კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მშობლიური ბაქტერიები?

სტომატოლოგები VS ჯანდაცვა

 

უმაღლესი სასწავლებლების არ იყოს, ისე მოხდა, რომ სტომატოლოგიური კლინიკებიც ლამის ყველა სახლის სადარბაზოშია გახსნილი. იმაზე აღარაფერს მოგახსენებთ, რომ ზოგიერთ საავადმყოფოში ისეთი ანტისანიტარიაა, შინაურ ცხოველს არ მიიყვან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის (ოღონდ, ბუნებრივია, ეს არ მოქმედებს სამედიცინო მომსახურების ფასზე). ასე, მაგალითად, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში თეთრ ხალათში გამოწყობილმა ექიმმა ქალბატონმა, ჩემს ფრიად უწყინარ და პროზაულ შეკითხვაზე, თუ რატომ არ იყო გულით ავადმყოფთათვის განკუთვნილ სარეანიმაციო განყოფილების ფეხსალაგში საპონი, კოპები შეკრა და ირონიულად ჩამეკითხა: თქვენ საიდან ჩამოფრინდითო (დაახლოებით, ამ პათოსით: თუ ინტრიგანი არ ხარ, რა უნდა რეანიმაციის ფეხსალაგში საპონსო). 

მე არ ვიცი, აღიჭურვა თუ არა ხსენებული საავადმყოფოს ხსენებული სარეანიმაციო განყოფილება ელემენტარული ჰიგიენისთვის დამახასიათებელი უწყინარი ატრიბუტით (ანუ საპნით), თუმცა პირველი მაისიდან გარკვეული ნორმების დაცვა აუცილებელი ხდება სტომატოლოგიური კლინიკებისთვის: მათ შორის, ჰიგიენური პირობებისაც. თუმცა მცირე სტომატოლოგიური კლინიკების წარმომადგენლები აღშფოთებას ვერ მალავენ, დახურვა მოგვიწევს, რადგან ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალება მხოლოდ მსხვილ-მსხვილ სტომატოლოგიურ კლინიკებს აქვთო.

თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მოთხოვნები, მართალია, პირველი მაისიდან ამოქმედდება, მაგრამ მათი დანერგვა ეტაპობრივად მოხდება და, თუკი აქამდე ჰიგიენური ნორმების დაცვა სტომატოლოგიური კლინიკების კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, ამიერიდან ჩვენც გავაკონტროლებთო.

ჩვენ არ ვიცით, რით დასრულდება სტომატოლოგებისა და სამინისტროს შერკინება (ისიც გვახსოვს, როგორ აპროტესტებდნენ ხორცის სასაკლაოზე დაკვლის მოთხოვნას, პროდუქტს გვიძვირებსო, თუმცა სასაკლაოს ფაქტორი ხორცის უვნებლობის გარანტიაა), ბაქტერიები გაიმარჯვებენ (რომლებმაც, ფაქტია, რომ აქამომდე დიდად ვერაფერი დაგვაკლეს) თუ ევროსტანდარტები, თუ მესამე ვარიანტიცაა შესაძლებელი – იქნებ ევროკავშირის სივრცეში ჩვენი მშობლიური ბაქტერიებიანად ჩაგვიხუტონ?! 

скачать dle 11.3