კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იმიჯზე მზრუნველები

ანუ კონიაკის ქურდი

 

„ედინაია როსიის“ მურმანკსის ოლქის პარტორგანიზაციამ გადაწყვეტილება მიიღო და თანაპარტიელ ჩინოვნიკ-პოლიტიკოსებს სამუშაო საათებში სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლის მიღება აუკრძალა (იმიტომ რომ რუსი ჩინოვნიკის სული და სხეული სპეტაკი და შეურყვნელი უნდა იყოს).

ხოლო, თუკი რომელიმე ანცი „ედინაია როსიიელი“ მაინც გააბოლებს პაპიროზს სამუშაო საათებში, მას საყვედურს გამოუცხადებენ (პირად საქმეში შეტანით), ხოლო, თუ არაფხიზელ მდგომარეობაშიც წაასწრებენ, საერთოდაც გაათავისულებენ სამსახურიდან.

გადაწყვეტილებას ინსტრუქციაც მიაყოლეს და არა მხოლოდ რეგიონულ მმართველობაში დასაქმებულთათვის, არამედ მუნიციპალური ადმინისტრაციების თანამშრომლებისთვისაც. მთლად ოფიციალურ კრემლს ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა თავად „ედიანაია როსიაში“ განუცხადებიათ, რომ ამ აკრძალვაში არაფერი საგანგაშო არ არის, რადგან ის დადებითად იმოქმედებს პარტიის წევრების იმიჯზე!

მეორე მხრივ, ამ აკრძალვების მიზეზი მთლად ასე პლატონის სტილშიც არ ყოფილა და მეტად პროზაულ მოტივს ეფუძნება. სახელდობრ, ქალაქის პარლამენტში მმართველი პარტიის დეპუტატ ვინმე ანდრეი კრუპადეროვს თავისი სეხნია კოლეგისთვის, ვინმე ანდრეი ჩერნევისთვის, ორი ბოთლი საკოლექციო კონიაკი მოუპარავს, რომელიც შემდეგ დედის რძესავით შეურგია. . ამბავი იმდენად გახმაურებულა, რომ კონიაკის ქურდი იძულებული გამხდარა, პოსტი დაეტოვებინა – არადა, საოლქო „დუმის“ თავმჯდომარის მოადგილე და დიმიტრი მედვედევის საზოგადოებრივი მისაღების თავკაცი იყო.

ხოლო, თუ ხსენებული აკრძალვის ინსტრუქციას გავიხსენებთ (დადებითად იმოქმედებს რფ-ის მმართველი პარტიის იმიჯზეო), ლოგიკურად იბადება კითხვა: თუ ასე ადარდებთ, სხვის მიწებს რომ იტაცებენ, იმიჯი მაშინ რატომ არ ახსენდებათ, თუ, კონიაკი წმიდათაწმიდაა?! 

скачать dle 11.3