმელს იცვამდა და ჩემს სამკაულს იკეთებდა – არასდროს არაფერზე მითქვამს მისთვის უარი. ვდარდობდი, შეყვარებული რომ არ ჰყავდა. თურმე, რა გეგმები ჰქონია ქალს და მე კი ბრმა ვიყავი. სანამ ჩემს საწოლშივე არ წამოვადექი თავზე, ვერაფერს ვამჩნევდი, არადა, თურმე, სხვები ხედავდნენ იმას, რაც ჩემთვის დაფარული რჩებოდა. ეტყობა, ზედმეტმა ნდობამ ასე იცის. ჩემი ქმარი ლამის მოვკალი. საწოლი კი საერთოდ გადავაგდე. მითხრა, გასაქანი აღარ მომცა, ყველგან კისერზე მეკიდებოდაო... შენი ბრალია, ცხვირწინ რომ მიტრიალებდა ზოგჯერ ნახევრად შიშველიო... – ისევ მე აღმოვჩნდი დამნაშავე. როგორ გამოვედი შოკიდან, არ მახსოვს. ქმარი არ გავაგდე მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალბატონი არ გამეხარებინა.

– ქმართან ნორმალური ურთიერთობა გაქვთ?

– კი, საკმაოდ. ძალიან შეწუხებულია და სინდისიც აშკარად აწუხებს, განიცდის მომხდარს. ამიტომ, აღარ იცის, რით მასიამოვნოს და გამახაროს. ის ქალბატონი კი მაინც სწერდა მესიჯებს, ურეკავდა – აღარ იცოდა, როგორ მოეხერხებინა ისევ შეხვედრა. ჩემი ქმარი ყველაფერს მეუბნებოდა, ჩემი ნდობა რომ დაებრუნებინა. ნდობას ვეღარ დაიბრუნებს – ეს ფაქტია, მაგრამ, იმ არარაობას არ გავახარებ და არ გავეყრები. სამწუხაროდ, უკვე დანარჩენი მეგობრების მიმართაც მაქვს უსიამოვნო ეჭვი, მით უფრო, იმათ მიმართ, რომლებსაც კარგი გარეგნობა აქვთ. ამიტომაც აღვკვეთე ჩემს ოჯახში მათი სტუმრობა – აღარ მინდა პრობლემები...

 

скачать dle 11.3