კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

– გველმა შეაცდინა ევა და ადამი, თუმცა, მერე ძალიან ინანა...

– რატომ?

– როდესაც ევამ შეჭამა აკრძალული ხილი, მაშინვე დაინახა გველში ქამარი, საფულე, ჩანთა...

***

კვდება მოხუცი ებრაელი.

– ჩემი ცოლი აქ არის? – ამოიკვნესა.

– აქ, ვარ, საყვარელო.

– ჩემი შვილები, რძლები?

– კი, მამი...

– შვილიშვილები, შვილთაშვილები?

– ყველანი აქ ვართ, ბაბუ...

– აბა, სამზარეულოში შუქი რა ჯანდაბად ანთია?

***

სამარშრუტო ტაქსიმ, რომელიც შემთხვევით „ფორმულა 1-ის“ ტრასაზე გადავიდა, იქ მიმდინარე შეჯიბრებაში გაიმარჯვა, თანაც, გზად ორი მგზავრის აყვანაც მოასწრო.

***

ფსიქოლოგთან გასაუბრებაზე ოპტიმისტია:

– დავუშვათ, თქვენ ბაბუა მოგიკვდათ.

– არა უშავს, მეორე ბაბუაც მყავს, ბებიებიც...

– გასვენებაში გაგვიანდებათ.

– მანქანა და მისი ჯანი – სწრაფად ვივლი...

– თქვენ გეშინიათ სიჩქარის.

– არაყს გადავკრავ...

– გზაზე პატრული გადაგეყარათ...

– მოვილაპარაკებთ...

– ის ქალია...

– არაა პრობლემა, ერთი-ორი კომპლიმენტი, გავეცნობი და...

– ქალი ძალიან უშნოა...

– მე ხომ მთვრალი ვარ.

***

ორი მეგობარი შეხვდა ერთმანეთს. ერთი თვალჩალურჯებულია.

– რა მოგივიდა?

– აი, მივიღე, კაცთმოყვარეობის გამო... გუშინ გოგონა ამომყავდა წყლიდან, ამ დროს ცოლი მოვიდა და... შედეგსაც ხედავ.

– რა საშინელებაა! კი მაგრამ, ამ გაზაფხულზე სად იყავით, მდინარეზე თუ ზღვაზე?

– არა, ჩვენს აბაზანაში...

***

ცოლი ეუბნება ქმარს:

– ბიგვავებთან ვართ დაპატიჟებული, მიდი საროჩკა გაიუთოვე, თორემ, იტყვიან, ცოლი არაფერს უკეთებსო...

***

– რას აკეთებს ქართველი პირველ ყოვლისა, როდესაც შუქი ქრება? 

– მიირბენს ფანჯარასთან, რომ დაინახოს, კიდევ ვის გამოურთეს დენი...

***

დადგება ზაფხული და დაიწყება სისხლისმღვრელი ბრძოლა: ვისაც სცხელა და ვისაც უბერავს.

***

– ნუ ტირი, გოგონი, ულამაზო ქალები არ არსებობენ, ყველას აქვს თავისი ხიბლი... აბა, შეიმშრალე ცრემლები, ო, ეგრე... შემომხედე და გაიღიმე... უჰ, შენი!..

***

ნუ ართულებთ... შავი კატა მხოლოდ იმიტომ გადაგიჭრით ხოლმე გზას, რომ უბრალოდ, სადღაც მიდის...

***

გუშინ სამსახურში სამართლიანობას ვეძებდით...

დღეს სამსახურს ვეძებთ...

***

– აუ, ხომ გითხარით, მუშაობის დროს ნუ ეწევით-მეთქი?!

– და, ვინ მუშაობს, რო?!

***

– მანქანა მინდა... ქალისთვის რომელი უკეთესია?

– სარეცხის...

***

– ყველა კაცი იდიოტია!

– კი, საყვარელო, აბსოლუტურად ყველა კაცი.

– შენც!

– მე ყველაზე დიდი იდიოტი ვარ...

– აბა, რატომ გამოგყევი ცოლად და ამდენი წელი შენთან ვარ?

– აი, უკვე მივედით სწორ დასკვნამდე – ხომ ხედავ – ყველა ქალი იდიოტია...

скачать dle 11.3