კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ულვაშას“ ლოგიკით

„რადგან ჩიჩია უყვარდა…“

 

რუსმა მესაზღვრეებმა გასულ კვირას სამი ქართველი ჟურნალისტი სოფელ ეძვთან დააკავეს, ლამის სამყაროსავით ძველი ბრალდებით – „საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა“, თუმცა ჩვენი თანამემამულეები ეძვთან „საზღვრის“ გადმოწევის ფაქტს აშუქებდნენ და ფეხიც არ შეუდგამთ სეპარატისტ-ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. დაკავების ფაქტი „პრ“. თიბილოვის სპეცწარმომადგენელმა მარატ ჯიოევმაც (მეტსახელად „ულვაშამ“) დაადასტურა: „უკანონოდ გადმოკვეთესო“.

რუსეთის საგარეო უწყებამ კი ვრცელი ტექსტი აფრინა, თუ როგორ შეიჭრნენ ქართველი ჟურნალისტები „იუჟნაია ოსეტიის“ ტერიტორიაზე. სახელდობრ, ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „… არსებული მონაცემები ადასტურებს, რომ საზღვრის დამრღვევები შეგნებულად და დემონსტრაციულად გადავიდნენ სოფელ ეძვიდან, მის მიმდებარედ, სამხრეთ ოსურ დასახლებულ პუნქტში, სადაც სასაზღვრო ინფრასტრუქტურა გადაიღეს.“

აქედან გამომდინარე კი, დაასკვნეს, რომ „ქართულ საზოგადოებაში გრძელდება ბრძოლა იმ ძალებს შორის, რომლებიც ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებასა და მათ შორის, ვინც იზიარებს მტრობის გაღვივებისკენ მიმართულ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გატარებულ კურსს.“

ცხადია, რომ რუსი მესაზღვრეების, ისევე, როგორც მათი დიპუწყების მოქმედების პრინციპი საარაკოა: „… რადგან ჩიჩია უყვარდა, გამოიგონა შარები“. თუმცა საქმეს ისეთი პირიც უჩანს, რომ „დიდ კაცსა პატარა კაცთან“, იმას ვინღა ჩივის, „როდის გასვლია“, კიდევ კარგა ხანს არ გაუვა მართალი…

 

 

скачать dle 11.3