ბრძნული აზრები
კონფუცი: კარგად მართულ ქვეყანაში სიდუხჭირეა სამარცხვინო, ხოლო ცუდად მართულ ქვეყანაში – სიმდიდრე.
ეპიქტეტი: დაუტოვეთ შვილებს განათლება ნაცვლად სიმდიდრისა, რადგან, განათლებული ადამიანის იმედები უკეთესია, ვიდრე უიმედოების სიმდიდრე.
ლივიუსი: ვიმოქმედოთ უფლებებით და არა ძალმომრეობით.
მამარდაშვილი: სამყარო თან დიდია, თან კი შეზღუდული და პატარა; პატარაა იმ გაგებით, რომ ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული და, ის, რაც სადღაც, ათი ათასი კილომეტრის მოშორებით ხდება, ჩვენს ცხოვრებაში მონაწილეობს.
ჰიუგო: დიდ საშიშროებებს აქვს თავისი სილამაზე – ის სიცოცხლეს აძლევს უცნობების ძმობას.
ბეკონი: საშიშროება ითხოვს, რომ მას სიამოვნებებით უხდიდნენ.
ვინდელბანდი: პარლამენტარიზმი – სახელმწიფო დილეტანტიზმის ფორმაა.
ბერდიაევი: სახელმწიფო იმისთვის კი არ არსებობს, რომ დედამიწა სამოთხედ იქცეს, არამედ იმიტომ, რომ ის საბოლოოდ ჯოჯოხეთად არ გადაიქცეს.
ლაროშფუკო: იგივე სიამაყე, რომელიც ასე ხშირად აღგვიძრავს შურს სხვების მიმართ, ხანდახან იმაშიც გვეხმარება, რომ ცოტათი მაინც მოვთოკოთ შური.
აკუტაგავა: ხშირად ჩვენ იმით ვამაყობთ, რაც საერთოდ არ გაგვაჩნია.
კირგრეგორი: ადამიანთა უმეტესობა ისე გულმოდგინედ დასდევს სიამოვნებებს, რომ წინ უსწრებს მათ.
ჯონსონი: მრავალფეროვნება სიამოვნების ამოუწურავი წყაროა.
როხასი: არავინაა ისეთი ბებერი, რომ ერთი წელი კიდევ ვერ იცოცხლოს და არავინაა ისეთი ახალგაზრდა, რომ დღესვე არ მოკვდეს.
შპენგლერი: რელიგიების ძირითადი გრძნობებია არა სიძულვილი და სიყვარული, არამედ, შიში და სიყვარული.
შილერი: ვინც ცხოვრებით არ რისკავს, ის ვერასოდეს შეიძენს მას.
ებნერ-ეშენბახი: ბევრს მიაჩნია, რომ მას კეთილი გული აქვს, სინამდვილეში კი ის სუსტი ნერვების პატრონია.
ლიხტენბერგი: ასწავლო გონებას და იყო გონიერი – სრულიად განსხვავებული რამაა.
ბალზაკი : ბრძოლის ველი, სადაც გონება იბრძვის, უფრო საშიშია, ვიდრე ბრძოლის ველი, სადაც იხოცებიან.
ოვიდიუსი: ჩვენ ყოველთვის ის გვსურს, რაც აკრძალულია.
ბულგაკოვი: ვისაც უზომოდ ბევრი სურვილი აქვს, მას უზომოდ ცოტას გაკეთება შეუძლია.
ტოლსტოი: ეცადე, ყოველთვის მხიარული იყო; თუკი სიხარული მთავრდება, ეძებე, სად შეცდი.
პასკალი: ჭეშმარიტება ისეთი ფაქიზია, თუ ცოტას გადაუხვევ მას, ცდომილებაში აღმოჩნდები; მაგრამ ცდომილებაც ისეთია, თუ ცოტას ასცდები მას, ჭეშმარიტებაში აღმოჩნდები.
უაილდი: გათხოვილი ქალის ერთგულებაზე უმაღლესი არა არის რა. ვერც ერთი ცოლიანი კაცი ვერ მიაღწევს ამ სიმაღლეს.
ლაბრუიერი: ზოგიერთ ქალს მეგობრებზე მეტად ფული უყვარს, ხოლო ფულზე მეტად – საყვარლები.