7 წლის ტალანტის გამოფენა “არტარეაში„
7 წლის ანასტასია კვაშილავა ნამდვილი აღმოჩენაა სახვითი ხელოვნების მოყვარულთათვის, ბავშვს ხელოვნებათმცოდნეები უკვე უწოდებენ გენიოსს. პატარა, ლამაზი გოგონა 4 წლიდან ხატავს, 7 წლის ასაკში კი უკვე მიიღო დიპლომი საუკეთესო პეიზაჟისთვის, „ოქროს პალიტრის” კონკურსში. ანასტასია მუშაობს აკვარელით, ზეთით, ფანქრით და ძალიან კარგად ძერწავს.
პატარა გოგონას პირველი პერსონალური გამოფენა „არტარეას” საგამოფენო დარბაზში გაიხსნება 23 აპრილს, საღამოს 6 საათზე და 29 აპრილამდე გაგრძელდება.