კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო მოემატა ასაკი თინეიჯერობისას მიშა ცინცაძეს და რატომ შეეცვალა ხასიათი მას ცოლის მოყვანის შემდეგ

მიშა ცინცაძე, შედარებით გვიან შეუერთდა „კომედი შოუს” გუნდს, თუმცა, თავისი სახასიათო როლებით, მალევე დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი და მაყურებლის ყურადღებაც მიიპყრო. მიშა, რეალურ ცხოვრებაში გულახდილი და მშვიდი ადამიანია, თუმცა ეკრანზე გამჭვირვალე მაისურსა და ტყავის ტრუსებში, მათრახით ხელში რომ ცეკვავს უფრო თამამი ჩანს. გარდა იუმორისა, მიშა საკმაოდ კარგად მღერის და უკრავს. ეს ნიჭი კი, როგორც ჩანს, გენეტიკურად დაჰყვა.


მიშა ცინცაძე: თბილისში დავიბადე, თუმცა ბათუმში გავიზარდე, რადგან დედა ბათუმელი მყავს. ორი წელია, რაც თბილისში დავბრუნდი და აქ დავმკვიდრდი. რაც შეეხება ბათუმს, ის ჩემთვის ბავშვობასთან ასოცირდება. ანუ, ბავშვობა იქ დავტოვე და ზრდასრული დავბრუნდი დედაქალაქში (იცინის). ოთხი წლიდან ვმღერი და სულ მინდოდა მომღერალი გამოვსულიყავი. თუმცა, სკოლას რომ ვამთავრებდი, გადავწყვიტე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩამებარებინა და ჩავაბარე კიდეც. აჭარის ტელევიზიაში, დილის გადაცემაში, ვაკეთებდი სიუჟეტებს. ვიყავი სამზარეულოს რუბრიკის წამყვანი და ბოლოს საავტორო გადაცემაც მქონდა, რომელსაც ერქვა „ზღაპრები”. ასე რომ, ნაბიჯები კარიერაში პირველად აჭარაში გადავდგი და იქ საკმაოდ ცნობილი სახე გახლდით. ზოგადად, ძალიან იღბლიანი ვარ და მიმაჩნია, რომ გამიმართლა. 

– დედაქალაქში როგორ დაიმკვიდრე საკუთარი ადგილი? არ გაგიჭირდა?

– ბათუმში, „მანსანკანის” გუნდში „რეზერვისტებში” გამოვდიოდი. ჩემპიონებიც კი გავხდით 2005 წელს. სწორედ იქიდან გამიცნეს „კომედი გრუპის” ბიჭებმა და სცენარისტობა შემომთავაზეს. ჩემპიონობაც, აჭარის ტელევიზიაც, ზღვაც და მზეც დავთმე და გადმოვბარგდი დედაქალაქში. 

– ვიცი, რომ კარგად უკრავ და მღერი. ყველას ეგონა, დიდ სცენაზე დადგებოდი. თუმცა, სიმღერას იუმორი არჩიე. მამა – კახა ცინცაძე პროფესიონალი მომღერალია და ასევე, პროექტ „ნიჭიერის” გამარჯვებული „სითი ბენდის” ხელმძღვანელი. თუმცა, მის კვალს არ გაჰყევი.

– მართალია, ბავშვობიდან ვმღერი და ყველას ეგონა, მომღერალი გამოვიდოდი. მამა პროფესიონალი მომღერალია და ფიქრობდნენ, მის კვალს გავყვებოდი, მაგრამ დღეს გამჭვირვალე მაისურში და ტყავის ტრუსებში მხედავს მაყურებელი ეკრანზე (იცინის). რაც შეეხება, „სითი ბენდს,” რომლის ხელმძღვანელიც – მამაჩემი, გამარჯვებული გახდა „ნიჭიერში”. უნდა გენახათ, როგორ ვგულშემატკივრობდი და ვნერვიულობდი მათზე. ვკიოდი, რომ გამოაცხადეს, გაიმარჯვესო. ზოგადად, სკეპტიკური ვარ და ამ გამარჯვებას არ ველოდი. ამის გამო, ორმაგად გამიხარდა მათი წარმატება. დედაც და მამაც კონსერვატორიაში სწავლობდნენ, იქ გაიცნეს ერთმანეთი. კარგად უკრავენ და მღერიან და ეს ნიჭი, მეც გენეტიკურად რომ არ გამომყოლოდა, სირცხვილი არ იქნებოდა? (იცინის) ასე რომ, ხუთი წლიდან საყვირზე ვუკრავდი და მერე სხვადასხვა ინსტრუმენტსაც დავეუფლე. სხვათა შორის, თმის ცვენაც გენეტიკურია, მუსიკალური ნიჭის პარალელურად (იცინის). თინეიჯერი ვიყავი, თმის ცვენა რომ დამეწყო, მაგრამ არ დავკომპლექსდი. უბრალოდ, ასაკი მომემატა ადრეულად და სულ ეს იყო (იცინის). მარტივი გამოსავალი მოვნახე, ნულზე გადავიპარზე თმა და დღემდე ასე ვარ. 

– არასდროს გიფიქრია საკუთარი ბენდის ჩამოყალიბებაზე?

– როგორ არა. ძალიან მიყვარს ეს სფერო და დიდი სურვილი მაქვს, მუსიკალური ჯგუფი მყავდეს. ბათუმში, „გოგლაურა” ერქვა გუნდს, სადაც ვუკრავდი და ვმღეროდი. მერე, თბილისში წამოვედი, ჯგუფის დანარჩენი წევრები კი „სითი ბენდში” გადავიდნენ. ვხუმრობ ხოლმე, მამამ გუნდის წევრები მომპარა-მეთქი (იცინის). თუმცა, მომავალში მეც ვფიქრობ მუსიკალური ჯგუფის შექმნას და იმედია, გამომივა.

– თბილისში საკმაოდ პოპულარული გახდი – ყველა გცნობს და ეღიმებათ შენს ხუმრობებზე. შეიძლება ითქვას, რომ გაგიმართლა?

– ძალიან სასიამოვნოა რომ გცნობენ. მანამდეც ვჩანდი ეკრანზე, მაგრამ „კომედი შოუში” მოხვედრამ რომ გამხადა პოპულარული, ეს ფაქტია. ქუჩაში მაჩერებენ, ფოტოებს იღებენ და მეუბნებიან, გიყურებთ, ჯიგარი ხარო (იცინის). მეც არ მბეზრდება და არც თავში მივარდება ყურადღება უცხო ადამიანებისგან. აბა, სერიოზული გადაცემა რომ მიმყავდა, არავინ მთხოვდა ფოტოს გადაღებას. ახლა კი ხუმრობა-ხუმრობაში, უფრო ცნობილი გავხდი (იცინის). კომპლიმენტი და ყურადღება ყველას სიამოვნებს. უფრო ბავშვებს ვუყვარვარ, რადგან მათთვის შევქმენი „ჯუმბერ ტყაბლაძე” – ანიმაციური კლიპების პაროდია, რომელსაც ბევრი ბავშვი დღესაც უყურებს და ხალისობს. კი ვფიქრობდი თავიდან, ჯუმბერები არ გამინაწყენდნენ-მეთქი, მაგრამ პირიქით მოხდა. ჯუმბერ ტყაბლძე, დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტსივრცეში. 

– ახლახან დაოჯახდი და როგორც ვიცი, შენი ბედიც „რუსთავი 2-ში”, შენამდე თავისი ფეხით მოვიდა. ხომ ასე იყო?

– დიახ, ასეა. ჩემი რჩეული უჭკვიანესი, ფანტასტიკური, ულამაზესი და უთბილესი ნათია ჩემიაა, რომელიც ჩაწერაზე გავიცანი. „გააცინე და მოიგეს” პროექტში გამოდიოდა და დავინახე თუ არა, მომეწონა, მოვიხიბლე. ნელ-ნელა დავმეგობრდით და სიყვარულიც ასე ნელ-ნელა მოვიდა. თავად რომანტიკულია, მე – მეტ-ნაკლებად და ურთიერთობაში, მივხვდი, ეს ჩემი ბედისწერა იყო. კარგი იუმორის გრძნობაც აქვს, მუსიკალური სმენაც, მიყვარს, ვუყვარვარ და მეტი რა მინდა? (იცინის) ახლა ზაფხულში ვგეგმავთ, ორიგინალურ ქორწილს ზღვისპირას. 

– ამბობენ, ყველა კაცი ეჭვიანიაო. შენს შემთხვევაშიც ასეა?

– მე ზომიერად ეჭვიანი ვარ და უსამართლოდ, ვერ ვიეჭვიანებ და არც გამოვხატავ. ზოგადად, დაოჯახებამ ჩემში ყველაფერი შეცვალა, ხასიათიც კი. უფრო ლმობიერი და რომანტიკული გავხდი 26 წლის ასაკში (იცინის). დარწმუნებული ვარ, მთელი ცხოვრება უბედნიერესი წყვილი ვიქნებით. 

– მუსიკალური ოჯახიდან ხარ. როცა ცოლი მოგყავდა, არ დაინტერესდნენ, მისი მუსიკალური მონაცემებით? 

– თქვენ წარმოიდგინეთ, არა. თუმცა, ნათია ძალიან კარგად მღერის და აბსოლუტური სმენა აქვს. ასე რომ, გაგვიმართლა ცინცაძეებს რძალში (იცინის). სახლშიც ხშირად ვმღერით დუეტში და ჩვენი სახლიდან სულ სიმღერის ხმა გადის. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში – ჩემი საყვარელი საქმე მაქვს, მოვიყვანე ფანტასტიკური ცოლი და სრულ იდილიაში ვცხოვრობ. 

– „ნიჭიერში” მამის ბენდის მოგებული პრიზი – ბინა ბათუმში, შემთხვევით, შენ ხომ არ გერგო, როგორც საჩუქარი ოჯახისგან ახალდაოჯახებულს? 

– ეს პრიზი ათ კაცზე გაიყო, რადგან ბენდში ამდენი მონაწილეა და მე რა მერგება, რა ვიცი? თან, მეწილეც ხომ მყავს? – ძმა, გამყოფი (იცინის). 

 

скачать dle 11.3