პირის ჩასაკოკლოზინებლები
„ჯარიმები არის ჩემი გამხარებელი“
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ „სი თი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების ოდენობამ, სულ რაღაც 4 წელიწადში (2009-2013 წლებში) 11,6 მილიონი ლარი შეადგინა (ეს თანხა თბილისის მთავრობის ანგარიშზეა ჩარიცხული).
საინტერესოა, რომ ხსენებულმა ორგანიზაციამ ვერ მოიპოვა ცნობები იმ ჯარიმების შესახებ, რომლებიც 2007-2009 წლებში გამოწერა ავად სახსენებელმა „სი თი პარკმა“ (თბილისის მერია დუმილის უფლებას იყენებს!), თუმცა მოპოვებული დადგენილებების მიხედვით (მერიის დადგენილებებით), კეთდება დასკვნა, რომ არჩევნების წინა პერიოდებში დედაქალაქის მერია „სი თი პარკისგან“ ჯარიმების გამოწერაში ლიბერალიზაციას მოითხოვდა (რის დანაკლისსაც, სავარაუდოდ, არჩევნებამდე პერიოდში ინაზღაურებდნენ).
როგორც უნდა იყოს, მიუწვდომელია თბილისის მერიასა და „სი თი პარკს“ შორის 7 წლის წინათ გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები, რაც საშუალებას მოგვცემდა, ბოლომდე ჩავწვდომოდით თბილისის მერიისა და ამ კომპანიის ასე ჰარმონიულად შეთავსებისა და შეხმატკბილების არსს.
თუმცა, თუ ჯარიმებით დაგროვილ თანხას გავიხსენებთ (11 „ს ჩემ ტო“ მილიონ ლარს), როგორც ჩანს, შავი დედლებივით გაკეთებულან. შესაბამისად, ვეჭვობ, საკმარისად მოსუქებულან „დასაკლავად“, ანუ ამომრჩეველთა პირების ჩასაკოკლოზინებლად.